CooKery 3 )) - 8 მაისში 2013 - გართობა ერთობაშია


 
მენიუ
ძებნა
მინი-ჩათი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]

ითამაშე ჩვენთან :)
მთავარი » 2013 » მაისი » 8 » CooKery 3 ))
4:36 PM
CooKery 3 ))
გამარჯობათ :)) როგორ ხართ?? აი ვერ წარმოიდგენთ როგორ მიხარია როცა სიახლეს კომენტარებს უგროვებთ ♥ დიდი მადლობა ყველას ))
წინა ნაწილში NINI-მ მთხოვა მესწავლებინა ნაყინის მომზადება )) ამიტომაც დღეს გასწავლით ნაყინის, და ერთ სასმელს :))
და კიდევ ფაქტებს ყავაზე )))

ჩავრთოთ მუსიკა )) 





დავიწყოთ ნაყინით ))

1) იტალიური ნაყინი "Semifredo"



შემადგენლობა

ნაღები - 500 გრ (33%)
შაქრის პუდრა - 180 გრ
კვერცხი - 5 ცალი
შავი შოკოლადი - 50-70 გრ
კაკაო - გემოვნებით (ნაყინის მოსართავად)

მომზადება



კვერცხის გული ავთქვიფოთ



შაქრის პუდრასთან ერთად გათეთრებამდე.
ცილა ავთქვიფოთ 1 მწიკვ მარილთან ერთად სანამ ქაფი არ გამაგრდება.



ცალკე ავთქვიფოთ ნაღები.



ნელ- ნელა ავურიოთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს და თანდათან დავამატოთ გახეხილი შოკოლადი.



ჩავდოთ ნაყინი კონტეინერში და ჩავდგათ საყინულეში მინიმუმ 2 საათით.
მირთმევის წინ ნაყინი შეიძლება მოვრთოთ კაკაოთი.
გემრიელად მიირთვით )))

2) ცივი ყავა ნაყინით



შემადგენლობა

უნალექო ყავა - 1 ჩ/კ.
შაქარი - 2 ჩ/კ.
წყალი - საჭიროებისამებრ
ნაყინი - 1 ს/კ.
მომზადება

შაქარი და უნალექო ყავა ჩავყაროთ მაღალ ჭიქაში, დავუმატოთ ცოტა წყალი.
კარგად ავთქვიფოთ ყავის სათქვეფით.
დავამატოთ ცივი წყალი.
სულ ბოლოს დავუმატოთ ვანილის ნაყინი. (სურვილისამებრ შესაძლებელია მოვაყაროთ დაფხვნილი შოკოლადი, ცოცხალი მარწყვი, ჟოლო და ა.შ.)

3) შოკოლადის ბლინები )) მე გავაკეთე და მართლა უუუუუუგგგგგგემრიელესიაააა



შემადგენლობა

შოკოლადი - 100 გრ (70%)
რძე - 250 მლ
ფქვილი - 300 გრ
მარილი - 1/4 ჩ/კ
კვერცხი - 3 ცალი
კარაქი - 40 გრ
შაქრის პუდრა - 40 გრ
კაკაო - 20 გრ
ზეთი - 20 მლ
მომზადება

ეს არის ფრანგული დესერტი.
ამ ბლინებში შეიძლება გავახვიოთ ნებისმიერი გულსართი: ხილი, ხაჭო, მურაბა...
შოკოლადი დავამტვრიოთ და გავადნოთ დაბალ ცეცხლზე.



გავაცხელოთ 300 მლ რძის ნაწილი და ჩავასხათ გამდნარ შოკოლადში. კარგად ავურიოთ.
გავცრათ ფქვილი და დავამატოთ კაკაო, შაქრის პუდრა, მარილი. ამ მასას დავამატოთ დარჩენილი რძე.



ავთქვიფოთ კვერცხი ისე რომ აქაფდეს.



ჩავასხათ ათქვეფილი კვერცები ბლინების ცომში ნელ-ნელა და ვურიოთ.



კარაქი გავადნოთ და ჩავასხათ ცომში,მანდვე შეიძლება ჩავასხათ ლიქიორი ან რომი.
თუ ცომი გამოვიდა თხელი, დავამატოთ ფქვილი. ცომი უნდა გამოვიდეს თხელი არაჟნის კონსისტენციის.
ავურიოთ და დავტოვოთ 2 საათით.
ტაფა გავაცხელოთ, დავადოთ კარაქი.
გამოვაცხოთ ბლინები.



წყარო:gurman.ge

მოდით ახლა გადავიდეთ ფაცტებზე :)



1) რომის პაპს, კლემენტ VII-ს უყვარდა ყავა, ამიტომ მან ყავის მოხმარება ნებადართული გახადა.

2) კოფეინის ხის ნაყოფი ცოცხლობს 50-დან 70 წლამდე.

3) ყავის მარცვლები თავდაპირველად არის ყვითელი, შემდეგ ნარინჯისფერი და შემდეგ მუქი წითელი, მორწყვიდან 6-8 თვის შემდეგ.

4) ყავის ხე შესაძლოა აყვავილდეს რვაჯერ წელიწადის განმავლობაში – წვიმების ინტენსივობის შესაბამისად.

5) ყვავილობისას, ყავის ხე იფარება 30,000-მდე თეთრი ყვავილით, რომელიც გადაიქცევა ნაყოფად 24-26 საათის შემდეგ.



6) ყავა არის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სასმელი, რომელიც წელიწადის განმავლობაში ტრილიონ ნახევარჯერ მოიხმარება.

7) ამერიკა მსოფლიოში ყველაზე მეტ ყავას აწარმოებს, რომელიც პროცენტულად 70 % – ს უდრის, ბრაზილიის წილი 30 % – ს, ხოლო კოლუმბიის 12 %.

8) მსოფლიოს მაშტაბით 25 მილიონი ადამიანია დაკავებული ყავის ინდუსტრიით.

9) ბრაზილიაში 5 მილიონი ადამიანია ყავის ინდუსტრიით დაკავებული.

10) ყავის 60 %-ს რძესთან და შაქართან ერთად მიირთმევენ, 40 %-ს შავს.



11) კაცები სვამენ ოდნავ მეტ ყავას, ვიდრე ქალები.

12) ბახმა დაწერა კანტატა ყავაზე 1732 წელს.

13) პირველად ევროპელებმა დაამატეს შოკოლადი ყავას, ადრეულ 1600 წელს.

14) სკანდინავიაში დაფიქსირებულია ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი რაოდენობის ყავის მოხმარება – 12 კგ წელიწადში. (ესენი ეტყობა მე არ მიცნობენ :დ)

15) ყავის რეგულარულ მომხმარებლებს სხვა დანარჩენებთან შედარებით, აქვთ ასთმით დაავადების გაცილებით დაბალი კოეფიციენტი.



16) ლეგენდის თანახმად ყავა მე-9 საუკუნეში აღმოაჩინა თხების ჯოგის პატრონმა, როცა შეამჩნია როგორ აგიჟებდა ყავის მარცვლები მის თხებს.

17)ესპრესო რეგულირდება იტალიის მთავრობის მიერ, რადგან ის ითვლება მათი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად.

18)ყავა არის ფსიქოაქტიური. მისმა დიდმა დოზამ შეიძლება ჰალუცინაციები დაგმართოს... მან შეიძლება მოგკლას კიდეც.

19)სასიკვდილო დოზა კოფეინის არის დაახლოებით 100 ჭიქა ყავაში.

20)ფრანგმა ექიმმა 1600 წელს შესთავაზა თავის პაციენთებს Cafe Au Laits, მოემზადებინათ ყავა რძის დამატებით.



21)ფრანგმა ფილოსოფოსმა ვოლტერმა თქვა რომ მოუწია დაელია 50 ჭიქა ყავა ერთ დღეში, რადგან მას მართავდნენ.

22)ესპრესო რეგულირდება იტალიის მთავრობის მიერ, რადგან ის ითვლება მათი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად.

23)უძველეს არაბულ კულტურაში იყო ერთადერთი კანონიერი გზა, რომ ქალი გაყროდა ქმარს: თუ მისი მეუღლე მას არ უზრუნველყოფდა საკმარისი ყავით.

24)მნიშვნელოვანია, რომ იცოდეთ: მოდუღებულ ესპრესოს აქვს 2.5 % ცხიმი, ხოლო გაფილტრული ყავა შეიცავს 0.6% ცხიმს.

25)ჯოან სებასტიანმა დაწერა ოპერა ქალზე, რომელიც მიდრეკილი იყო ყავაზე

წყარო:ucnauri.com



26)არ გეტყვით, როგორ მაგრამ შესაძლებელია მოვადუღოთ ყავა მარიხუანით და ამას ეწოდება „საოცნებო ყავის მწარმოებელი".

27)1600-იან წლებში იყო უთანხმოება, შეიძლებოდა თუ არა დაელიათ კათოლიკეებს ყავა, საბედნიეროდ პაპმა, კლემენ VIII-მ განაცხადა, რომ შეიძლება.

28)არ აქვს მნიშვნელობა იმას ხალხი რას იძახის, კოფეინი ვერ დაგეხმარება გამოფხიზლებაში.

29)პირველი ვებკამერა გამოიგონეს კემბრიჯის უნივერსიტეტში, რომ გაეგებინებინათ ხალხისთვის ყავის ქოთანი სავსე იყო თუ არა.

30)იაპონიაში არის სპა, სადაც შეგიძლიათ იბანაოთ ყავაში.

31)1700-იან წლებში ყავამდე, საუზმის სასმელი იყო ლუდი.

32)ირლანდიური ყავა სინამდვილეში გამოიგონეს გაციებული, ამერიკელი მგზავრების გასათბობად, რომლებიც ტოვებდნენ ირლანდიას.

წყარო: ANGEL.GE



სულ ეს იყო ;)
იმედია მოგეწონათ ))
აბა მომაყარეთ კომები ♥
მართლა ბევრი ვიწვალე :)


m_dzamuk
კატეგორია: სახალისო/საინტერესო | ნანახია: 1578 | დაამატა: ninucauca | ტეგები: cookery | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 5

№ 5 - დაწერა: სოფი-))sopo nacvlishvili
თარიღი: 2013-05-10
ra kargiaa yvela jggjg jggjg jggjg jggjg male male male

პასუხი:

№ 4 - დაწერა: მარიამი♥MARI_ MARI
თარიღი: 2013-05-08
- მმმ ჩემი ფავორეტეე !! ♥
- რა კარგია !! ♥
- მმმ სიგემრიელეს რა ჯობია !! xX
- გადმომეჭამა სიახლე !!
- გააგრძელე საინტერესო იყო და მადისაღმძვრელიც !! <3
- ყოჩაღ !! ♥

პასუხი:

№ 3 - დაწერა: Tamta♥))Tamta Abramishvili
თარიღი: 2013-05-08
vaimee laa ka siaxleaa <33
nuu gvaxarbeb ninuc :DD kaii vgadaob:**

miiyvars es siaxle jggjg jggjg jggjg
imedit shemovdivar rom dadebuli iqneba jggjg jggjg jggjg
tan shempirdnen ragacragaceebs gavaketebto da ert ambavshi var :DD

kaaqiia <33 gaggrdzelee <33:**

პასუხი:

№ 2 - დაწერა: anuka-anaani jachvliani
თარიღი: 2013-05-08
hgjlkjl hgjlkjl hgjlkjl hgjlkjl naaamiii naaaamiii siaxle iyo.bravoo

პასუხი:

№ 1 - დაწერა: MaRsoNmari iasagashvili
თარიღი: 2013-05-08
აუუუ რა გინდაა ჩემგააან? დავიტანჯე რააა ვერც ვაკეთებ ამ გემრიელობებს და თან მინდააა :დდ uyopipo- uyopipo-

კარგია გიშრომია <3

პასუხი:
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ჩემი პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

ტოპ ავტორები

null
MaRsoN
null458
null1569
null4


null
მარიამი♥
null306
null1635
null19


null
Dzamuk))
null241
null134
null0


null
Tamta♥))
null125
null959
null0


null
ninucauca
null108
null1211
null14

კალენდარი
«  მაისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
გინდათ რომ საიტზე რამე შეიცვალოს?

javascript:;
სულ პასუხია: 19
ახალი სიახლეები
            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1315

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: Dzamuk))
          ნანახია: 1488

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1179

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1243

          კომენტარები: 4
__________________________

            
          ავტორი: MaRsoN
          ნანახია: 1539

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1086

          კომენტარები: 1
__________________________

FaCeBooK

Love You All <33