CooKery 4 ♥ - 26 მაისში 2013 - გართობა ერთობაშია


 
მენიუ
ძებნა
მინი-ჩათი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]

ითამაშე ჩვენთან :)
მთავარი » 2013 » მაისი » 26 » CooKery 4 ♥
12:49 PM
CooKery 4 ♥
ზდრასტებეეეე :დ რავა ხართ? :დ დღეს გვექნება ბანან-შოკოლადის :დდ :) შემოგთავაზებთ ფაქტებს ბანანზე :) შიკოლადის მუსს :დდდ გამდნარი შოკოლადის ნამცხვარს და ბანანის კოქტეილს ;)

ჯერ მუსიკა :)



მოდით დავიწყოთ მუსით ;)

1) შოკოლადის მუსი



შემადგენლობა:)

ინგრედიენტები 4 პორციისთვის:
შავი შოკოლადი - 100 გრ
კარაქი - 30 გრ
შაქრის პუდრა - 50 გრ
პასტერიზებული კვერცხი - 3 ცალი
მომზადება

ამ რეცეპტში მთავარია კარგად ავთქვიფოთ ცილა და ფრთხილად შევურიოთ შოკოლადის მასას.
პასტერიზება- ეს არის საკვები პროდუქტების ისეთ ტემპერატურამდე მიყვანა, რომ დაიღუპოს მავნე მიკროორგანიზმები, მაგრამ ასევე შენარჩუნდეს პროდუქტის სასარგებლო თვისებები და გემო. ასევე პასტერიზება ამცირებს სალმონელოზის რისკს.
როგორ გავაკეთოთ კვერცხის პასტერიზება: ჩავასხათ ქვაბში წყალი, დავდგათ მაღალ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე.
ჩავდოთ წყალში კვერცხები და მაშინვე გავთიშოთ გაზი და გადმოვდგათ ქვაბი გაზიდან. გავაჩეროთ კვერცხები წყალში 3 წუთი და შემდგომ ამოვიღოთ და გავაციოთ.
კვერცხი რომ არ გასკდეს წყალში შეიზლება ჩავყაროთ მარილი და ასევე ჩავდოთ კბილის ჩხირი, ძალიან უცნაურია მაგრამ ეფექტურია. მე მასწავლა ერთმა მეგობარმა საზღვარგარეთ და ხშირად ვიყენებ ამ მეთოდს.
შოკოლადი დავტეხოთ, დავამატოთ დაჭრილი კარაქი და გავადნოთ წყლის აბანოზე, მუდმივად ვურიოთ.



მოვხსნათ წყლის აბანოდან და დავამატოთ შაქრის პუდრა, ავურიოთ და გავაციოთ ოთახის ტემპერატურაზე.



შოკოლადის მასაში ჩავდოთ ჩვენს მიერ პასტერიზებული კვერცხის გულები და კარგად ავურიოთ ერთგვაროვან მასამდე.
კვერცხის ცილა ავთქვიფოთ.



ცილა შევურიოთოკოლადის მასას ძალიან ფრთხილად, მოძრაობით ქვევიდან ზემოთ.





ჩავდოთ მუსი ჭიქებში და შევდგათ მაცივარში მინიმუმ 3 საათით.
მირთმევის წინ შოკოლადის მუსი მოვრთოთ ათქვეფილი ნაღებით და გახეხილი შოკოლადით.



2) გამდნარი შოკოლადის ნამცხვარი- Fondant au chocolat



შემადგენლობა:

შოკოლადი - 80 გრ
კარაქი - 50 გრ
კვერცხი - 2 ცალი
შაქარი - 40 გრ
ფქვილი - 30 გრ
მომზადება

ფრანგულად Fondant ნიშნავს- გამდნარს.ამ ნამცხვრის 3 სახეობა არსებობს: თხევადი შიგთავსით, რომლებსაც მიირთმევენ თბილს, რბილი შიგთავსით და ასევე გამოუმცხვარი, რომელსაც უბრალოდ მაცივარში აციებენ. ამ სახეობებს აერთიანებს ერთი რამ: შოკოლადის და კარაქის დიდი რაოდენობა. უმარტივესი გასაკეტებელია, ყველა კომპონენტს აურევტ ერთმანეთში და გამოაცხობთ ღუმელში. ფქვილის მაგივრად შეიძლება ნუშის გამოყენება.
ინგრედიენტები გათვლილია 2 ადამიანზე.
გადავიდეთ მომზადებაზე.
გავადნოთ შოკოლადი და კარაქი.



2 კვერცხი ავთქვიფოთ 40 გრამ შაქარში,



დავამატოთ გამდნარი შოკოლადი.



ჩავაყაროთ 30 გრამი ფქვილი და კარგად ავურიოთ.



ჩავასხათ კარაქით წასმულ ან ფქვილით მოყრილ ფორმაში.



გამოვაცხოთ 210 გრადუსზე 10 წუთი. ამ ნამცხვრის მირთმევა შეიძლება ნაყინთან ერთად.



თუ გამოვაცხობთ 15 ცუთი მაშინ შიგთავსი გამაგრდება და ამ ნამცხვრის მირთმევა შეიძლება ცივიც.



წყარო: gurman.ge

მე მოგცემთ ერთ რჩევას :) ამ ნამცხვარს ძალიან ფრთხილად უნდა მოეპყროთ და ფრთხილად აცხოთ რადგან შესაძლებელია ჩაგივარდეთ :) და მშობელი მიიხმარეთ :)

3) ბანანის კოქტეილი



მასალა:

რძე - 200 მლ
ნაყინი (პლომბირი) - 150 გ
ბანანი - 1 ც



ბანანის კოქტეილის მომზადება ძალიან ადვილია და რაც მთავარია სასარგებლო.
დავჭრათ ბანანი.
ბლენდერში: ჩავასხათ რძე, დავუმატოდ ნაყინი, დაჭრილი ბანანი, ჩავრთოთ ბლენდერი, როდესაც ყველაფერი ბანანი კარგად დაიკუწა გადაასხით ჭიქაში.
ბანანის კოქტეილის მიღების დროს იგრძნობთ განუმეორებელ რძის, ბანანის და პლომბირის ერთობლივ ჰორმონიას.
გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ თაფლიც დაამატოდ, ან სიროფი. პროდუქტების ბარირება შესაძლებელია თქვენი გემოვნებით.

წყარო: samzareulo.blogspot.com

პარაარამ გადავედით ფაქტებზე ბანანზე რა :დდდ



ბანანი დოპამინს შეიცავს, ჭამეთ ის როცა მოწყენილი ხართ

ბანანი კენკროვანთა ოჯახს მიეკუთვნება. მისი ღერო 10 მეტრამდე იზრდება. თითოეულ ღეროზე კი 100 მდე ნაყოფია მობმული

ბანანი არამხოლოდ ყვითელი, არამედ წითელი ფერისაც არსებობს. სეიშელის კუნძულებზე კი შავი და ოქროსფერი ბანანიც კი მოიპოვება. მათგან ყველაზე გავრცელებული ყვითელი ფერის ბანანია, რადგან ყველაზე კარგად მგზავრობა მას გადააქვს. წითელი ბანანი ძალიან ნაზია და გადატანისას ფუჭდება. რაც შეეხება ოქროსფერსა და შავ ბანანს ის მსოფლიოს მხოლოდ ერთ კუთხეში მოიპოვება. მას ადგილობრივები ზღვის პროდუქტებისათვის გარნირად იყენებენ.

ბანანი შეიცავს ყველაზე მეტ В6 ვიტამინს. ცნობილია, რომ В6 პასუხს კარგ განწყობაზე აგებს. სწორედ ამიტომ ეძახიან ბანანს ბედნიერების ხილს.

ბანანის მოსავალი მსოფლიოში მოცულობით მეორე ადგილს იკავებს. ის უსწრებს ყურძენს (მესამე ადგილი) და მხოლოდ ფორთოხალს (პირველი ადგილი) ჩამორჩება

ბანანის მოსავალი ყველაზე გავრცელებული ბრაზილიასა და ინდოეთშია



ბანანების ჭამის პირველი მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია ესტონელი მაიტ ლეპიკი. მან 3 წუთში 10 ბანანი შეჭამა. მისი მთავარი საიდუმლო ის იყო, რომ იგი მათ ქერქიანად ჭამდა

გამომშრალი ბანანი ჩვეულებრივზე 5-ჯერ უფრო კალორიულია. სხვათაშორის ბანანს სამკურნალო თვისებებიც აქვს. ის ებრძვის მაღალ წნევას და ამაგრებს კუნთებს.

სოფლიო რეკორდი ბანანების ჭამაში – 81 ბანანი 1 საათში

ყვითელი ბანანის შენახვა მაცივარში არ შეიძლება, რადგან ის შავდება.

თუ ყვითელი ჯიშის ბანანი მწვანე, ჯერ კიდევ დაუმწიფებელი შეგხვდებათ ნუ იდარდებთ, ის შესაძლოა სახლისაკენ მიმავალ გზაშიც კი დამწიფდეს

წყარო: tavisufleba.com



თავიდან ბანანებს ჰქონდათ თესლები, რაც საჭმელად უვარგისი იყო. ამიტომაც ადამიანები იგონებდნენ ბანანების ჰიბრიდებს იქამდე, სანამ არ მიაღწიეს იმას, რომ ბანანებს ძალიან პატარა, თითქმის შეუმჩნეველი თესლები ჰქონოდა.

ბანანის ხე არ არის ხე ცოტა გაუგებრად ჟღერს, მაგრამ ბანანის ხე არის გიგანტური ბალახი , რომელიც ცდილობს ხეს დაემსგავსოს.

ბანანის ხეები მხოლოდ ერთხელ ისხამენ ნაყოფს და შემდეგ კვდებიან საბედნიეროდ „მომაკვდავი" ბანანის ხე გვიტოვებს შთამომავალს, პატარა მცენარეს, რომელიც მისი გახმობის შემდეგ გაიზრდება. გაზრდას 10 წელი სჭირდება.



ბანანები გადაშენების საფრთხის წინაშე არიან.საფრთხე ძალიან რეალურია. ერთი დაავადებაც და ბანანები გადაშენდებიან.

ბანანები არაჩვეულებრივი წამალია ნაბახუსევისთვის.ისინი შეიცავენ დიდი რაოდენობით კალიუმს, ამიტომაც ნაბახუსევზე რამოდენიმე ბანანის შეჭმა საგრძნობლად გაგიუმჯობესებთ მდგომარეობას.

ბანანის წვენის მისაღებად საჭიროა ბირთვული მეცნიერება.მიუხედავად იმისა, რომ ბანანის 80% წყალია, მაინც ძალიან ძნელია მისი წვენის გამოწურვა. მათ მოლეკულური სტრუქტურა აქვთ და ამიტომაც ძნელია მისი წვენის მიღება. შესაძლებელია ბლენდერით ბანანისგან ერთგვაროვანი მასის მიღება, მაგრამ ეს ბანანის წვენი არ არის.

ბანანები ძალიან მნიშვნელოვანი საკვებია.ბანანები სიით მეოთხე ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია ხორბლის ,ბრინჯის და მარცვლეულების შემდეგ. ღარიბ რეგიონებში ,სადაც გავრცელებულია ბანანი, მოსახლეობა ძირითადად ამ ხილით საზრდოობს.



წყარო: ucnauri.com

აი ეს იყო სულ :)
იმედია მოგეწონებათ :))
აბა კომებეეე ;დ
მიყვარხართ ♥
10 კომზე ვაგრძელებ :)

m_dzamuk
კატეგორია: სახალისო/საინტერესო | ნანახია: 2045 | დაამატა: ninucauca | ტეგები: cookery | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6

№ 6 - დაწერა: Tamta♥))Tamta Abramishvili
თარიღი: 2013-06-01
vaimeeee xX bananii da shokoladd //
chemi susti mxaree!! <33
aucileblad gavaketeb :*
male dagvidee shemdegii **

პასუხი:

№ 5 - დაწერა: სოფი-))sopo nacvlishvili
თარიღი: 2013-05-31
კარგი იყო <333

პასუხი:

№ 4 - დაწერა: MmariaMimari qavtaradze
თარიღი: 2013-05-27
jggjg jggjg jggjg jggjg

პასუხი:

№ 3 - დაწერა: მარიამი♥MARI_ MARI
თარიღი: 2013-05-27
- აჰჰ !! ჩემი საყვარელი სიახლე ! ♥
- როგორ მიყვარს ! ♥
- მმმმმ მმმ ცუდად ვარ ♥ გავაკეთებ ♥

პასუხი:

№ 2 - დაწერა: MaRsoNmari iasagashvili
თარიღი: 2013-05-26
banani chmi usayvarlesi xili dge ar gava ro ar vwamo :D dzalian kargi siaxlea ramis shemomewama ekrani jggjg jggjg auuu shokoladi mindaaaaaaaaaaaa

პასუხი:

№ 1 - დაწერა: nucanuciko:)nuca kobeshavidze
თარიღი: 2013-05-26
yvelaze metad gamdnari shokoladis namcxvari da bananis kocteili momewonaaa :)))) jggjg jggjg

პასუხი:
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ჩემი პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

ტოპ ავტორები

null
MaRsoN
null458
null1569
null4


null
მარიამი♥
null306
null1635
null19


null
Dzamuk))
null241
null134
null0


null
Tamta♥))
null125
null959
null0


null
ninucauca
null108
null1211
null14

კალენდარი
«  მაისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
საიდან გაიგე smileworld-ის შესახებ?

javascript:;
სულ პასუხია: 36
ახალი სიახლეები
            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1315

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: Dzamuk))
          ნანახია: 1488

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1179

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1243

          კომენტარები: 4
__________________________

            
          ავტორი: MaRsoN
          ნანახია: 1539

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1086

          კომენტარები: 1
__________________________

FaCeBooK

Love You All <33