ა-ლოგიკურია ჩემი არსებობა... - 9 მარტში 2013 - გართობა ერთობაშია


 
მენიუ
ძებნა
მინი-ჩათი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]

ითამაშე ჩვენთან :)
მთავარი » 2013 » მარტი » 9 » ა-ლოგიკურია ჩემი არსებობა...
3:52 PM
ა-ლოგიკურია ჩემი არსებობა...


ვარ, ისე როგორც ცხოვრებისგან მოძულებული ვიღაც, სალახანა.

უუნარო.

უგულო.

უარაფრო.

ალოგიკურია ჩემი არსებობა.

გაყინული.

ჩამკვდარი.

დავასაფლავოთ?!

გადავუხადოთ პანაშვიდი და არ დავიტიროთ. არ არის ღირსი.

ცვლილებებია.

ირგვლივაც და გვამშიც.

დავათრევ კითხვის ნიშნებით გამოტენილ სხეულს და მიკვირს, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ასე?

ალბათ უაზრობასაც აქვს დასასრული. ესეც დასრულდება.

სულ უფრო ხშირად ვარ სხეულს გარეთ. შვებას ვეღარ ვგრძნობ.

ცვლილებებია ხასიათშიც.

გავხდი ეჭვიანი და ეგოისტი და აგრესიული და..

თუმცა შეიძლება სულ ასეთი ვიყავი და მე ახლა შევამჩნიე.

შენ რომ კარგად იყო, დაგელაპარაკებოდი, აი ჩვენ რომ ვიცით ისე, მაგრამ ახლა არა..

სხვები არ ჩანან და არც მე შევაწუხებ ვინმეს.

არ ვწუწუნებ.

დრო მიდის.

ცხოვრებამ თავის სალეწ მანქანაში ჩამაგდო და სადღაც, უფსკრულისკენ მიმაქანებს.

არც მეკითხება, მინდა თუ არა.. შემიძლია თუ არა.

არ აინტერესებს.

პრინციპში, არც მე.

სულ ერთია.

ჩემი სამყაროდან სულ სხვაგვარი ჩანდა. ცოტათი რომანტიული და უმტკივნეულო. ასე ახლოდან პირველად დავინახე. სისხლიანი ხელებით და ცინიკური მზერით. თუმცა სახე არ ჰქონდა. ან რა სახე უნდა ჰქონდეს სიკვდილს. მოვიდა, ყველაფერი გაანადგურა და წავიდა.

იდიოტი :

ჰო, უხეშიც გავხდი.

სიკვდილის ბრალია. სიცოცხლეს გეფიცები.

იმას რომ დაკარგავ, რაც არც გქონია..

მე დავკარგე.

როცა გეტკინება, იტირე.. თუ გინდა მე დამაბრალე. არავის ვეტყვი.

წასვლამდე ვიქნები.

კიდევ სულ ცოტა ხანს.

მერე წავალ.

იცოდე ჩემკენ არ მოიხედო.

რომ არ გეტკინოს.

უბრალოდ გაიღიმე და იცოდე, რომ ისევ აქ ვარ. ვერ მხედავ მხოლოდ.

***

კარგად რომ გახდები, ერთად ვისეირნებთ ცისარტყელაზე.

შენ დამპირდი.






კატეგორია: ჩემი შემოქმედება | ნანახია: 743 | დაამატა: Dzamuk)) | ტეგები: ა-ლოგიკურია ჩემი არსებობა... | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1

№ 1 - დაწერა: MaRsoNmari iasagashvili
თარიღი: 2013-03-09
guli guli უმაგრესი იყოოოო ბრავოო!!!

პასუხი:
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ჩემი პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

ტოპ ავტორები

null
MaRsoN
null458
null1569
null4


null
მარიამი♥
null306
null1635
null19


null
Dzamuk))
null241
null134
null0


null
Tamta♥))
null125
null959
null0


null
ninucauca
null108
null1211
null14

კალენდარი
«  მარტი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
საიდან გაიგე smileworld-ის შესახებ?

javascript:;
სულ პასუხია: 36
ახალი სიახლეები
            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1316

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: Dzamuk))
          ნანახია: 1489

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1180

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1243

          კომენტარები: 4
__________________________

            
          ავტორი: MaRsoN
          ნანახია: 1540

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1087

          კომენტარები: 1
__________________________

FaCeBooK

Love You All <33