CooKery 2 - 7 მაისში 2013 - გართობა ერთობაშია


 
მენიუ
ძებნა
მინი-ჩათი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]

ითამაშე ჩვენთან :)
მთავარი » 2013 » მაისი » 7 » CooKery 2
4:34 PM
CooKery 2
ბავშვებოოოო როგორ ხართ ?? )) მე მომენატრეთ ყველააა :* შოუ მოსაბეზრებელი რომ არ გამხდარიყო გადავწყვიტე რაღაც-რუღაცეები შემეცვალა... რადგან თქვენ უფრო მეტად გიზიდავთ სასმელი და დესერტი,მხოლოდ მათ რაცეპრებს დავდებ )) ამას დაემატება მუსიკა, და ფაქტები სხვადასხვა პროდუქტზე ))

დღეს შემოგთავაზებთ 2 დესერტს და 1 სასმელს,ასევე ფაქტებს და მოკლე ინფორმაციას ნაყინზე :))





ჩართეთ აუცილებლად ))

მოდით დავიწყოთ სასელით,რათქმაუნდა უალკოჰოლო :)თორე მერე თქვენს "პახმელიას" რა გაუძლებს? :დ

1) ხილის კოქტეილი

შემადგენლობა

ბანანი - 1 ცალი
მსხალი - 1 ცალი
ვაშლის წვენი - 200 მლ
კივი - 2 ცალი
შაქრის პუდრა - 20 გრ
შოკოლადი - 10 გრ
მომზადება

რაც უფრო ცხელა გარეთ მით უფრო მსუბუქი და გამაგრილებელი კერძები გვინდება. ამ რეცეპტს შეიძლება დავარქვათ კოქტეილიც და დესერტიც.
ჩვენ დაგვჭირდება 1 მწიფე ბანანი, კივი, და მწიფე მსხალი.



ხილი გავფცქვნათ და მსხვილად დავჭრათ.



ხილი ჩავყაროთ ბლენდერში და ავთქვიფოთ. გამოვა ხილის პიურე.



ხილის პიურეში ჩავყაროთ შაქრის პუდრა და ჩავასხათ ვაშლის წვენი გასათხელებლად. თუ არ დავამატებთ წვენს გამოვა გემრიელი ხილის პიურე.



ჩავასხათ ჭიქებში და ზემოდან დავაყაროთ გახეხილი შოკოლადი ან დარიჩინი.



გემრიელად მიირთვით!

გადავედით რათქმაუნდა დესერტზეეე :)

2) "ბაუნტი" - მისი მომზადება სასტიკად ადვილია :დ



შემადგენლობა

კოკოსი გახეხილი - 350 გრ
შედედებული რძე - 1 ქილა
შოკოლადი - 200 გრ
მომზადება

კოკოსი შევურიოთ შედედებულ რძეს. ამ მასისგან გავაკეთოთ გრძელი ფორმები.
დავადნოთ შოკოლადი წყლის აბაზანაზე და თითო ფორმა ამოვავლოთ შოკოლადში.
დავაწყოთ პერგამენტით დაფენილ ლანგარზე და გავაჩეროთ 1 საათი

ეს ემ გავაკეთე და მართლა უგემრიელესია ;)

3) "რაფაელო"



შემადგენლობა

ქოქოსის ფხვნილი - 300 გრ
მოხალული ნუში - 50 გრ (ან ნებისმიერი თხილი)
შედედებული რძე - 1 ქილა
მომზადება

მინდა შემოგთავაზოთ ჩვენი ერთ-ერთი ავტორის ნათია ნებუნიშვილის რეცეპტი.
რაფაელოს კანფეტების, რაც რეალურად მაროკოული ტრუფელის სახელით არის ცნობილი - მზადდება შემდეგნაირად:
300 გრ. ქოქოსის ფხვნილში ავურიოთ 1 ქილა შედედებული რძე. ამოვიყვანოთ პაწია ბურთები, ამ ბურთებში მოვათავსოთ თითო ნუში.. მივცეთ ისევ ბურთების ფორმა და მშრალ, ქოქოსის ხვნილის ფანტელებში გავაგოროთ.. ქოქოსის გრძელი ფანტელები აუცილებელია ბურთების ამოსავლებად, უფრო ლამაზს ხდის და ერთი შეხედვით ვერ გაარჩევთ რაფაელოსაგან.. მომზადებული ბურთები 4 საათით გავაჩეროთ მაცივარში.. თუ საჩუქრად გნებავთ ბურთები მოათავსეთ სპეციალურ ქაღალდში (რომელიც მაღაზიაში იყიდება,პაწია კექსის ზომისები).. გემოთი ჩვეულებრივ რაფაელოსაც კი სჯობს!!!..
ამ ინგრედიენტებით რაც ჩამოვწერე მზადდება 20-25 რაფაელო.. 30 მაქსიმუმ.. :)) ნუშის ზომაზეა დამოკიდებული..

წყარო: gurman.ge



გადავიდეთ ნაყინზე :)) მოკლე ინფორმაციით დავიწყებ ))

ნაყინი პირველად საფრანგეთში გამოიგონეს, დაახლოებით 17-ე საუკუნეში, თუმცა არსებობს ასეთი ლეგენდა, რომ პირველი საუკუნის რომის იმპერატორმა მთაზე ყოფნის დროს გადაწყვიტა რომ თოვლისთვის არომატიზებული ხილის წვენი უნდა შეერია, თვლიან რომ ნაყინიც პირველად სწორედ მაგ დროს დაარსდა, თუმცა არსებობს იმისი ვარაუდიც რომ ნაყინი საზოგადოებას პირველად მარკო პოლომ გააცნო 13-ე საუკუნეში.

კონუსური ფორმის ვაფლი, რომელიც დამახასიათებელია ნაყინისთვის პირველად სირიაში გამოიყენეს და შექმნეს, თუმცა ამის შემდეგ ეს იდეა გადაიღეს ნიუ იორკში, იტალიაში და სხვა ცნობილ ქალაქებში, სინამდვილეში კი მისი ფუძემდებელი სირია გახლავთ.

ჩაატარეს გამოკითხვა თუ რა სახის ნაყინს მიირთმევდნენ ყველაზე ხშირად, აღმოჩნდა რომ 33 პროცენტი ვანილის ნაყინს მიირთმევს, 19 პროცენტი კი შოკოლადის, დანარჩენი პროცენტები კი სხვადასხვა ხილის ნაყინზე გადანაწილდა.

წყარო:literatura.mcvane.ge



ფაქტები:

✔ ყველაზე დიდი ნაყინი მსოფლიოს ისტორიაში დამზადდა 1988 წელს კანადაში, გაგიკვირდებათ და მისი წონა 24 ტონა იყო.

✔ ნაყინი გამაგრილებელია დესერტია, რომელიც ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, მინერალურ მარილებსა და ვიტამინებს შეიცავს. ნაყინის დასამზადებლად ძირითადად რძის პროდუქტებს იყენებენ (რძე, ნაღები, კარაქი , მურაბა, შოკოლადი, ნიგოზი, ნუში, კვერცხი, სტაბილიზატორები აგარი, ჟელატინი და სხვა, შაქარი, ხილი (ან კენკრა), არომატული ნივთიერებები და სხვა. ) ნედლეულისაგან განსაზღვრული რეზეპტით დამზადებულ ნარევს პასტერიზაციისა და ჰომოგენიზაციის შემდეგ ყინავენ და თქვეფენ.

✔ ისტორიკოსები თვლიან, რომ ნაყინი 5000 წელზე მეტია რაც არსებობს. იგი გამოიგონეს ისეთ ადგილას, სადაც განსაკუთრებულად მაღალი ტემპერატურის რაიონებს ესაზღვრება დაბალი ტემპერატურის მქონე რაიონები. 3000 წლის წინ, ჩინეთში სუფრას ამშვენებდა დესერტები, რომლებიც დღევანდელ ნაყინს მოგვაგონებს.

✔ ნაყინის მომზადების რეცეპტი და შენახვის პირობები ახ. წ. XVI საუკუნეში „ში–კინგის" წიგნში გაამხილეს. წიგნში ეწერა, რომ ნაყინის დასამზადებლად საჭიროა ყინულსა და თოვლს ერთმანეთი შევურიოთ და ნარევი ბროწეულის, ფოროთოხლისა და ლიმნის ნაჭრებით მოვრთოთ.



✔ჰიპოკრატე თვლიდა, რომ ნაყინს ადამიანის განკურნება შეეძლო

✔ ალექსანდრე მაკედონელს ინდოელები და სპარსელები ნაყინით შეხვდენენ. სწორედ ამ პერიოდში დაიწყეს კენკრის გაყინვა თოვლში. მონებს მთებში აგზავნიიდნენ, რათა თოვლი მოეძებნათ, შემდეგ კი თოვლს ყინავდნენ და ყინულის სარდაფებს აშენებდნენ. არსებობს 1040 წლის ხელნაწერი, სადაც სპარსი მოგზაური, ნასრი-ხოზრაუმი, იტყობინება, რომ კაიროს სულთანის სუფრაზე თოვლი სირიის მთიანი რეგიონებიდან მოჰქონდათ ცივი სასმელებისა და ნაყინის დასამზადებლად.

✔ არსებობს ვერსია, რომ სამხრეთ ევროპაში ნაყინი პირველად მარკო პოლომ შეიტანა XIV საუკუნეში. მან ნაყინი თავის სამოგზაურო ჩანაწერებში აღწერა. პირველად ნაყინის დამზადება ევროპელი მზარეულებიდან იტალიელმა მზარეულებმა დაიწყეს. მათ გაყინული რგოლების ფორმა ჰქონდათ. ამ ნაყინის რეცეპტი, თანამედროვე რეცეპტთან მიახლოვებულია. პირველად დამზადებული იქნა სიცილიაზე.



✔თანამედროვე დანადგარების გამოგონებამდე, ნაყინს მხოლოდ მაღალი ფენის წარმომადგენლები მიირთმევდნენ, განსაკუთრებულ წვეულებებზე. ნაყინის დამზადება იმ დროს ძალიან რთული იყო.

✔ პირველი თანამედროვე ნაყინი, რომელიც ჩვენთვისაა ცნობილი, რძის, შაქრის, შოკოლადის, ვანილის და სხვა პროდუქტების დანამატებით დამზადდა საფრანგეთის კაფე „Tortoni"-ში.

✔ საშუალოდ, ფერმაში გაზრდილი ძროხა მთელი ცხოვრების მანძილზე იმდენ რძეს იწველება, რომ მისგან 9,000 გალონი ნაყინის დამზადებაა შესაძლებელი.

✔ ნაყინი საფრანგეთში მთელი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი 1660 წელს გახდა.

✔ ჰავაიზე არის ხე-მცენარე სახელწოდებით "ნაყინის დიეტა", რომელისაც ვანილის ნაყინის გემო აქვს



✔ დამტკიცებულია, რომ ნაყინს ადამიანები ყველაზე ხშირად კვირა დრეს მიირთმევენ

✔ ნაყინს ყველაზე დიდი რაოდენობით 2-12 წლის ბავშვები და 45 წელს გადაცილებული უფროსები მიირთმევენ.

✔ ნაყინის ჭამა რომ დაასრულოთ 50-ჯერ უნდა ალოკოთ იგი

✔ ნაყინის მჭამელების 5% თავიანთ სასუსნავს ხშირად უნაწილებენ ცხოველებს.



✔ სხვა შტატებთან შედარებით ნაყინს ყველაზე დიდი რაოდენობით კალიფორნიაში აწარმოებენ.

✔ მარკო პოლო იყო ადამიანი, რომელმაც ეს ნუგბარი იტალიაში პირველმა შეიტანა. მან ჩინეთში მოგზაურობისას (356-323) სრულად შემთხვევით დააგემოვნა ნაყინი და გადაწყვიტა რეცეპტი სამშობლოში დაბრუნებისას თან წაეღო.

✔ ნაყინი განსაკუთრებით ამერიკელებს უყვართ.

✔ 1984 წელს, ამერიკის პრეზიდენტმა როლანდ რეიგანმა ივლისის თვე ნაყინის ოფიციალურ თვედ თვედ გამოაცხადა, ხოლო თვის მესამე კვირა ნაყინის საერთაშორისო დღედ.

წყარო: angel.ge



იმედია მოგეწონებათ :)
აბა გამახარეთ კომენტარებით :)
მართლა ძალიან ბევრი ვიწვალე :)


m_dzamuk
კატეგორია: სახალისო/საინტერესო | ნანახია: 1005 | დაამატა: ninucauca | ტეგები: cookery | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 7

№ 7 - დაწერა: სოფი-))sopo nacvlishvili
თარიღი: 2013-05-08
jggjg jggjg jggjg jggjg jggjg

პასუხი:

№ 6 - დაწერა: სოფი-))sopo nacvlishvili
თარიღი: 2013-05-08
dzalian kargiia ukve ketebac daviiwyee gaagrdzelee malee

პასუხი:

№ 5 - დაწერა: Tamta♥))Tamta Abramishvili
თარიღი: 2013-05-08
vaime ninuuc ra magariaa <33
yochag magari chanafiqria <33 jggjg jggjg jggjg
mere kide magari siaxleebia <33 yoochag :**

aucileblad gavaketeb baunts mainc :DD
dges nutelas vaketeb jggjg jggjg jggjg

gaagrdzele aucileblad da malee:**

პასუხი:

№ 4 - დაწერა: nucanuciko:)nuca kobeshavidze
თარიღი: 2013-05-08
mmmmmmmm................. ra gemrielebi iyoo... faqtebi momewona :) niwieri xar da wina jobda... cemi telii :):*<3

პასუხი:

№ 3 - დაწერა: MaRsoNmari iasagashvili
თარიღი: 2013-05-07
აუუუფ რაფაელოოო <33 558246apx4o99pxy 558246apx4o99pxy ბაუნტიიიიი

სააუკუნეები დამჭირდება მე ამ ორი 'სამოთხის' გასაკეთებლად :დდ

ძაან მაგარია

პასუხი:

№ 2 - დაწერა: მარიამი♥MARI_ MARI
თარიღი: 2013-05-07
მმმ !! ჩემი ფავორიტი სიახლეები !! ♥
მმმ !! გაააგრძელე გთხოვ !!
აუცილებლად გავაკეთებ !! ♥ მმმ !!
ცუდად ვარ !! ისე მინდაა !! ♥ xX

პასუხი:

№ 1 - დაწერა: სოფი-))sopo nacvlishvili
თარიღი: 2013-05-07
mmm.. dzalian gemriellia momewona yvelaferii waveedi daviiwye ketebaa jggjg jggjg

პასუხი:
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ჩემი პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

ტოპ ავტორები

null
MaRsoN
null458
null1569
null4


null
მარიამი♥
null306
null1635
null19


null
Dzamuk))
null241
null134
null0


null
Tamta♥))
null125
null959
null0


null
ninucauca
null108
null1211
null14

კალენდარი
«  მაისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
საიდან გაიგე smileworld-ის შესახებ?

javascript:;
სულ პასუხია: 36
ახალი სიახლეები
            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1315

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: Dzamuk))
          ნანახია: 1488

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1179

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1243

          კომენტარები: 4
__________________________

            
          ავტორი: MaRsoN
          ნანახია: 1539

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1086

          კომენტარები: 1
__________________________

FaCeBooK

Love You All <33