ჩართეთ მუსიკა,თორე არ იქნება ისე ძალიან საინტერესო:)
ნაპირთან ახლოს წყალში ჩადგმული შეზლონგი, ოკეანის ტალღების ხმა, თეთრი ქვიშის სანაპიროები,ფეხებზე მოლამუნე თბილი, ფირუზისფერი წყალი, ვარკვლავებით მოჭედილი ცა, ჰარმონიული, რომანტიკული საღამოები და მშვიდი გარემო...
მალდივის კუნძულები მდებარეობს სამხრეთ აზიაში, ინდოეთის ოკეანის აუზში. მალდივები ბუდისტმა ბერებმა აღმოაჩინეს V საუკუნეში, XII საუკუნეში კი სახელწმიფო რელიგიად ისლამი გამოცხადდა. მალდივის არქიპელაგი მოიცავს 1.190 მცირე კუნძულ-ატოლს, რომელთაგან მხოლოდ 220-ია დასახლებული. თვითონ კუნძულები ძველი ჩაძირული ვულკანური მთების მწკრივს წარმოადგენს.
აქ არსებული ყველა კუნძული ძალიან დაბალია და მათი სიმაღლე ზღვის დონიდან 2 მეტრს არ აღემატება. კუნძულების უმეტესობა შემოსაზღვრულია ბარიერული რიფით, რომელიც კიდევ უფრო განსაკუთრებულსა და ლამაზს ხდის ისედაც გასაოცარ კუნძულებს.
კუნძულები მდიდარია კაკაოს, ნესვის, ბატატისა(ტკბილი კარტოფილი) და ქოქოსის ტყეებით. ფაუნაც განსაკუთრებული და მრავალფეროვანია. ინდოეთის ოკეანის წყლები სავსეა კუებითა და უამრავი სხვადასხვა სახეობის ულამაზესი თევზით.
ფასები
დაივინგი, თევზაობა ($500 იახტა სამ კაცზე 6 საათით), გასეირნება თვითმფრინავით არქიპელაგის თავზე, სამახსოვრო სურათების გადასაღებად (15-20 წუთი- $70), ექსკურსია დედაქალაქში მალე- 1 საათში მოივლით მთელ ქალაქს (გიდი ერთი საათით- $10)