ლექსები - 20 ივნისში 2013 - გართობა ერთობაშია


 
მენიუ
ძებნა
მინი-ჩათი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]

ითამაშე ჩვენთან :)
მთავარი » 2013 » ივნისი » 20 » ლექსები
5:24 PM
ლექსები


სამშობლო

ნახე ცხოვრება რას გავს
დღეს რას გაიგებ ახალს
მათში ფული წარმოადგენს მთავარს
საქართველო ძლიერებას კარგავს.
წიგნის ფასი დაკარგულა მათში
მხოლოდ ერთი წაიკითხავს ასში
ვერ ხედავენ დადებითს კარგში
მეგობრობა იკარგება ფასში.
აღარ უნდათ დარჩენა სახლში
პატარებს მოუნდათ გამგზავრება ცაში
ჰგონიათ დიდხანს იარეს
და ბევრიც გამოიარეს
ყურადღებას არ აქცევენ
მშობლის მწვავე იარებს.


2012




***

ალბათ სიყვარულს მიუწვდომელს
რომ დავსტირივარ,
ალბათ იმ მწვერვალს მიუდგომელს
რომ ვერ ავდივარ,
ალბათ ოცნების დიდ სიმდიდრეს
მე ვერ ვიპოვი, მაგრამ
განა ვერ ვიპოვი გულის სიმთელეს
რომ მას შევფიცო სიყვარული მარად და მარად.
7 თებერვალი


2013
მარიამ დავითაძე




დედას

გახსოვს?! ბავშვობაში როგორ ვტირდევოდი
როცა ჩემი ხელი შენსას შორდებოდა,
გახსოვს?! როგორ ვჩერდებოდი
როცა ჩემი თავი შენს გულს ეხებოდა,
გახსოვს?! პირველ ნაბიჯს როგორ გადავდგამდი,
გახსოვს?! იავ-ნანას როგორ მიმღეროდი,
გახსოვს?! პირველ სიტყვას შენ რომ მასწავლიდი,
გახსოვს?! ცუდ საქმეზე როგორ მიწყრებოდი.

9 თებერვალი
2013
მარიამ დავითაძე




***

რაღაც უცნაური გრძნობა დამეუფლა,
თითქოს, ყველაფერი ერთად არეულა,
თითქოს, ვიღაც, თბილად ჩამეხუტა,
მერე მისი სახე სხვებშიც გარეულა.
მივაგენ ისევ, ისევ მომეხვია,
რაღაც უცნაური გრძნობა მომერია,
თვალზე ცრენლი უეცრად მომრევია,
მისი მკლავები სხვასაც მოეხვია.
უეცრად ტირილის სურვილი გამიჩნდა,
რაღაც ძალა არ მაძლევს უფლებას,
მისი სიტყვები უმალ გამახსენდა,
გრძნობას მივეძალე რაღაც უეცარს.
მისი სიტყვები ეხლაც ჩამესმის,
მას დავინახავ უკუნ ღამეშიც,
ხშირად ვიხედები ჩუმად სარკეში,
მასში დამსგავსებას ვცდილობ რამეში.


2012
დეკემბერი




***

მე სიყვარულის ღვინით დამთვრალი
დავეხეტები მის სახლთან ახლოს
და ყურადღებას მისას ვერ ვიპყრობ,
მისი სიყვარული მე უფრო მათბობს.
უცებ ის ვიღაც ღამის წყვდიადში
უცნაურ სითეთრით სადღაც შორს წავიდა
და მე დამხრჩვალი თითქოს ღვინოში
არ ვიცი, არ ვიცი ახლა რა მინდა.
და სიყვარულის ტყვიით დაჭრილი
ვერ ვიკურნები რატომღაც წამლით
მე იქვე სახლთან თავჩაღუნული
არ მეშინია სიბნელის, ღამის.


20 თებერვალი
2013




ნუღარ ტირი

შეხედე! ვარსკვლავს როგორ ციმციმებს,
შეხედე! მთვარეს თითქოს იღიმის,
შეხედე! ვარდებს თითქოს იისფერს,
შეხედე! ველებს ნამიანს წვიმით.
შეხედე! იმ ცას შენ რომ დაგწურებს,
შეხედე! იმ ბავშვს ციცქნას მხიარულს,
შეხედე! გოგო ღიმილით ატყუებს,
შეხედე! დედა შვილს ასწავლის სიარულს.
შეხედე! შეხედე! და ნუღარ ტირი,
გჯეროდეს ღმერთის და მისი ძალის,
ის შენ დაგიცავს, გჯეროდეს მისი,
სასწაული მოხდება! გჯეროდეს ამის.


02:40
25 თებერვალი

2013



ოცნება ამისრულე

მადლობა ღმერთო ოცნება ამისრულე
ჩემი სოცოცხლის ხალისი დამიბრუნე
მხოლოდ ერთმა ხელი ჩამჭიდა
და ჩემი გონება სადღაც შორს გაფრინდა.
გონებაგათიშული ფიქრებში გაფანტული
ვიდექი როგორც სიზმარში ჩახატული
სამყარო ჩემს ირგვლივ აღარ არსებობდა
იქ სადაც ყველაფერი სიყვარულით ფასდებოდა.


2013 წელი



მე შენში მიყვარს

მე შენში მიყვარს ის ანგელოზი
რომელიც მუდამ სიკეთეს ჩადის;
რომელსაც ვერასდროს ვერ ჩამოშორდი;
რომელიც ხშირად მაფიქრებს ღამით.
მე შენში მიყვარს ის მუსიკოსი
რომელიც მუდამ სიყვარულს რითმავს;
რომელიც ყოველთვის არის სხვა დროში;
რომელიც არასდროს არ ბაძავს სხვისსას.
მე შენში მიყვარს ჩემი ოცნება
რომელიც მუდამ გონებას იპყრობს;
ეს ჩემი გულია შენის მონება
რომელიც მუდამ ონებას ითხოვს.

2 მარტი
2013
01:23




ოცნება

უკვე ვტირივარ, ნეტავი რატომ?
ამას ვერ გეტყვი, მე ვიცი მარტო.
უკვე ვიღიმი, რა გინდა კარგო?
სევდა მერევა დამტოვეთ მარტო.
უკვე დიდი ვარ, გაიგებთ ხალხო?
გთხოვ არ დამტოვო, იყავი ახლოს.
ხელი შეგახე გაიგე ნეტა?
ვერ ჩაგეხუტე, მხოლოდ მე ერთმა.
მე ვეღარ ვხედავ, იხსნება ზეცა?
რამდენს ვტირივარ, ეს იცის ღმერთმა.
რა დაგვიწერა ნეტავ ჩვენ ბედმა?
ხელი ჩამჭიდე ვიაროთ ერთად.
რაღაც ხმა მესმის, ნეტავ ზღვა ღელავს?
შენ მე მომაპყრობ მაგ ლამაზ ცქერას.
რაღაც ენთება, იქნებ და ელავს?
მე არ დაგტოვებ ვიქნები შენთან.
რაღაც შემცივდა, ქარი უბერავს?
ალბათ ვიღაცსხვას გრძნობას უქარავს.
იქნებ არ არის უბრალო ღელვა?
ალბათ შემიპყრო ოცნებამ ჩემმა.
იქნებ არ არის უბრალო ელვა?
და გამიელვა ოცნების ფერმა.
იქნებ არ არის უბრალო ბერვა?
და მე შემიპყრო ოცნების ღმერთმა.

20 მარტი
2013
00:03
კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 860 | დაამატა: Tamta♥)) | ტეგები: ლექსები | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5

№ 5 - დაწერა: meko
თარიღი: 2013-06-22
dzalian kargia am asakshi aseti azrovneba da nichi dzalian dasafasebelia.yochag.:*

პასუხი:

№ 4 - დაწერა: nucanuciko:)nuca kobeshavidze
თარიღი: 2013-06-21
me bolo gansakutrebit momewona, kargi leqsebi gaqvs, pirvels ritma uwedavda ise kargi iyo yvela :))

პასუხი:

№ 3 - დაწერა: MaRsoNmari iasagashvili
თარიღი: 2013-06-20
ცოტა რითმაში ჭედავს... თუმცა რომ დაიხვეწო, თუკი ამ გზას გაყვები ბევრსაც მიაღწევ

ჯერ პატარა ხარ(შედარებით) ბევრს კიდევ ისწავლი დაამატებ შეურევ ამ ძველ ცოდნას და გამოვა საუკეთესო ლექსები guli წარმატებები..!

პასუხი:

№ 2 - დაწერა: ninucaucanini chubiniZe
თარიღი: 2013-06-20
vaimeeee aiii gavocdiii ♥ umagresiiiiiaaaa :** yochag mariam !

პასუხი:

№ 1 - დაწერა: mariam davitadze
თარიღი: 2013-06-20
madlobaa :* :* :*

პასუხი:
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ჩემი პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

ტოპ ავტორები

null
MaRsoN
null458
null1569
null4


null
მარიამი♥
null306
null1635
null19


null
Dzamuk))
null241
null134
null0


null
Tamta♥))
null125
null959
null0


null
ninucauca
null108
null1211
null14

კალენდარი
«  ივნისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩვენი გამოკითხვა
რას ანიჭებთ უპირატესობას ბიჭის დანახვისას?

javascript:;
სულ პასუხია: 34
ახალი სიახლეები
            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1316

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: Dzamuk))
          ნანახია: 1489

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1180

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1244

          კომენტარები: 4
__________________________

            
          ავტორი: MaRsoN
          ნანახია: 1540

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1087

          კომენტარები: 1
__________________________

FaCeBooK

Love You All <33