Be My Life? - 9 მაისში 2013 - გართობა ერთობაშია


 
მენიუ
ძებნა
მინი-ჩათი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0

[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]

ითამაშე ჩვენთან :)
მთავარი » 2013 » მაისი » 9 » Be My Life?
9:28 AM
Be My Life?




თავი 19
მივიხედე..... ვიღაც ბიჭი იყო, სხვებთან შედარებით ბევრად კარგი გარეგნობა ჰქონდა.... არც გახვრეტილი ყურები არც შეღებილი თმები.... ვიფიქრე ძლივს ვიღაც წესიერი გამოჩნდათქო
ბიჭი: გამარჯობა..... გეტყობა ხმაური არ გიყვარს (ჩაიცინა)
მე: ჰოო... არ უნდა მოვსულიყავი
ბიჭი: მე კი ვფიქრობ რომ კარგ დროს გავატარებთ...
სხეული შიშმა მოიცვა.მაგრამ ამის მიუხედავად .. წამოვდექი, ისე გავედი სამზარეულოდან რომ მისთვის ზედაც არ შემიხედავს.....
ტეის ძებნა დავუწყე, მაგრამ უშედეგოდ... იგი არსად ჩანდა მე კი ძალიან მეშინოდა... ოღონდ ის აღარ შემხვდეს... მხოლოდ ამას ვიმეორებდი 
მაგრამ რამის დაშავება რომ ნდომებოდა სამზარეულოდან არ გამომიშვებდა.... დამშვიდდი მარიი
თავს ასე ვიმშვიდებდი
ტეი არსად იყო ამიტომ წამოსვლა გადავწყვიტე.....
შენობიდან გამოვედი... ბნელოდა ამ ქუჩაში კი საერთოდ არ იყო ღამით განათება.... სიბნელეს მხოლოდ სახლებიდან გამობჟუტული პატარა სინათლის ნაპერწკალი ოდნავ ახშობდა.... ეს სახლებიც აქა-იქ იყო მხოლოდ
ჯიბიდან მობილური ამოვიღე.... გზას მისი სინათლით ვიკვლევდი..... ეს ხეების შრიალიც ერთგვარ ხმას გამოსცემდა და მაშინებდა...
ამას პლიუს ქარის ზუზუნი
მობილურით წინ მივანათე და რაღაც სილუეტი გავარჩიე.... შემეშინდა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე.....
ის: გეგონა ასე ადვილად მომიშორებდი?
ამაზრზენი ხმა მალევე გავარჩიე,, ის ბიჭი იყო ..... იმ წამიდანვე ზიზღის გრძნობა აღმეძვრა
მე: რა გინდა? - ვეცადე შიში  არ გამომევლინა
ის: რა არა ვინ.. (ჩაიცინა) შენ
მე: გთხოოვ თავი დამანებე..... -სხვა სტრატეგია ავირჩიე
ის: ადვილი არ იქნება
მე: უბრალოდ მომშორდი...
ის მომიახლოვდა... დაინახა ჩემს თვალებში ის ტკივილი რომელსაც მე ვასხივებდი... თვალები სულ აწყლიანებული მქონდა....
ის: ლამაზი ხარ.... და თან ისეთი სათუთი
ხელი სახესთან მომიტანა და ნიკაპი დამიჭირა, მერე კი სახეზე მომისვა
ის; მინდა ჩემი იყო!!!



სხეული  გამეყინა... ადგილზევე გავშეშდი, ისევ ეს წყეული მოგონება!!! რონიმ წამოყო თავი ჩემს ფიქრებში.... გულმა ისევ გამალებით დაიწყო ძგერა.....
მე: გთხოოვ...... -ცრემლი გადმომიგორდა
წამიერი დუმილი ჩამოვარდა..... სიჩუმე მან დაარღვია ისევ......
ის: ჩათვალე დღეს გადარჩი (ისევ საზიზღრად გაიცინა) კარგ ხასიათზე ვარ
მომენტალურად ხელიდან მობილური გამომგლიჯა , რაღაც ნომერი აკრიფა და ზარი გაუშვა... მაშინვე ტვინში დამარტყა!! -ამის დედაც!!! ჩემი ნომერი აქვს!!
ის: ისე  მე ჯეკ მენსი ვარ.... მომავალ შეხვედრამდე ლამაზო.... ლოყაზე უხეშად მაკოცა და წყვდიადში გაუჩინარდა
სიარული  გავაგრძელე... მთელი გზა ხელი ლოყაზე მეკიდა და ზიზღით ვიშორებდი მის 'ნაკოცნს'
ანერვიულებული სახლში მივედი ეგრევე ოთახში შევვარდი და ტირილი დავიწყე.....
-ჩემი ბიჭიი ახლა აქ არ მომიწევდა ყოფნა ის ცოცხალი რომ ყოფილიყო......
რამდენიმე წუთში ავდექი და წყალი გადავივლე.....
მერე კი ცოტა დამშვიდებული დასაძინებლად დავწექი
დილით
დილით ადრე გავიღვიძე......ყავა გავიკეთე და დავლიე......
მერე ინტერნეტში ვათვალიერებდი სხვადასხვა პოსტებს.....  მობილურზე მესიჯი მომივიდა
-მინდა შეგხვდე ეხლავე! -ჯეკი
თავში ამომიტივტივდა გუშინ მომხდარი ფაქტი... ისევ პანიკამ მომიცვა
რა უნდა მექნა?? არ წავალ!! მან არ იცის ჩემი მისამართი ასე რომ არ არის საშიში...
ტეისთან გადავედი......


მე: ტეი უნდა დამეხმარო
ტეი: რა მოხდა? რაღაც ანერვიულებული ხარ
მე: ტეი ვიღაც ბიჭი ამეკიდა
ტეი; ოოჰ შეეჩვევი
მე: რას ქვია შევეჩვევი??
ტეი: ვინ არის?
მე: ვიღაც ჯეკ მენსი თუ არ ვცდები
ტეი: რააააააააააააააა?
მე: რა მოხდა?
ტეი: საერთოდ იცი ვინ არის?
მე: არა და არც მაინტერესებს!!
ტეი: ბიჭი რომელიც ყველა გოგოს მოსწონს... როცა რაღაც უნდა........მოკლედ  ყოველთვის აღწევს მიზანს, ბედი გქონია
მე:რაა შენ რა გადაირიე?? იცი რომ საყვარელი ადამიანი ახლახანს დავკარგე? -ცრემლი წამომივიდა
ტეი: ვწუხვარ.... მაგრამ არ მგონია თავი დაააღწიო
მე:კიდევ კარგი ჩემი მისამართი არ იცის
ტეი... გაიგებს დამიჯერე... არ გაუჭირდება



ბავშვებო დამიჯერეთ სიურპრიზები გელით :))
ოღონდ დააკომეთ
კატეგორია: book♥ | ნანახია: 856 | დაამატა: MaRsoN | ტეგები: Be My Life? | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 7

№ 7 - დაწერა: სოფი-))sopo nacvlishvili
თარიღი: 2013-05-10
male gaagrdzele raa

პასუხი:

№ 6 - დაწერა: ani :)
თარიღი: 2013-05-10
dzaan magari motxrobaa da gaagrdzelee :))

პასუხი:

№ 5 - დაწერა: MaRsoNmari iasagashvili
თარიღი: 2013-05-09
ქეთი ტეი გოგოა :დდ

ვფიქრობ წინა თავები არ წაგიკითხავს... ან შეიძლება საერთოდაც არ კითხულობ

პასუხი:

№ 4 - დაწერა: მარიამი♥MARI_ MARI
თარიღი: 2013-05-09
- აი როგორ ავღწერო არ ვიცი !! უძალიანმაგრესია !! ♥
- აღწერა ყვ ყველაფრის ხო მაგარია და შინაარსიც ძალიან მაგარია !! ♥
- საოცარი მოთხრობაა !! აი მართლა !!
- ვფიქრობ ეს ბიჭი შეუყვარდება ? :/ ;დ
- რავიცი , რავიცი .... აი მართლა ძალიან მაგარია !
- გრძნობები საოცრადაა აღწერილი !!
- ყოჩაღ და მოუთმენლად ველოდები თუ როდის დაიდება მომდევნო თავი !!
- ჩემი ფავორიტია , ეს მოთხრობა !! ♥

პასუხი:

№ 3 - დაწერა: სოფი-))sopo nacvlishvili
თარიღი: 2013-05-09
vaiime ra kaia siupriizii dzaan kaiaa gaagrdzelee jggjg jggjg

პასუხი:

№ 2 - დაწერა: ninucaucanini chubiniZe
თარიღი: 2013-05-09
ahmeee maleeeee jggjg jggjg jggjg jggjg
mgoni ragacas vxvdebi... fhfj fhfj
dzalian magariaaa jggjg jggjg jggjg

პასუხი:

№ 1 - დაწერა: nucanuciko:)nuca kobeshavidze
თარიღი: 2013-05-09
me me agfrtovanebuli var da memgoni tavshi damitriala mag siurprizma rogoric unda iyos.... magram sheidzleba shevcdi :DDZAAAAAN MAGARI TAVIA... uniwieresiaxar martlaaaa :D dzaaan miyvarxar da sheni motxrobac dzaan miyvars da imedia im biwis saxe gvanaxeb :D

პასუხი:
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ჩემი პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

ტოპ ავტორები

null
MaRsoN
null458
null1569
null4


null
მარიამი♥
null306
null1635
null19


null
Dzamuk))
null241
null134
null0


null
Tamta♥))
null125
null959
null0


null
ninucauca
null108
null1211
null14

კალენდარი
«  მაისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
აღვადგინოთ საიტი? :)

javascript:;
სულ პასუხია: 3
ახალი სიახლეები
            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1315

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: Dzamuk))
          ნანახია: 1488

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1179

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1243

          კომენტარები: 4
__________________________

            
          ავტორი: MaRsoN
          ნანახია: 1539

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1086

          კომენტარები: 1
__________________________

FaCeBooK

Love You All <33