Big Time Rush - 16 სექტემბერში 2013 - გართობა ერთობაშია


 
მენიუ
ძებნა
მინი-ჩათი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]

ითამაშე ჩვენთან :)
მთავარი » 2013 » სექტემბერი » 16 » Big Time Rush
6:58 PM
Big Time Rush
 
 წინ წარმატებისკენ (ინგლ. Big Time Rush) — ამერიკული სატელევიზიო შოუ, რომელიც პირველად Nickelodeon-ის ეთერში 2009 წლის 28 ნოემბერს გავიდა. სერიალმა პირველივე სერიის შემდეგ დიდი პოპულარობა მოიპოვა.
   
 მოკლე აღწერა:
 სერიალი მოგვითხრობს ოთხ 16 წლის განუყრელ მეგობარზე, რომლებსაც წინ უამრავი თავგადასავალი ელით. ცნობილი პროდიუსერი გუსტავო როკი, პატარა შტატ მინი-სოტაში ჩადის, რათა იპოვოს ახალი ვარსკვლავი, რომელიც როგორც თავად ამბობს "მის ცეცხლს დაანთებს" და პოპულარობის მწვერვალზე დააბრუნებს. გუსტავო ძალიან აგრესიული ადამიანია, მას სულ არ აინტერესებს ხალხის გრძნობები და ყველას პირში ეუბნება რომ მას ტალანტი არ გააჩნია, ერთ-ერთ კონკურსანტს ის "ბაზუკასაც" კი დაუმიზნებს. როდესაც განუყრელი მეგობრები ქასტინგის შესახებ გაიგებენ, კენდელი, ჯეიმზი, კარლოსი და ლოგანი მაშინვე ქატინგზე გაიქცევიან, რათა ჯეიმზი პოპულარული გახადონ, თუმცა გუსტავოს კენდელი მოეწონება და მას ეუბნება რომ მას ლოს-ანჯელესში წაიყვანს და მისგან ვარსკვლავს შექმნის. კენდელი მას პირობას უყენებს თუ ჩემი წაყვანა გინდათ მაშინ ჩემი მეგობრებიც წამოიყვანეთ და ჩვენ მომღერალი ჯგუფი გავხდებითო. გუსტავო თავიდან სასტიკ უარზეა თუმცა იმ წამსვე "მოლბება" როცა მიხვდება რომ სხვა გზა არა აქვს... კენდელს, ლოგანს, ჯეიმზს, კარლოსს, კელის, გუსტავოს და კეტის წინ უამრავი სახალისო თავ გადასავალი ელით..
   
 პერსონაჟები
კენდელ ნაითი (კენდელ შმიდტი) ნიჭიერი მუსიკოსი და მოცეკვავე. ხშირად ის არჩენს ჯგუფს დაღუპვისგან. კენდელი ყველა პრობლემის და ჩხუბის მოგვარებას დემოკრატიული გზით ცდილობს. ის ერთგული მეგობარია, რომელიც მეგობრებს ყველაფერში ამოუდგება გვერდში და მის გამო ჯოჯოხეთშიც წავა. ის ცხოვრებას ფილოსოფიურად უყურებს და ამიტომ მას არ ეშინია სირთულეების. კენდელი არ ოცნებობს გახდეს პოპ-ვარსკვლავი, მაგრამ ამ გზას მისი მეგობრის - ჯეიმზის ფამო დაადგება... მას უყვარს ჯო ტეილორი.
 
 
 ჯეიმზ დაიმონდი (ჯეიმზ მასლოუ)საკუთარ თავზე შეყვარებული და თვითდაჯერებული ახალგაზრდა, რომლის ოცნებაა გახდეს პოპულარული. კამათის მოგვარებას მხოლოდ ერთი გზით ცდილობს - ყველას არწმუნებს, ისე მოიქცნენ, როგორც მას სურს...ჯგუფის 4 მონაწილისგან ჯეიმზს ყველაზე ამბიციური გეგმები და ოცნებები აქვს. მას სჯერა, რომ წარმატებას მიაღწევს, მაგრამ ასრულდება თუ არა მისი ცხოვრების ოცნება? 
  
 ლოგან მიჩელი (ლოგან ჰენდერსონი) ”ბიგ თაიმ რაშის” ყველაზე ჭკვიანი მონაწილე. ყველა კამათის მოგვარებას ლოგანი ლოგიკით და არგუმენტაციით ცდილობს. ამასთან ერთად ის არც მომაბეზრებელი გენიოსია და არც ”ბოტანიკოსი”. უბრალოდ სასაცილო, მხიარული ბიჭია, რომელსაც შეუძლია ცხოვრება სერიოზულად აღიქვას. ყოველ შემთხვევაში ჯგუფის დანარჩენ მონაწილეებზე სერიოზულად. მოსწონს, კამილა და როგორც ჩანს ეს გრძნობა ცალმხრივი არ არის.
  
 კარლოს გარსია (კარლოს პენა) კეთილი და გახსნილი ბიჭი. მოსწონს როცა სულელობს და გიჟობს. ის ცხოვრებას ისე უყურებს, როგორც დიდ სათამაშო მოედანს. კამათის მოგვარებას მუშტებით ცდილობს, მაგრამ რამდენიმე წუთში ავიწყდება, რატომ იწყებდა ჩხუბს. მეგობრების წრეში ის კლოუნის, მომხიბვლელი სულელის როლს ასრულებს. გიჟდება, როდესაც ჩაფხუტი უკეთია და დარწმუნებულია, რომ ეს ჩაფხუტი მას ნებისმიერი დარტყმისგან დაიცავს.
 
 კეტი ნაითი (კიარა ბრავო) კენდელის უმცროსი და. ამჯობინებს სიმართლე ადამიანს პირში უთხრას და ადამიანების გაკრიტიკებას არ ერიდება. უყვარს მბრძანებლობა და ასაკთან შედარებით ძალიან ჭკვიანია. კეტი ხშირად ეხმარება ბიჭებს სიძნელეების დაძლევაში.
 
 
 გუსტავო როკი (სტივენ კრამერ გლიკმენი) ”ბიგ თაიმ რაშის” პროდიუსერი. ძალიან ეგოისტი კაცი. მან ერთხელ თქვა: ”პოპ-ვარსკვლავს ძაღლისგანაც შევქმნი!” და ამის გამო ბიჭებს ხშირად უწოდებს ”ლეკვებს” ან ”ძაღლებს”. ის ბიჭების ზურგს უკან აღიარებს, რომ ისინი მართლაც მოსწონს, მაგრამ მათ ძაღლებს იმიტომ უწოდებს, რომ მათ უნდა იცოდნენ ვინ არის მათი ”მწვრთნელი”. კენდელი, ჯეიმზი კარლოსი და ლოგანი მას ხშირად უშლიან ნერვებს და მის ჭკუაზე არ დადიან, რაც გუსტავოს საშინლად ამწარებს, მაგრამ ამავდროულად ეს მოსწონს, რადგან ბიჭები სხვებს არ ჰგვანან. ის ცდილობს ”ბიგ თაიმ რაშის” საშუალებით წარმატების მწვერვალზე ავიდეს. 
  
კატეგორია: ვარსკვლავები | ნანახია: 1806 | დაამატა: Tamta♥)) | ტეგები: Big Time Rush, წინ წარმატებისკენ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2

№ 2 - დაწერა: natianathalia tediashvili
თარიღი: 2013-09-16
kargi siaxle sheileba vuyuro

პასუხი:

№ 1 - დაწერა: MaRsoNmari iasagashvili
თარიღი: 2013-09-16
საკმაოდ საინტერესო ნიუსი იყო... არ მინახია ეს სერიალი და ამ სიახლის შემდეგ ყურების სურვილი გამიჩნდა :))
ნამდვილად გიშრომია მომწონს ♥

პასუხი:
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ჩემი პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

ტოპ ავტორები

null
MaRsoN
null458
null1569
null4


null
მარიამი♥
null306
null1635
null19


null
Dzamuk))
null241
null134
null0


null
Tamta♥))
null125
null959
null0


null
ninucauca
null108
null1211
null14

კალენდარი
«  სექტემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩვენი გამოკითხვა
გინდათ რომ საიტზე რამე შეიცვალოს?

javascript:;
სულ პასუხია: 19
ახალი სიახლეები
            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1315

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: Dzamuk))
          ნანახია: 1488

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1179

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1243

          კომენტარები: 4
__________________________

            
          ავტორი: MaRsoN
          ნანახია: 1539

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1086

          კომენტარები: 1
__________________________

FaCeBooK

Love You All <33