განრიგი... - 30 მარტში 2013 - გართობა ერთობაშია


 
მენიუ
ძებნა
მინი-ჩათი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0

[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]

ითამაშე ჩვენთან :)
მთავარი » 2013 » მარტი » 30 » განრიგი...
2:25 PM
განრიგი...


ამერიკელმა ბიოლოგებმა რამდენიმეწლიანი დაკვირვების შემდეგ ე.წ. "საათობრივი განრიგი” შეადგინეს. სპეციალისტების თქმით, ჩვენი ორგანიზმი საათის მექანიზმს ჰგავს, რომელიც განსაზღვრულ რიტმს ემორჩილება და საკმარისია, რომელიმე „ზამბარა" მწყობრიდან გამოვიდეს, რომ მაშინვე პრობლემები იჩენს თავს. ადამიანის ორგანიზმის იდეალური ბიორიტმი ასე გამოიყურება:



07:00 – ეს არის იდეალური დრო გაღვიძებისთვის, რადგან თირკმელზედა ჯირკვლები ჰორმონების პირველ „ულუფას" გამოყოფენ. სწორედ ის ახდენს გავლენას პულსის გახშირებასა და სისხლის მიმოქცევის აჩქარებაზე.



07:30 – ვარჯიშის ან მცირე გასეირნების წყალობით დილიდანვე მიიღებთ მთელი დღისთვის საჭირო ენერგიას.



08:00-09:00 – კუჭი აქტივობის მწვერვალზეა. ამ დროს იგი სწრაფად გადაამუშავებს საკვებს და მაქსიმალური რაოდენობის ენერგიით ამარაგებს ორგანიზმს. უმჯობესია, საუზმეზე მიირთვათ შვრიის ფაფა, ხილის იოგურტი, ერთი ნაჭერი ხორბლის პური. ყავის ნაცვლად კი დალიეთ მწვანე ჩაი, ეს შრომის უნარს შეგინარჩუნებთ.



12:00 – ამ დროს გული სრული დატვირთვით მუშაობს, ამიტომ ნუ გადაიტვირთებით ზომაზე მეტად. კარგი იქნება, თუ უარს იტყვით ყავასა და შოკოლადზე. ბიოლოგები გვირჩევენ, ეს დრო ინტელექტუალურ სამუშაოს დავუთმოთ. სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ ამ დროს ყველაზე რთული ამოცანების გადაწყვეტას შევძლებთ. ორიგინალური იდეებიც მრავლად გვექნება.



13:00 – სრულფასოვანი სადილის დროა. სასურველია, ის ცილებითა და რთული ნახშირწყლებით იყოს მდიდარი. დესერტად მწარე შოკოლადიც შეიძლება დააყოლოთ. სადილის შემდეგ საქმეებს მაშინვე ნუ შეუდგებით, რადგან ამ დროს ბიორიტმის შენელება იწყება, ორგანიზმს დასვენება სჭირდება.



14:00 – კარგი იქნება, თუ ამ დროს დაგეგმავთ ვიზიტებს.



15:00-16:00 – ამ პერიოდში გული "თვლემს”, ტვინსა და შინაგან ორგანოებში სისხლის მიმოქცევა შენელებულია. კარგი იქნება, თუ ამ საათობრივ ზოლში დაიძინებთ.



17:00 – იგრძნობა სასიცოცხლო ძალების მომატება. ტონუსის ასამაღლებლად ნებადართულია შავი ყავის ან რამდენიმე ულუფა მწარე შოკოლადის მიღება.



18:00-19:00 – სამუშაო დღის შემდეგ ორგანიზმს დამშვიდება სჭირდება. ეს იდეალური დროა მასაჟისთვის. ის გააძლიერებს სისხლის ცირკულაციას, მოხსნის კუნთების დაძაბულობას და საშუალებას მოგცემთ, მოეშვათ.



20:30 – ეს ის პერიოდია, როცა თქვენს კანს უნდა მიხედოთ. თავდაპირველად ზედმიწევნით უნდა გაიწმინდოთ ის, მერე კი მკვებავი ნიღაბი გაიკეთოთ. ფორები ღრუბელივით იწოვენ ფერმენტებს, რის შედეგადაც კანი ღამის განმავლობაში ისვენებს და აღდგება.



22:00-23:00 – ძალების აღდგენისთვის საჭიროა არანაკლებ შვიდსაათიანი ღრმა და სრულფასოვანი ძილი. სანამ დაწვებით, საძინებელი გაანიავეთ და ნელ-ნელა დალიეთ ერთი ჭიქა თაფლიანი რძე.




წყარო: icode.ge 
დააოწმა MaRsoN-მა
კატეგორია: სხვა..♥ | ნანახია: 1017 | დაამატა: Tamta♥)) | ტეგები: განრიგი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6

№ 5 - დაწერა: Tamta♥))Tamta Abramishvili
თარიღი: 2013-03-30
toxii:D:D:D:D:D fhfj nuu me roca momeprianeba mashin vigvidzeb xolme da ravici.:D:D:d saertod zafxulidan yvelafris shecvlas vapirebdi mara rac dro gadis vrwmundebi ro verafersac ver shevcvli:D:D:D da sxvata shoris shens motxrobas 6 komi aqvs:P:D:D:D

პასუხი:

№ 6 - დაწერა: ninucaucanini chubiniZe
თარიღი: 2013-03-30
geficebi sagamos 2 tavs davdeb jggjg

პასუხი:

№ 3 - დაწერა: ninucaucanini chubiniZe
თარიღი: 2013-03-30
მაგარი იყო jggjg jggjg ძალიან მომეწონა გაფორმებაც jggjg
მე მაგ განრიგს საერთოდ არ ვემორჩილები fhfj fhfj fhfj

პასუხი:

№ 4 - დაწერა: Tamta♥))Tamta Abramishvili
თარიღი: 2013-03-30
me gadavwyvite zafxulidan daviwyo:D:D:D:D nuu ganxorcielebashi echvi mepareba:D

პასუხი:

№ 1 - დაწერა: MaRsoNmari iasagashvili
თარიღი: 2013-03-30
ვაუუუუ უძალიანმაგრესი სიახლეააა.. თამთუშკები გაფორმებაც ძალიან მომეწონაა :) ყოჩაღ ჩემო საყვარელო jggjg jggjg საუკეთესო სიახლეა

პასუხი:

№ 2 - დაწერა: Tamta♥))Tamta Abramishvili
თარიღი: 2013-03-30
vaime rogor gamaxare gaformeba ro axsene shen ver warmoidgen:D:D:D jggjg jggjg jggjg didi didi madlobaa:*:*

პასუხი:
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ჩემი პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

ტოპ ავტორები

null
MaRsoN
null458
null1569
null4


null
მარიამი♥
null306
null1635
null19


null
Dzamuk))
null241
null134
null0


null
Tamta♥))
null125
null959
null0


null
ninucauca
null108
null1211
null14

კალენდარი
«  მარტი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
გინდათ რომ საიტზე რამე შეიცვალოს?

javascript:;
სულ პასუხია: 19
ახალი სიახლეები
            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1316

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: Dzamuk))
          ნანახია: 1489

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1180

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1243

          კომენტარები: 4
__________________________

            
          ავტორი: MaRsoN
          ნანახია: 1540

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1087

          კომენტარები: 1
__________________________

FaCeBooK

Love You All <33