Book - My Friend - 21 ოქტომბერში 2013 - გართობა ერთობაშია


 
მენიუ
ძებნა
მინი-ჩათი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]

ითამაშე ჩვენთან :)
მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 21 » Book - My Friend
10:21 PM
Book - My Friend
ამ ბოლოდროს რაღაც ძალიან ვპასიურობ.. არა მარტო საიტზე არამედ ცხოვრებაშიც.. აღარც წიგნებს ვკითხულობ, აღარც ვსწავლობ, აღარც სიმღერებს ვუსმენ, აღარც ვჭამ, აღარც ვიძინებ..
გადავწყვიტე რამე ჩემი ჟანრისგან განსხვავებული წამეკითხა და ეს წიგნი ავარჩიე.. 
იმედი მაქვს მომეწონება !
სხვათაშორის პირველი წიგნია რომელიც არ მაქვს წაკითხული და ვდებ სიახლეს..[ჰო პირველი და უკანასკნელი ალბათ]



* * * * * * *

ერთი ესპანელი მისიონერი რომელიღაც კუნძულზე სამ ქურუმს შეხვდა.

-ლოცვა იცით? – ჰკითხა მათ.

-მხოლოდ ერთი – უპასუხა ამ სამთაგან ერთ-ერთმა – ჩვენ ყოველდღე ასე ვლოცულობთ:- ,,უფალო, შენ სამება ხარ, ჩვენც სამნი ვართ, დაგვიფარე ჩვენ”.

-კარგია, – უპასუხა მისიონერმა,-მაგრამ არა მგონია უფლის სმენას ეგ თქვენი ლოცვა მისწვდეს, მოდით, უკეთესს გასწავლით.

ასწავლა კათოლიკური ლოცვები და წავიდა. რამდენიმე თვის შემდეგ მისიონერს კვლავ მოუხდა იმ კუნძულთან ჩავლა, მან შორიდან დაინახა ის სამი ქურუმი კუნძულზე და ხელი დაუქნია , ქურუმებმაც შენიშნეს მისიონერი, იმავე წამს წყალზე გამოიარეს და გემს მიუახლოვდნენ.

-პადრე, პადრე, – იყვირა ერთ-ერთმა, -თქვენი ნასწავლი ლოცვები ვერ დავიმახსოვრეთ და იქნებ კიდევ ერთხელ გვასწავლოთ.

-არა უშავს – უპასუხა სასწაულის მომსწრე მისიონერმა და გულში პატიება სთხოვა უფალს, უმთავრესს რომ ვერ ჩასწვდა, ღმერთი ყველა ენაზე საუბრობს!



* * * * * * *

იყვნენ ამ ქვეყნად გოგო და ბიჭი, რომელთაც ერთმანეთი უყვარდათ. მათ დაქორწინება გადაწყვიტეს, ნეფემ და პატარძალმა კი, წესისამებრ, ერთმანეთს საჩუქრები უნდა მიართვან.

ბიჭი ღარიბი იყო, ერთადერთი რაც გააჩნდა ოქროს საათი იყო, რომელიც პაპისაგან დარჩენოდა. ბიჭმა გადაწყვიტა საათი გაეყიდა და გოგოსთვის სავარცხელი ეყიდა. ასე მოიქცა კიდეც.

საჩუქრის საყიდლად არც გოგოს ჰქონდა ფული, ამიტომ იმ ქალაქის ყველაზე მდიდარ ვაჭართან მივიდა და თავისი ულამაზესი თმა მიჰყიდა, იმ ფილით კი ბიჭს ოქროს საათის ძეწკვი უყიდა. დადგა ქორწილის დღე და როცა დედოფალმა სიძეს საათის ძეწკვი, სიძემ კი დედოფალს სავარცხელი მიართვა, მიხვდნენ რომ ორივეს გაეფანტათ თავიანთი სიმდიდრე…



* * * * * * *

ერთი კაცი ძველ მეგობარს შეხვდა, რომელიც ყველანაირად ცდილობდა ცხოვრებისთვის ფეხი აეწყო, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა, ,,ცოტა ფული რომ მივცე?”-გაიფიქრა კაცმა და ისე მოხდა რომ იმავე საღამოს ახალი ამბავი შეიტყო-მისი მეგობარი გამდიდირებულიყო და წლობით დაგროვილი ვალები გაესტუმრებინა.

ისინი ერთად შევიდნენ ბარში, სადაც ადრე უყვარდათ ყოფნა და მისმა მეგობარმა ბარში მყოფნი სასმელზე დაპატიჟა. ყველა გაოცებული უყურებდა და ეკითხებოდა, როგორ მიაღწია ასეთ წარმატებას, მან კი უპასუხა რომ აქამდე ისე ცხოვრობდა, როგორც ,,სხვა”.

-როგორ თუ ,,სხვა?”-ჰკითხეს მას.

-,,სხვა”-ეს ის ადამიანია ჩვენში, როგორსაც გვზრდიდნენ, როგორიც უნდოდათ ვყოფილიყავით და არა ის, როგორიც ვართ სინამდვილეში. ის ,,სხვა” ჩემში, დარწმუნებული იყო რომ ადამიანს ფული შავი დღისთვის უნდა შეეგროვებინა, ამიტომ მთელი სიცოცოხლე იკლებდა ყველაფერს, რათა ბოლოს, სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში მიმხვდარიყო, რომ ყველაფერი ხელიდან გაუსხლტა და ბედნიერებისთვის ფული საკმარისი არ იყო.

-აბა, შენ ვინ ხარ?-ჰკითხეს მეგობრებმა

-მე ისეთი ვარ როგორიც ყველა ადამიანი, ვინც საკუთარ გულისხმას უსმენს, ამქვეყნიური სასწაულებით და ცხოვრების მისტერიით მოხიბლული ადამიანი, რომელიც ყველაფერს სიყვარულით და შთაგონებით აკეთებს. დღემდე იმედგაცრუების შიშით შეპყრობილი ,,სხვა” ამგვარი ცხოვრების უფლებას არ მაძლევდა.

-მაგრამ ტანჯვაც ხომ არსებობს?-ჰკითხეს ბარის სტუმრებმა

-ცხადია, არსებობს დამარცხებებიც და ამ ქვეყნად ამისგან არავინ არის დაზღვეული. უფრო მეტიც-დამარცხებას თავს ვერავინ დააღწევს, ამიტომ ჯობია ოცნებების მისაღწევად იბრძოლო და დამარცხდე, ბიდრე უბრძოლველად გეწვიოს დამარცხება და ვერც კი გაიგო რა იყო ამის მიზეზი.

-სულ ეს არის?-ჰკითხეს მსმენელებმა

-სულ ეს არის. ჭეშმარიტებას რომ ჩავწვდი, გადავწყვიტე ისეთი ვყოპილიყავი, როგორიც მთელი ამ ხნის მანძილზე მინდოდა. ,,სხვა” იქ დარჩა, ჩემს სახლში, დიდხანს მიყურებდა, ჩემს შეშინებას ცდილობდა, მეუბნებოდა სახიფათო გზას დაადექი, მომავალზე აღარ ფიქრობ და შავი დღისთვის აღარ ვინახავდი ფულს, მაგრამ ახლოს აღარ გავიკარე და იმ წუთიდან, როგორც კი ,,სხვა” განვდევნე, ღვთიურმა ენერგიამ სასწაული მოახდინა.

* * * * * * *

უმთავრესი ის არის რომ, თუ ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯს სიყვარულისკენ, სიყვარულიც ჩვენკენ დაიწყებს სვლას. სიყვარულს ცაში აჭრაც შეუძლია, ქვესკნელში შთანთქმაც, მაგრამ ვერაფრით დაგტოვებს იქ, სადაც ხარ, რადგან ის ვერ იტანს თანმიმდევრობას….

* * * * * * *

უბედურია ადამიანი, რომელსაც საწაულების არ სჯერა, მაგრამ კიდევ უფრო უბედურია ის, ვინც დაიჯერებს სასწაულის შესაძლებლობას, მაგრამ სასწაულის მოხდენის საშუალება აღარ აქვს, სასწაულებრივ წამებს უკან ვეღარ დააბრუნებ…



* * * * * * *

ღმერთი ერთია, თუმცა სახელი კი მრავალი აქვს: ბუდა, ალაჰი, იესო… და სწორედ შენ, მხოლოდ შენ გრჩება არჩევანი, რომელი სახელით მიმართავ მას… გახსოვდეს, ის შენ ყოველთვის გაგაგონებს….

* * * * * * *

ჩვენ იმიტომ ვიტანჯებით რომ გვგონია თითქოს უფრო მეტს გავცემთ, ვიდრე ვიღებთ, ვიტანჯებით რადგან ჩვენი სიყვარული არ სცნეს და არ შეიცნეს; რადგან ვერ შევძელით საკუთარი კანონებით გვემართა ურთიერთობა…




ბარგი ჩაალაგე! ოცნებები თავისით არ სრულდებიან !
კატეგორია: ჩემი შემოქმედება | ნანახია: 811 | დაამატა: Dzamuk)) | ტეგები: Book - My Friend | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 3

№ 3 - დაწერა: Iva_NNatia Natia
თარიღი: 2013-11-02
dzalian dzalian magari iyo yochag <3

პასუხი:

№ 2 - დაწერა: natianathalia tediashvili
თარიღი: 2013-10-22
waikitxe da mitxari wavikitxo tu ara biggrin :D

პასუხი:

№ 1 - დაწერა: MaRsoNmari iasagashvili
თარიღი: 2013-10-21
მეოე ამბავი ვიცოდი... ანუ ამ წიგნში გაერთიანებულია იგავების მსგავსი ამბები?
ისე კი ძალიან საინტერესო ჩანს heart
მარი დაგვაკლდა შენი ეს არაჩვეულებრივი სიახლე surprised გააგრძელე აუცილებლად
ისე კი მე პირიქით უფრო გავაქტიურდი, აღარ ვარ ისეთი ჩაკეტილი მეოცნებე..

სიახლე გასაოცარია! heart heart არ დაგვივიწყო ამ სიახლით ბევრს გვმატებ (პირადად მე მმატებ) heart

პასუხი:
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ჩემი პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

ტოპ ავტორები

null
MaRsoN
null458
null1569
null4


null
მარიამი♥
null306
null1635
null19


null
Dzamuk))
null241
null134
null0


null
Tamta♥))
null125
null959
null0


null
ninucauca
null108
null1211
null14

კალენდარი
«  ოქტომბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩვენი გამოკითხვა
აღვადგინოთ საიტი? :)

javascript:;
სულ პასუხია: 3
ახალი სიახლეები
            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1317

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: Dzamuk))
          ნანახია: 1490

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1181

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1245

          კომენტარები: 4
__________________________

            
          ავტორი: MaRsoN
          ნანახია: 1541

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1088

          კომენტარები: 1
__________________________

FaCeBooK

Love You All <33