ბებიის სული.. - 20 მაისში 2013 - გართობა ერთობაშია


 
მენიუ
ძებნა
მინი-ჩათი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]

ითამაშე ჩვენთან :)
მთავარი » 2013 » მაისი » 20 » ბებიის სული..
3:47 PM
ბებიის სული..


ეს ამბავი რომელსაც ახლა მოგიყვებით ჩემს მეგობარს შეემთხვა, სულ რაღაც ერთი კვირის წინ.
ჯაბა ბათუმის განაპირას ერთ–ერთ სოფელში ცხოვრობს. ის ძალიან კარგი ადამიანია ჩემი მეგობარია და ძალიან მიყვარს ახლა კი ამბავი.
ჯაბა: რამდენიმე კვირის წინ სიზმარი ვნახე, სიზმარში ჩემი გარდაცვლილი ბებია დამესიზმრა, ვითომ სასაფლაოზე იყო, მე მივედი. მან შემომხედა და მითხრა: "შვილო მანქანა გადააგდე". დილით რომ გავიღვიძე, ვერაფრით მივხვდი რისი თქმა სურდა ბებიაჩემს. ჩემი მანქანა ფორდ მონდეო საკმაოდ კარგ მდგომარეობაში იყო და ცხადია მის გადაგდებას სულაც არ ვაპირებდი. მეორე ღამესაც მესიზმრა ბებია, ისევ სასაფლაოზე და კვლავ იგივე მითხრა. ასე გაგრძელდა რამდენიმე დღე. ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ დასაძინებლად დაწოლა და თვალის დახუჭვა აღარ მინდოდა. გამთენიისას თუ ჩამეძინებოდა, მაგრამ როგორც კი თვალს მოვხუჭავდი ბებია მეცხადებოდა და მთხოვდა მანქანა გადამეგდო. ჩემებისთვის არ მითქვამს, არ მინდოდა შემეშინებინა ტყუილ–უბრალოდ.
ერთ დღეს ქალაქიდან რომ დავბრუნდი დედამ მითხრა, რომ ჩვენი ხბო დაიკარგა და მომაძებნინეო. უკვე დაბინდებული იყო. მე, დედა და ჩვენი მეზობელი ჩემს მანქანაში ჩავსხედით და იქით გავემართეთ, სადაც სავარაუდოდ შეიძლებოდა ჩვენი ხბო ყოფილიყო. მეზობელსაც საქონელი დაკარგვოდა და ისიც საძებრად გამოგვყვა.




მანდარინის ბაღებთან რომ მივედით მანქანა გორაზე ზემოთ გავაჩერე, ფარები ჩართული დავტოვე რომ გაენათებინა. ყველანი საძებრად წავედით. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ უკან ვბრუნდებოდით. მეზობელმა იპოვა თავისი საქონელი, ჩვენი ხბო კი არსად ჩანდა, მაგრამ უკვე ისე ბნელოდა ძებნას აზრი აღარ ჰქონდა. მანქანისკენ რომ მივდიოდით დავინახეთ, რომ მანქანა თავისით დაიძრა და ჩვენკენ აიღო გეზი. საკმაოდ დიდი სიჩქარე განავითარა. ჩვენ გაოგნებისგან ადგილზე გავქვავდით თითქოს, ფეხიც ვერ მოვიცვალეთ. ჩვენამდე სულ რაღაც 5 მეტრი იყო დარჩენილი, რომ მანქანამ თავისით გვერდზე გაუხვია და მანდარინის ხეს შეასკდა. მხოლოდ ამის შემდეგ გამოვფხიზლდი თითქოს და მანქანას მივვარდი. მისი ადგილიდან დაძვრა შეუძლებელი იყო ბუქსირის გარეშე. ძალზედ შეწუხებული და ჩაფიქრებული მივდიოდი, რომ უცებ ჩემი მეზობლის საქონელი გამოიქცა, ძლივს მოვასწარი გვერდზე გადახტომა, თითქოს რაღაცამ შეაშინაო. უკან გავიხედეთ არაფერი იყო, საერთოდ არაფერი... ეს ადგილი მეცნო.. სულ დამავიწყდა რომ აქ სასაფლაოები იყო. აქ იყო დაკრძალული ბებიაჩემიც და მხოლოდ ახლა წარმომიდგა თვალწინ ჩემი სიზმარი და ეს ადგილი. ბებიას საფლავი, სადაც მეუბნებოდა მანქანა გადააგდეო. მხოლოდ მას შემდეგ გამახსენდა, როცა ფარანი მივანათე. როგორ ვერ გავიხსენე ეს ადგილი როცა მოვედით. სიმართლე რომ გითხრა ძალიან შემეშინდა. ვერაფრით ამეხსნა რა მოხდა. რატომ დაიძრა მანქანა და ადგილიდან დაგორდა მხოლოდ 20 წუთის შემდეგ და არა მაშინვე, ან რამ შეაშინა საქონელი, ან ეს რატომ მოხდა მაინც და მიანც აქ, ამ სასაფლაოსთან.
სახლში რომ დავბრუნდი, მამამ მითხრა მანქანა დაქოქე ქალაქში მივდივართ, სასწრაფო საქმე მაქვს, რაც შეიძლება მალე უნდა ვიყო ადგილზეო. ცხადია ვეღარ წავიყვანდი მამას ქალაქში ჩემი დამტვრეული მანქანით. იმ დღის შემდეგ ბებიაჩემი აღარ მინახავს სიზმარში. ახლაც აუხსნელია ჩემთვის რა მოხდა იმ საღამოს, ახლაც მზარავს იმ წუთების გახსენება.




m_dzamuk
კატეგორია: book♥ | ნანახია: 871 | დაამატა: Tamta♥)) | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 6

№ 6 - დაწერა: nucanuciko:)nuca kobeshavidze
თარიღი: 2013-05-20
dzalian mitacebs eseti ambebi, dzalian saintereso iyo me dzalian momewona :)))

პასუხი:

№ 5 - დაწერა: MmariaMimari qavtaradze
თარიღი: 2013-05-20
-Me ar shemshinebai ra mchirs ara me ise ris meshinia:D:D<3:*

პასუხი:

№ 3 - დაწერა: MaRsoNmari iasagashvili
თარიღი: 2013-05-20
რავი ჩემზე არ უმოქმედია ამ ამბავს :დდ მე ხო 'ყოვლის შემძლე ' ვარ :დდ (ცოტაღა მიკლია) uyopipo- uyopipo- ბავშვებო მე არ შემშინებია და რამე მჭირს? uyopipo- uyopipo-

პასუხი:

№ 4 - დაწერა: Tamta♥))Tamta Abramishvili
თარიღი: 2013-05-20
magari xar :DD

პასუხი:

№ 2 - დაწერა: მარიამი♥MARI_ MARI
თარიღი: 2013-05-20
- ეს რა იყო ? O_o
- ძაან შემზარავი ამბავია ....
- ბოლოში შემეშინდა კიდევაც ... xX

პასუხი:

№ 1 - დაწერა: ninucaucanini chubiniZe
თარიღი: 2013-05-20
auuu neta ra moxda?? 7i98o 7i98o
kaia mara shemeshinda piop-

პასუხი:
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ჩემი პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

ტოპ ავტორები

null
MaRsoN
null458
null1569
null4


null
მარიამი♥
null306
null1635
null19


null
Dzamuk))
null241
null134
null0


null
Tamta♥))
null125
null959
null0


null
ninucauca
null108
null1211
null14

კალენდარი
«  მაისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
აღვადგინოთ საიტი? :)

javascript:;
სულ პასუხია: 3
ახალი სიახლეები
            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1315

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: Dzamuk))
          ნანახია: 1488

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1179

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1243

          კომენტარები: 4
__________________________

            
          ავტორი: MaRsoN
          ნანახია: 1539

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1086

          კომენტარები: 1
__________________________

FaCeBooK

Love You All <33