გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედების გახსენება. - 10 ივნისში 2013 - გართობა ერთობაშია


 
მენიუ
ძებნა
მინი-ჩათი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]

ითამაშე ჩვენთან :)
მთავარი » 2013 » ივნისი » 10 » გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედების გახსენება.
3:59 PM
გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედების გახსენება.
9 ივლისს, 3 საათზე, საგარეჯოს მეორე საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება,
 გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებასთან დაკავშირებით. 
ღონისძიება გამოვიდა სასიამოვნო [ისეთი სასიამოვნო რომ ერთ მასწავლებელს ჩასთვლიმა :) ] მონაწილეობდნენ X_ა კლასის მოსავლეები და პაპარაცები. 
წარმოგიდგენთ სურათებს და გალაკტიონის რამოდენიმე 
[ჩემთვის] ძვირფასს ლექსს.



***

,,უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება სასიხარულოდ
უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე,
არც უკვდავება არა არსებობს უსიყვარულოდ!
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს იგი არ უხმობს
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული უკანასკნელი
ჭკნება მწუხარედ, ნაზად მაგრამ უსიხარულოდ
და არ არსებობს ქვეყანაზე თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ!” 


[მე და გიგა]


***

ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა. 
გულში მწუხარებამ ღამე გაათია… 
მაინც არ მასვენებს მწარე სინანული, 
რომელი საათია? რომელი საათია?

ვდგევარ ფანჯარასთან, ღამე არ იცვლება, 
მთელი შემოდგომა თავზე დამათია. 
ახლა მხოლოდ სამი იყოს, შეიძლება. 
რომელი საათია? რომელი საათია?

სამის, შეიძლება, არის მესამედი, 
მაგრამ გაიხედავ, მაინც წყვდიადია, 
კივის სადგურიდან ზარი მეცამეტე - 
რომელი საათია? რომელი საათია?

ფიქრში გახვეულა ბნელი დერეფანი, 
ღამის მეეტლე რომ ვეღარ დაატია. 
ისევ ნერვიულად რეკავს ტელეფონი, 
რომელი საათია? რომელი საათია?

ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხასი 
თითქო შეუწყვეტი კუპრის ნაკადია, 
აღარ გათენდება ღამე საზიზღარი! 
რომელი საათია? რომელი საათია?

იყო შარლ ბოდლერი: "მწარე და ძვირფასი 
თრობის საათია, ღვინის საათია!” - 
ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე: 
რომელი საათია?


[გიგა და მე]



***

რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები!
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი,
ხელუხლებელი - როგორც მზის სხივი,
მიუწვდომელი - როგორც ედემი.

და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ,
მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე ვცდებოდე!
ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.

დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,
ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული,
ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა
და სიყვარულის დღესასწაული.



[თინა ქეთრინა და სანთლები :დდ]


***

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის 

ქალწულებივით ხიდიდან ფენა.

მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის

და სიყვარულის ასე მოთმენა.

ძვირფასო! სული მევსება თოვლით:

დღეები რბიან და მე ვბერდები!

ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ

უდაბნო ლურჯად ნახავერდები.

ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:

იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,

მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება

შენი თოვლივით მკრთალი ხელები.

ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,

უღუნოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.

იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს

შენი მანდილი ამ უდაბნოში...

ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის

ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,

მწუხარე გრძნობა ქროლის, მიმოვლის

და ზამბახების წყებად დაწვენა.

თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი

და დაღალული სიზმრით დამთოვა.

როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,

როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!


[გიგა, თინა და ტორო]


***

ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა

ჭაღარა გულის ზმანება ავი, -

ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,

ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!

 

გაივლის კიდევ ცამეტი წელი,

მოახლოვდება გზა ოცდაექვსი,

მოცელავს მაღალ ზამბახებს ცელი,

ატირდება დრო და ჩემი ლექსი.

 

ოჰ, როგორ მიდის ახალგაზრდობა -

დაუნდობელი სურვილი ლომის!

და ყოველივე როგორ ნაზდება,

როცა ახლოა მზე შემოდგომის.

 

ხვალემ იზრუნოს ხვალისა

 

ხვალემ იზრუნოს ხვალისა,

ხვალემ იზრუნოს ხვალისა!

ღვინომ აიღოს ღვინისა,

წყალმა წაიღოს წყალისა!

 

არც ვწუხვარ, არც მერიდება

მიმავალ-მომავალისა;

წყალმა წაიღოს "დიდება”,

ხვალემ იზრუნოს ხვალისა!

 

გულმა მიიღოს გულისა,

ხვალემ იზრუნოს ხვალისა.

ღვინომ მიიღოს ღვინისა,

წყალმა წაიღოს წყალისა!



[გიგა, მარი და ოთო]



ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა.
იმედი მაქვს თავი არ მოგაბეზრეთ 
♥♥♥
კატეგორია: სხვა..♥ | ნანახია: 1267 | დაამატა: Dzamuk)) | ტეგები: გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედების გახს | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4

№ 4 - დაწერა: Iva_NNatia Natia
თარიღი: 2013-06-11
aba maro bedi gagekhsna..... jggjg jggjg jggjg

პასუხი:

№ 3 - დაწერა: Iva_NNatia Natia
თარიღი: 2013-06-10
au am dges ra gadavrchi cemas :D:d ise rakai potoebia jggjg jggjg jggjg tan mari ra romantiuli sagamo iyo

პასუხი:

№ 2 - დაწერა: MaRsoNmari iasagashvili
თარიღი: 2013-06-10
რა ლამაზი ხარ მარიამ <3 guli რაღცნაირად საინტერესო სახე გაქვს guli guli თან სერიოზული თნ ლამაზი და კარგი ხარ ძაიან guli guli გალაქტიონი საუკეთჶსოა...!! იმედი მაქვს ჩვენც მოვაწყობთ 'გალაქტიონის საღამოს' guli guli შესანიშნავი სიახლეა...
!

პასუხი:

№ 1 - დაწერა: MmariaMimari qavtaradze
თარიღი: 2013-06-10
-Pirveli leqsze meketeba dzan mommwons^_^
-Rra kargi xar gogo jggjg jggjg jggjg jggjg

პასუხი:
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ჩემი პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

ტოპ ავტორები

null
MaRsoN
null458
null1569
null4


null
მარიამი♥
null306
null1635
null19


null
Dzamuk))
null241
null134
null0


null
Tamta♥))
null125
null959
null0


null
ninucauca
null108
null1211
null14

კალენდარი
«  ივნისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩვენი გამოკითხვა
რას ნიშნავს smileworld-ი თქვენთვის?

javascript:;
სულ პასუხია: 25
ახალი სიახლეები
            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1317

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: Dzamuk))
          ნანახია: 1490

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1181

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1245

          კომენტარები: 4
__________________________

            
          ავტორი: MaRsoN
          ნანახია: 1541

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1088

          კომენტარები: 1
__________________________

FaCeBooK

Love You All <33