Ireland ♥♥ - 13 მარტში 2013 - გართობა ერთობაშია


 
მენიუ
ძებნა
მინი-ჩათი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]

ითამაშე ჩვენთან :)
მთავარი » 2013 » მარტი » 13 » Ireland ♥♥
11:08 AM
Ireland ♥♥

ირლანდია , ოფიციალურად ირლანდიის რესპუბლიკა (ირლPoblacht na hÉireann) — ქვეყანა დასავლეთ ევროპაში, მდებარეობს ამავე სახელწოდების კუნძულზე. ფართობი - 70 273 კმ². დედაქალაქია დუბლინი, რომელიც კუნძულის აღმოსავლეთით მდებარეობს. სახმელეთო საზღვარი მხოლოდ ჩრდილოეთ ირლანდიასთან გააჩნია, რომელიც დიდი ბრიტანეთის ნაწილია. დასავლეთით აკრავს ატლანტის ოკეანე, სამხრეთით კელტების ზღვა, სამხრეთ-აღმოსავლეთით წმინდა გიორგის სრუტე და ირლანდიის ზღვა აღმოსავლეთიდან.

ამჯამინდელმა ირლანდიის რესპუბლიკამ პოლიტიკური დამოუკიდებლობა გაერთიანებული სამეფოსაგან 1922 წელს მიიღო, დამოუკიდებლობისათვის ომის შემდეგ, კუნძულის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ოლსტერისპროვინცია კი სამეფოს შემადგენლობაში დარჩა.



ქვეყნის ოფიციალური სახელწოდებაა ირლანდიის რესპუბლიკა; ირლანდიულად - Eire; Poblacht na h'Eirean; ინგლისურად - Republic of Ireland. სახელი "ირლანდია” უკავშირდება პროტო-კელტურ სიტყვას Iweri, რაც ნაყოფიერ ადგილს ნიშნავს. მისი ლათინური სახელია Hibernia, უელსური - Iwerddon, ბრეტონული - Iwerzhon. ეს შესაძლოა მიუთითებდეს ირლანდიელთა წინაპრების კავშირს პირენეის ნახევარკუნძულის უძველეს მოსახლეებთან - იბერიელებთან. სახელის ეროვნული ფორმა Eire გელურ ენაზე "ქვეყნის” შესატყვისია.


გეოგრაფიული თვალსაზრისით, ქვეყანა განლაგებულია ლაბრადორის ნახევარკუნძულის, სამხრეთ ალასკისა და სამხრეთ კამჩატკის განედზე, თუმცა კუნძულოვანი მდებარეობისა და გოლფსტრიმის თბილი დინების გავლენით ზღვიური ტიპის კლიმატია ჩამოყალიბებული.წლიური ტემპერატურული ამპლიტუდა არაა მაღალი და 15°-ს შეადგენს. ზაფხული გრილია, ნალექიანი. საშუალო ტემპერატურა +18 - +20 °C. ზამთარი ნაკლებად ყინვიანია, საშუალო ტემპერატურა - +8 °C. დაფიქსირებული აბსოლუტური ტემპერატურული მაქსიმუმი აღინიშნა 1887 წლის ივნისში, +33.3 °C.[4]მსგავსად მეზობელი დიდი ბრიტანეთისა, ირლანდიაში ხშირია ატმოსფერული ნალექები, ძირითადად - წვიმის სახით. ნალექების საშუალო რაოდენობა 750-1000 მმ შორის მერყეო ქვეყნის შიდა წყლების ქსელი კარგადაა განვითარებული. მდინარეები განეკუთვნებიან ატლანტის ოკეანისა და ირლანდიის ზღვის აუზებს. უდიდესი მდინარეა შენონი, რომლის სიგრძე 360 კმ - ს შეადგენს. იგი გაედინება ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში და ატლანტის ოკეანეში ჩაედინება. მდინარე თავის გასწვრივ წარმოშობს რამდენიმე ტბას (ლოხ-ალენი, ლოხ-რი, ლოხ-დერგი). სხვა მდინარეებიდან აღსანისნავია ლიფლიბლექუოთერიბენიბოინი და ა.შ. ირლანდია მდიდარია ტბებითაც, რომელთაც აქ ”ლოჰებს” (lough) უწოდებენ. უდიდესი ტბაა ლოხ-კორიბი (სარკის ფართობი176 კვ.კმ),ასევე - ლოხ-დერგი. ირლანდიისთვის დამახასიათებელია დიდი რაოდენობით დაჭაობებული ტერიტორიების არსებობა, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიის 1/6-ს იკავებენ[6].ირლანდია არ წარმოადგენს მაღალმთიან ქვეყანას. მისი უმაღლესი მწვერველი - კარანტუოჰილი ზღვის დონიდან სულ რაღაც 1041 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. ქვეყნის ტერიტორიის უდიდეს ნაწილს იკავებს ვაკე-დაბლობები, რომელიც გარშემორტყმულია სხვადასხვა მთიანი სისტემებით: მაკგილიკადიუიკლოუმორნიბლუსტეკი და ა.შ. ირლანდიის გეოლოგიურ განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა გამყინვარებამ, რომლის ნარჩენი გეომორფოლოგიური ერთეულები ახლაც უხვად გვხვდება კუნძულის ტერიტორიაზე[5].

ირლანდიის სანაპირო ხაზი საკმაოდ დანაწევრებულია, შედეგად გვაქვს დიდი რაოდენობით ყურეები, სანაპირო კუნძულები, მცირე ნახევარკუნძულები. ყურეებში მდებარეობს მნიშვნელოვანი პორტები, მაგ. დუბლინი - დუბლინის ყურეში, კორკი - ანალოგიური სახელწოდების უბეში და ა.შ. მიმდებარე მცირე კუნძულებიდან აღსანიშნავია აჩილიარანი,ვალენსია.

სასარგებლო წიაღისეულიდან მოიპოვება თუთია, ტყვია, ბუნებრივი აირი, ბარიტი, სპილენძი, თაბაშირი, კირქვა, დოლომიტი, ტორფი, ვერცხლი.




ოფიციალური ენებია ირლანდიური და ინგლისური. საუკუნეთა მანძილზე ირლანდიური, როგორც კოლონიზებული მოსახლეობის ენა, ინგლისელების მხრიდან დევნას განიცდიდა. ირლანდიურენოვანი მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა ე.წ. ”კარტოფილის შიმშილობის” პერიოდში, ხოლო 1871 წლამდე ირლანდიური ენის სწავლება დაწყებით სკოლებშიც კი აკრძალული იყო. ამჟამად ირლანდიური ენა რესპუბლიკის, ხოლო 2007 წლის 1 იანვრიდან კი - ევროკავშირის ოფიციალურ ენას წარმოადგენს. ამჟამად მას ფლობს ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 40%, თუმცა ყოველდღიურ სალაპარაკო ენად მხოლოდ ქვეყნის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში, გელტახტებშია შემორჩენილი.

Irland Headers

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image


და ბოლოს აი ჩემი ირლანდიელი წიწილაც : ) xoxo ;DD


კატეგორია: სახალისო/საინტერესო | ნანახია: 884 | დაამატა: მარიამი♥ | ტეგები: ireland | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2

№ 1 - დაწერა: MaRsoNmari iasagashvili
თარიღი: 2013-03-13
ნეტა მერირსოო ირლანდიის ნახვაა ან საქართველოს მაინც გავცდეე jggjg jggjg

პასუხი:

№ 2 - დაწერა: მარიამი♥MARI_ MARI
თარიღი: 2013-03-13
მე ირლანდიისა და მისი ერთი მაცხოვრებლის ნუ წარმოშობით როა ჰორანი გვარად ხოიცი :დ

პასუხი:
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ჩემი პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

ტოპ ავტორები

null
MaRsoN
null458
null1569
null4


null
მარიამი♥
null306
null1635
null19


null
Dzamuk))
null241
null134
null0


null
Tamta♥))
null125
null959
null0


null
ninucauca
null108
null1211
null14

კალენდარი
«  მარტი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
საიდან გაიგე smileworld-ის შესახებ?

javascript:;
სულ პასუხია: 36
ახალი სიახლეები
            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1316

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: Dzamuk))
          ნანახია: 1489

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1180

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1244

          კომენტარები: 4
__________________________

            
          ავტორი: MaRsoN
          ნანახია: 1540

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1087

          კომენტარები: 1
__________________________

FaCeBooK

Love You All <33