Guns N Roses (განზ-ენ-როუზიზი) - 20 იანვარს 2013 - გართობა ერთობაშია


 
მენიუ
ძებნა
მინი-ჩათი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]

ითამაშე ჩვენთან :)
მთავარი » 2013 » იანვარი » 20 » Guns N Roses (განზ-ენ-როუზიზი)
0:37 AM
Guns N Roses (განზ-ენ-როუზიზი)
განზ-ენ-როუზიზი (ინგლ. Guns N' Roses) — ამერიკული ჰარდ როკ ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა ლოს-ანჯელესში, კალიფორნია, 1985 წელს. ჯგუფს გაყიდული აქვს ალბომების 100 მილიონზე ასლი[6] მსოფლიოს მასშტაბით, აქედან 43.5 მილიონი - შეერთებულ შტატებში[7]. ამ ციფრებით ითვლებიან მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჰარდ როკ ჯგუფად. მათი 1987 წლის სადებიუტო ალბომი Appetite for Destruction 25 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა მსოფლიოს მასშტაბით და გამოსვლის დღიდანვე დაიმკვიდრა პირველი ადგილი აშშ-ს ჩარტებში. ალბომის პირველი სიმღერა Welcome to The Jungle გამოყენებულია კლინტ ისტვუდის 1988 წლის ფილმში სასიკვდილო სია.




ჯგუფის მუსიკალურმა სტილმა, სცენაზე ხშირად გამოჩენამ და ცუდი ბიჭების იმიჯმა ხელი შეუწყო დაეპყროთ გვიანი 80-იანების და ადრეული 90-იანი წლების ჰარდ როკის სცენა. მაშინ როდესაც გლემ მეტალი წამყვან სტილად ითვლებოდა და ლიდერობდა გაყიდულ ჩანაწერებში, განზ-ენ-როუზიზმა მსმენელს შესთავაზა მუსიკა, რომელმაც ხელი შეუწყო გლემ მეტალის პოპულარიზაციას და უამრავი მსმენელი მიიზიდა. ჯგუფმა განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია 1987-1993 წლებში, მაგრამ წევრებს შორის არსებულმა უთანხმოებებმა გამოიწვია პირველი შემადგენლობის დაშლა. დღეს ერთადერთი წევრი თავდაპირველი შემადგენლობიდან ექსლ როუზია, რომელიც უკვე 26 წელია, რაც ამ ჯგუფის ვოკალისტად მოღვაწეობს.




მუსიკალური სტილი 

განზ-ენ-როუზიზის მუსიკაში შერწყმულია ჰევი მეტალი და კლასიკური როკ-ენ-როლი. მათ დღევანდელ მუსიკაში იგრძნობა ისეთი მუსიკალური სტილის ელემენტები, როგორიც Nine Inch Nails-სა და მსგავს ჯგუფებს აქვთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ Nine Inch Nails-ის ყოფილი გიტარისტი, რობინ ფინკი დღეს განზ-ენ-როუზიზშია.
განზ-ენ-როუზიზის იმიჯსა და მუსიკალურ სტილზე დიდი გავლენა იქონია ჯგუფმა Hanoi Rocks. ექსლ როუზის თქმით, ჯგუფზე ასევე უდიდესი გავლენა იქონია Queen-ის[42], როლინგ სტოუნზისა და AC/DC-ს შემოქმედებამ. 1987 წლის ალბომზე, მისი თქმით, აეროსმითის გავლენაც იყო.[43]
ჯგუფის სიმღერების ტექსტების დიდი ნაწილის ავტორები არიან ექსლ როუზი და იზი სტრედლინი.




გავლენა 

1980-იან წლებში განზ-ენ-როუზიზმა მეტალში შემოიტანა უფრო სერიოზული, ემოციური, ხანდახან კი პოლიტიკური დატვირთვის მქონე მუსიკა. ჯგუფის როკ-ენ-როლური სტილი სრულიად განსხვავდებოდა იმდროინდელი ამერიკული ახალგაზრდობის გემოვნებისგან, რომელიც ორიენტირებული იყო ალტერნატივაზე, ელექტრონულ მუსიკასა და ჰიპ-პოპზე.
განზ-ენ-როუზიზმა 9 თვის მანძილზე, მუსიკალურ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა და ყველა ჩარტი დაიპყრო - მას შემდეგ, რაც MTV-ზე ჯგუფის ვიდეო ღამის საათებში რამდენიმეჯერ იქნა ნაჩვენები. Appetite for Destruction გაყიდვების მხრივ ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ალბომად.




ჯგუფზე ყოველთვის განსაკუთრებულად საუბრობდნენ სხვა ცნობილი მუსიკოსები და კოლექტივები. ოზი ოსბორნმა განზ-ენ-როუზიზს მეორე როლინგ სტოუნზი უწოდა. 2002 წელს ჟურნალმა Q შეადგინა სია 50 ჯგუფი, რომელიც უნდა ნახო მანამ, სანამ მოკვდები. მათ შორის განზ-ენ-როუზიზიც არის ნახსენები. მუსიკალურმა ტელევიზიამ VH1 100 უდიდეს ჰარდ-როკ ჯგუფს შორის განზ-ენ-როუზიზს მე-9 ადგილი დაუმკვიდრა, ხოლო 50 საუკეთესო ჯგუფს შორის - მე-11. ჟურნალ როლინგ სტოუნის ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომს შორის მოხვდა განზ-ენ-როუზიზის დისკიც Appetite for Destruction.




ჯგუფი კრიტიკისგან თავისუფალი არ ყოფილა. მედია ხშირად აკრიტიკებდა მათ ნარკოტიკებისა და სასმელის ხშირად მიღების გამო, ასევე იმ მიზეზით რომ ექსლი ხშირად იცმევს მაისურებს ჩარლზ მენსონის გამოსახულებით. კრიტიკის საფუძველი ხდებოდა ალბომების გამოცემებს შორის დიდი შუალედებიც.




ვოკალისტი ექსლ როუზი კრიტიკის საგნად იქცა მას შემდეგ, რაც ჯგუფი დაიშალა. მუსიკალური კრიტიკოსები თვლიდნენ, რომ მას, კლასიკური შემადგენლობის დაშლის შემდეგ, ახალი შემადგენლობით მოღვაწეობა აღარ უნდა გაეგრძელებინა.|




 

დაამოწმა და გაალამაზა მარიამი<3-მ
კატეგორია: ჩემი ბიოგრაფია | ნანახია: 1091 | დაამატა: Dreamer | ტეგები: Guns N' Roses | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3

№ 3 - დაწერა: gusiieni samadashvili
თარიღი: 2013-01-20
კარგი ნიუსიაა jggjg hfh hfh

პასუხი:

№ 2 - დაწერა: MaRsoNmari iasagashvili
თარიღი: 2013-01-20
საინტერესოააა :)))
საერთოდ არ მიყვარს როკი მაგრამ ვნახავ აუცილებლად hfh

პასუხი:

№ 1 - დაწერა: მარიამი♥MARI_ MARI
თარიღი: 2013-01-20
კარგი ინფორმაციაა :))

პასუხი:
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ჩემი პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

ტოპ ავტორები

null
MaRsoN
null458
null1569
null4


null
მარიამი♥
null306
null1635
null19


null
Dzamuk))
null241
null134
null0


null
Tamta♥))
null125
null959
null0


null
ninucauca
null108
null1211
null14

კალენდარი
«  იანვარი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩვენი გამოკითხვა
როგორ ფიქრობ საიტზე მეგობრული ბავშები არიან?

javascript:;
სულ პასუხია: 26
ახალი სიახლეები
            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1317

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: Dzamuk))
          ნანახია: 1490

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1181

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1245

          კომენტარები: 4
__________________________

            
          ავტორი: MaRsoN
          ნანახია: 1541

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1088

          კომენტარები: 1
__________________________

FaCeBooK

Love You All <33