2015 წლის წიგნები ^_^ - 18 იანვარს 2015 - გართობა ერთობაშია


 
მენიუ
ძებნა
მინი-ჩათი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]

ითამაშე ჩვენთან :)
მთავარი » 2015 » იანვარი » 18 » 2015 წლის წიგნები ^_^
7:25 PM
2015 წლის წიგნები ^_^

 

  1) რემარკი -"სამი მეგობარი"

ადამიანები, თურმე ძალიან ბევრს ვკარგავთ წიგნის შუაში მიტოვებით. მიხარია რომ ყველაფრის მიუხედავად, მაინც დავასრულე ეს შესანიშნავი რომანი. ომი და სიყვარული რემარკის სამარკო ნიშნებია. იმდენად ლამაზად აღწერს სიყვარულს, რომ რეალობის შემხედვარეს, წიგნის პერსონაჟად ყოფნა გინდება, ძალაუნებურად.იმედი მაქვს, რომ ამ პერსონაჟების მსგავს მეგობრობასა და სიყვარულს ოდესმე საკუთარ თავზე გამოვცდი!! ^_^ მე მიყვარს რემარკი lovelove

(ციკლიდან - აუცილებლად წასაკითხი წიგნები..!)

 

 

2) ტოლკინი -"ჰობიტი"

ტოლკინის "ჰობიტის" კითხვა დავასრულე. მიუხედავად იმისა რომ, ჯუჯების, ელფებისა და ტროლების ასაკს უკვე გავცდი, მაინც დამაინტერესა წიგნმა. აქ მოთხრობილია: ბილბო აბგელის, 12 ჯუჯისა  ერთი ჯადოსანის ისტორია, რომელთაც მთაში გადაკარგული განძეულობის, დაბრუნება გადაწყვიტეს. ისინი ჯერ ტროლებს, შემდეგ გობლინებსა და ელფებს, ბოლოს კი დრაკონს ებრძვიან, თუმცა მათი თავგადასავალი კიდევ უფრო მრავალ ხიფათს მოიცავს და ამით არ სრულდება. აი ისეთი წგინია დროის გასაყავნად რომ გამოდგება, ცხელი ყავის, თბილი ლოგინისა და მყუდრო გარემოს თანხლებით

(ციკლიდან- გადაეშვი თავგადასავლებში)

 

 

 

3)  ჯეიმზი- "გრეის 50  ელფერი" ( შოკი :DDD )

 

ძვირფასო მეგობარო, უკვე დავასრულე "გრეის 50 ელფერი"ს კითხვა. წაკითხვამდე სათაურის გაშიფრვას, ვერ ვახერხებდი, თუმცა ახლა კი დაახლოებით ვხვდები ამას. წიგნის ბოლო ფურცლამდე ვაკრიტიკებდი მთავარ პერსონაჟს ანასტასია სტილს, იმის გამო რომ კრისტიანის მსგავს ადამიანს, მისცა უფლება მის ცხოვრებაში შემოსულიყო და შემდეგ მარიონეტად ექცია ანნა, რომლის მმართველიც თავად გრეი გახდებოდა. თუმცა გამოგიტყდები და მაოცებს კრისტიანის პერსონაჟიც... დომინანტი, სექსუალური ძალადობის მოყვარული, მაგრამ ამავდროულად მზრუნველი, სიმპატიური და მხიარული მულტიმილიონერი მამაკაცი. რომ გითხრა წიგნში ვერაფერი ღირებული ვერ დავინახეთქო მოგატყუებ, ალბათ იმიტომ რომ აქ ნაჩვენებია, თუ როგორ შეუძლია სიყვარულს ადამიანის, თუნდაც მცირე დოზით გამოსწორება

(ციკლიდან - დააღე პირი მარტივად)

 

4) სტივენ ჩბოვსკი - "მარტოსულობის უპირატესობანი"

წიგნის დასრულებას, როგორც წესი ჩემთვის ზღვა ემოციები მოაქვს ხოლმე, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვი მარტოსულობის უპირატესობანზე. არანაირი ემოცია არ დაუტოვებია ამ წიგნს. არ ვიცი რა და რატომ მოსწონთ მკითხველებს, ჩარლის მიერ მოყოლილი ჩვეულებრივ, არაფრისგან განსხვავებულ ამბავში. უაზრო თინეიჯერული ცხოვრება. წვეულებები,   შეყვარებულები, სექსი, საშუალო სკოლა. არაფერი ფასეული არ გააჩნია ამ წიგნს

(ციკლიდან -ჩემი რჩევა იქნება დრო არ დაკარგოთ :)))

P.S თუმცა ყველას განსხვავებული აღქმის უნარი აქვს, იქნებ თქვენ მოგეწონოთ )

5) ვიქტორ ჰიუგო - "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი"

 

ამ წიგნის კითხვა, უფრო მოვალეობის მოხდის, კერძოდ კი თემის დაწერის მიზნით გადავწყვიტე. პირველი ფურცლებისგან განსხვავებით ინტერესი გამიმძაფრდა და იმდენად ჩამითრია წიგნის სიუჟეტმა, რომ თავს ვეღარ ვანებებდი და რეალურ სამყაროსაც ვეთიშებოდი biggrinbiggrin ამჟამად კი ჩემი ერთ -ერთი უსაყვარლესი წიგნია! ნაწარმოები  თქვენთვის კარგად ნაცნობ კვაზიმოდოს ეხება, რომლის ამბის მოყოლაც, ვეჭვობ საჭიროებას არ მოითხოვს.

"მეგობრობა, ეს ნიშნავს და-ძმობას, როცა ორი სული ერთმანეთს ეხება, მაგრამ ერთ არსებად არ იქცევა. ეს ერთი ხელის ორი თითია"

 

6)ჰარუკი მურაკამი "კაფკა პლაჟზე"

წიგნის სიუჟეტი 15 წლის ბიჭის ირგვლივ ტრიალებს, იგი  კუნძულ სიკოკუზე გაიქცევა, იმისათვის რომ მამის ნაწინასწარმეტყველებ წყევლას გვერდი აუაროს. წყევლის მიხედვით კაფკა მოკლავს მამამისს და სქესობრივ კონტაქტს დაამყარებს დასთან და დედასთან.

კითხვა სულ ახლახანს დავიწყე და მინდა ავღნიშნო რომ ძალიან საინტერესო და სახალისოა! biggrin

 

 

ჯერჯერობით ეს არის ჩემი 2015 წლის წიგნები biggrin თქვენ მოასწარით წაკითხვა მეგობრებო?

 

კატეგორია: book♥ | ნანახია: 1537 | დაამატა: MaRsoN | ტეგები: books, წიგნები | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2

№ 1 - დაწერა: Tamta♥))Tamta Abramishvili
თარიღი: 2015-01-28
marus rogor momenatra sheni siaxleebis kitxva heart :heart:

remarkis sami megobaris wakitxvas vapirebdi magram vervishove biggrin shen sxva shemotavazebebs aucileblad gavitvaliswineb heart :heart:

პასუხი:

№ 2 - დაწერა: MaRsoNmari iasagashvili
თარიღი: 2015-01-30
აუცილებლად წაიკითხე ძვირფასო!
მშურს შენი, რადგან პირველად წაკითხვის ბედნიერება გელის წინ! happy happy

პასუხი:
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ჩემი პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

ტოპ ავტორები

null
MaRsoN
null458
null1569
null4


null
მარიამი♥
null306
null1635
null19


null
Dzamuk))
null241
null134
null0


null
Tamta♥))
null125
null959
null0


null
ninucauca
null108
null1211
null14

კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩვენი გამოკითხვა
საიდან გაიგე smileworld-ის შესახებ?

javascript:;
სულ პასუხია: 36
ახალი სიახლეები
            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1313

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: Dzamuk))
          ნანახია: 1486

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1176

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1240

          კომენტარები: 4
__________________________

            
          ავტორი: MaRsoN
          ნანახია: 1536

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1083

          კომენტარები: 1
__________________________

FaCeBooK

Love You All <33