good mood - 21 დეკემბერში 2013 - გართობა ერთობაშია


 
მენიუ
ძებნა
მინი-ჩათი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]

ითამაშე ჩვენთან :)
მთავარი » 2013 » დეკემბერი » 21 » good mood
9:17 PM
good mood
[video]http://www.youtube.com/watch?v=SoYLSOcgTeg[/video]
 
როდესაც ცუდ ხასიათზე ხართ, იფიქრეთ იმაზე, რომ ამ დროს თქვენ ცხოვრების ძვირფას წუთებს კარგავთ. განწყობა ადამიანის ყველა სფეროზე მოქმედებს. პოზიტიური განწყობით თქვენ შეგიძლიათ მთები გადადგათ, ბევრი კარგი საქმე გააკეთოთ და გადაჭრათ რთული პრობლემები. რამდენიმე რჩევა კარგი განწყობის შესაქმნელად: 
   
 • გაიღიმეთ – როდესაც სახეზე რამდენიმე წუთის განმავლობაში შეინარჩუნებთ ღიმილს, თქვენი განწყობა მაშინვე გამოკეთდება. ღიმილი გვაიძულებს თავი მხიარულად და ბედნიერად ვიგრძნოთ. გაიღიმეთ და ნუ შეგეშინდებათ იმის რომ სხვები არასწორად გაგიგებენ. შეეცადეთ კონცენტრაცია გაუკეთოთ თქვენს აზრებს, ოცნებებს, იმას, რისი გაკეთებაც გინდათ, რაც სიამოვნებას განიჭებთ. ასე უფრო მიზანმიმართულად იმოქმედებთ მიზნის მისაღწევად.
   
 • მიირთვით გემრიელად – საყვარელმა კერძმა შეიძლება სტრესი მოგიხსნათ .კვება აუმჯობესებს განწყობას, ზრდის სტრესისა და კონფლიქტების მიმართ გამძლეობას, ამცირებს დეპრესიების გამოვლენას. ნერვული სისტემისთვის კარგია მარცვლეული პროდუქტები (პური, ფაფები), ხილი და ბოსტნეული. დეპრესიის დაძლევას ხელს უწყობს გოგრის და მზესუმზირის მარცვლები(მაგნიუმი), შვრია(ვიტამინი B) ,ქათმის ხორცი (ცილა, ვიტამინი I) . ბანანი და შოკოლადი კი ხელს უწყობს სეროტონინის გამოყოფას, რაც კარგ განწყობას "განაგებს”. ტონუსის შესანარჩუნებლად კარგია კაკაო და მარწყვი.  
 • მოუსმინეთ მუსიკას – მუსიკის დახმარებით შეგიძლიათ კარგად მართოთ საკუთარი განწყობა. მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას, იმღერეთ ,იცეკვეთ.
 
• უყურეთ ფილმს – შეარჩიეთ საყურებლად მხიარული და ცხოვრებისეული ოპტიმიზმით სავსე ფილმი. შეიძლება ეს იყოს კომედია ან სათავგდასავლო ჟანრის ფილმი.
   
 • დაკავდით ხელოვნებით – ცუდი განწყობა შეიძლება დაიხატოს, ან ჩაიწეროს ლექსის სახით. მთელი უარყოფითი მუხტი გადმოაფრქვიეთ ფურცელზე. არ დაიტოვოთ ცუდი შიგნით და თქვენი განწყობა გამოკეთდება.
   
 • ჩაეხუტეთ – ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ კარგი განწყობისთვის ადამიანს დღეში 30 სასიამოვნო შეხება სჭირდება. სასიამოვნო ტაქტილური შეგრძნება დადებით ემოციებს იწვევს. ჩაეხუტეთ ახლობლებს და მოდუნდით.
   
 • იყოლიეთ ცხოველი – ჩვენი პატარა მეგობრები თავიანთი ერთგულებით და სიყვარულით დიდ სიამოვნებას მოგანიჭებენ. ცხოველებზე ზრუნვა აძლიერებს სიხარულის ჰორმონის გამოყოფას და ამცირებს სისხლში სტრესის ჰორმონის დონეს. 
 წყარო:piki.ge
   
 + 
ჩემი რჩევები.. 
 ახლახანს დავადგინე, რომ კარგი განწყობა გაცილებით უკეთესია უჟმურ ხასიათზე..
 როგორ გამოვასწოროთ ეს? უნდა ადგეთ დილით ადრე.. არ ვამბობ 6 და 7 საათზე უბრალოდ იმაზე ადრე ვიდრე თქვენ დგებით.. შემდეგ.. უნდა გაიცინოთ, რათქმა უნდა და დაიწყოთ უბრალო ვარჯიშების კეთება. სრულიად საკმარისია ვარჯიში 5-10 წუთი. ვარჯიშიდან მცირე დროის გასვლის შემდეგ, გამოსაფხიზლებლად კარგია თუ დალევთ ერთ ჭიქა ყავას ან მაგარ ჩაის. გაიცინებთ და გავაგრძელებთ დღეს ხალისიანად.. :) უკეთესი ხასიათით უკეთესად გაატარებთ დღეს! (ჩემზე მაქვს გამოცდილი ;) )  
 იმედია ცოტათი მაინც გაითვალისწინებთ ჩემს ნათქვამს და ნაბოდიალებს :D
კატეგორია: ვურჩიოთ ერთმანეთს | ნანახია: 917 | დაამატა: Tamta♥)) | ტეგები: კარგი, goog, განწყობა, Mood | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2

№ 2 - დაწერა: MaRsoNmari iasagashvili
თარიღი: 2013-12-22
ერთი მუსკაზე ვერ დაგეთანხმები... ახლა გავაანალიზე ყველაფერი და მივხვდი მუსიკა ჩემზე უარყოფითათ მოქმედებს (ალბათ იმიტომ რომ ცხოვრების დაუვიწყარი მომენტები მაქსენდება)
დანარჩენი ყველა რჩევა აკრგია <3 მე ვარჯიშის დაწყებას ვაპირებ biggrin biggrin
კარგი სიახლეა!

პასუხი:

№ 1 - დაწერა: ninucaucanini chubiniZe
თარიღი: 2013-12-21
me ravi mainc cud xasiatze var mara vcdi ra undgia win biggrin kai iyoo ♥

პასუხი:
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ჩემი პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

ტოპ ავტორები

null
MaRsoN
null458
null1569
null4


null
მარიამი♥
null306
null1635
null19


null
Dzamuk))
null241
null134
null0


null
Tamta♥))
null125
null959
null0


null
ninucauca
null108
null1211
null14

კალენდარი
«  დეკემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
საიდან გაიგე smileworld-ის შესახებ?

javascript:;
სულ პასუხია: 36
ახალი სიახლეები
            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1315

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: Dzamuk))
          ნანახია: 1488

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1179

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1243

          კომენტარები: 4
__________________________

            
          ავტორი: MaRsoN
          ნანახია: 1539

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1086

          კომენტარები: 1
__________________________

FaCeBooK

Love You All <33