გა–ფრენა.. - 20 იანვარს 2013 - გართობა ერთობაშია


 
მენიუ
ძებნა
მინი-ჩათი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]

ითამაშე ჩვენთან :)
მთავარი » 2013 » იანვარი » 20 » გა–ფრენა..
5:18 PM
გა–ფრენა..

***

ვერავინ ხვდება, რომ შენ თავად ხარ სიცოცხლე. ვერავინ ხვდება, რომ შენც შეგიძლია შეცვალო რაღაც, უკეთესობისკენ. ვერავინ ხვდება, რომ შენ გმირი ხარ. არა მარტო საკუთარი თავის, არამედ ქვეყნიერების, ადამიანობის გმირი. ვერავინ ხვდება, რომ შენ ჩუმად ქმნი რაღაც ახალს, ჯერ არ შექმნილს, არ არსებულს. ვერავინ ხვდება, რომ შენ მომავალი ხარ და, რომ წარმავალს არ შეუძლია ხელი შეგიშალოს. ვერავინ ხვდება, რომ შენ – შენ ხარ და, რომ შენც გაქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. ვერავინ ხვდება, რომ შენც ისეთივე თავისუფალი ხარ, როგორც ყველა დანარჩენი. ვერავინ ხვდება, რომ შენ ცოცხალი ხარ, ჯონათან. ვერავინ ხვდება..




ყველაფერი იცვლება, ჯონათან. იცვლება ყველა და ყველაფერი. ადამიანები, რომლებსაც ვიცნობ ან არ ვიცნობ და მომავალში გავიცნობ. ქუჩა, რომელზეც ვცხოვრობ. ქალაქი, სადაც დავიბადე. იცვლება დრო, რომელიც არასდროს არ მყოფნის და სამყარო, რომლისაც ასე ძალიან მეშინია. იცვლება მდგომარეობა და გარემო. იცვლება გრძნობები და მოგონებები. ყველა–ფერი იცვლება, ჯონათან.. ყველასთვის ყველაფერი იცვლება, ჩემ გარდა. მე ისევ იქ ვდგავარ, ლურჯი ზღვის პირას, ცხელ ქვიშაზე. ისევ გვირილების გვირგვინის გაკეთებას ვცდილობ, ისევ უშედეგოდ. ისევ ვფიქრობ იმაზე, რაც იყო და ისევ მიჭირს იმაზე ფიქრი, რა იქნება მომავალში. მე ისევ მჯერა პიტერ პენის და ისევ ისე მინდა ჩავეხუტე ღრუბლებში გაწოლილ მზეს. მე ისევ მჯერა, რომ მთვარეზე მელოდებიან და ისევ ისე მინდა კოსმონავტობა. შენ ხომ მასწავლი ფრენას, ჯონათან? მე ისევ მჯერა, რომ სიკვდილის შემდეგ პეპელა ვიქნები. ისევ მჯერა, რომ სიყვარულით შევძლებ ცისარტყელამდე ასვლას. მე ისევ ისე მჯერა, რომ ყველაფერი გენიალურად იქნება. ისევ ისე მჯერა, რომ უსასრულობას დავამარცხებ და ჩაგეხუტები. ჯონათან, ჩემს ირგვლივ უამრავი ადამიანი ირევა, უამრავი სახე ტრიალებს და უამრავი ხასიათი ბრუნავს. მარტო არასოდეს არა ვარ, მაგრამ მაინც მარტო ვგრძნობ თავს. შენც ხომ ასე ხარ, ჯონათან? მაგრამ არა უშავს, ხომ იცი, გენიოსები ყოველთვის მარტონი არიან :დ:დ



იცი, დავიწყება არ არსებობს. არ შეიძლება ადამიანი ან ადამიანები გავიწყდებოდეს. არ შეიძლება კარგავდე იმათ, ვინც ძვირფასია შენთვის. არ შეიძლება ისინი მიდიოდნენ და შენ მათ გარეშე რჩებოდე. დავიწყება დროის მოგონილი თამაშია. თამაშს ჰყავს გამარჯვებულიც და დამარცხებულიც. მე არ დავმარცხდები, ჯონათან.



შენ თქვი, საზღვრები არ არსებობსო. მეც დავიჯერე და ახლა ვიცი, რომ მართლაც ასეა. სითბოს, სიყვარულს, ბედნიერებას, რომელსაც ადამიანებთან ურთიერთობა განიჭებს საზღვრებში ვერ მოაქცევ და ვერ გამოკეტავ. მე უკვე ვგრძნობ და ვიცი, რომ ჩემი თქვენდამი სიყვარული ურყევი და უსაზღვროა. უსაზღვრო, როგორც დრო და რწმენა იმისა, რომ ყველაფერი გენიალურად იქნება.



***

– დაინახე?


– რა?

– ვარსკვლავი ჩამოვარდა..

– მერე?

– სურვილი ჩაიფიქრე..

– ჩაგიფიქრე..


კატეგორია: ჩემი შემოქმედება | ნანახია: 842 | დაამატა: Dreamer | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3

№ 3 - დაწერა: DreamerQueen Dreamer
თარიღი: 2013-01-20
madloba bavshvebo :**

პასუხი:

№ 2 - დაწერა: მარიამი♥MARI_ MARI
თარიღი: 2013-01-20
უძალიანმაგრესზეუძალიანძალიანმაგრესია :D
მართლა ძაან ნიჭიერი ხარ :*

პასუხი:

№ 1 - დაწერა: MaRsoNmari iasagashvili
თარიღი: 2013-01-20
ძალიან მაგარიაააა jggjg jggjg

მართლა ძალიან უფროსწორად უძალიანესად ნიჭიერი ხარრ jggjg jggjg

პასუხი:
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ჩემი პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

ტოპ ავტორები

null
MaRsoN
null458
null1569
null4


null
მარიამი♥
null306
null1635
null19


null
Dzamuk))
null241
null134
null0


null
Tamta♥))
null125
null959
null0


null
ninucauca
null108
null1211
null14

კალენდარი
«  იანვარი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩვენი გამოკითხვა
აღვადგინოთ საიტი? :)

javascript:;
სულ პასუხია: 3
ახალი სიახლეები
            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1317

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: Dzamuk))
          ნანახია: 1490

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1181

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1245

          კომენტარები: 4
__________________________

            
          ავტორი: MaRsoN
          ნანახია: 1541

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1088

          კომენტარები: 1
__________________________

FaCeBooK

Love You All <33