მეგობრობა- ის რაც ყველას გვჭირდება ! - 8 მარტში 2013 - გართობა ერთობაშია


 
მენიუ
ძებნა
მინი-ჩათი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]

ითამაშე ჩვენთან :)
მთავარი » 2013 » მარტი » 8 » მეგობრობა- ის რაც ყველას გვჭირდება !
10:36 PM
მეგობრობა- ის რაც ყველას გვჭირდება !
მეგობრობა-ის რაც ყველას გვჭირდება..
სიმართლე გითხრათ,ახლა არანაირი მუზა არ მაქვს და არც წერა მინდა,უბრალოდ ვიცი რომ მერე ვეღარ მოვასწრებ..

არასდროს მიფიქრია რა იყო მეგობრობა.. მეგონა რომ ვიცოდი,რადგან მე მეგობრები მყავდა..არც იმის მეშინოდა,რომ ისინი სულ ჩემთან ერთად არ იქნებოდნენ,არც იმის,რომ დრო მათ წამართმევდა.. უბრალოდ,ვტკბებოდი აწმყოთი და ხვალინდელი დღე ფეხებზე მეკიდა..





ახლა ხვალიდნელზე უფრო ბევრს ვფიქრობ,ვიდრე აწმყოზე.. მას შემდეგ,რაც რამდენიმე ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანი დავკარგე,სხვანაირად ვუყურებ ცხოვრებას.. პრინციპში,მე არც დამიკარგავს ისინი,უბრალოდ,სბედმა წაშალა ზედმეტი ხალხი ჩემი ცხოვრებიდან. მე არ შემეშინდა მათთვის მეთქვა ,,ნახვამდის”,ამიტომაც ცხოვრებამ ახალი ,,გამარჯობა”-თი დამაჯილდოვა. რომ არა ის დანაკარგი,ახლა მე არ მეყოლებოდა ჩემი ორი საუკეთესო დაქალი,რომელიც ჩემი ცხოვრების ისეთივე განუყრელი ნაწილები არიან,როგორც სინათლისთვის სიბნელე.

რა არის მეგობრობა?-ბედის ირონია..





თუ მეგობარი გყავს-ბედნიერი ხარ! იცით, ბოლომდე ახლაც ვერ ვხსნი რა არის მეგობრობა. მე ვფიქრობ,რომ მეგობრობა სიყვარულზე უფრო ძლიერია.. თავად სიყვარულიცაა.. როდესაც სიყვარული ტკივილს გვაყენებს,იმ დროს მეგობრობას შეუძლია ნებისმიერი იარა მოგვიშუშოს და მეორე,ახალ დღეს,გაღმებულები შეგვახვედროს. სწორედ მეგობარია ის ადამიანი,რომელიც საჭირო დროს გყავს გვერდით..რომელიც არასდროს იღლება იმის მოსმენით,თუ როგორ გიჟდები იმ იდიოტზე,რომელსაც შეუძლია ნებისმიერ იდიოტობაზე შენთან ერთად გულიანად იხარხაროს,რომელიც მუდამ განუგეშებს და გეხმარება,რომელსაც უჭირავს შენი ხელი და გრძნობს შენს გულს..

კარგია,როცა ზემოთ აღწერილი მეგობარი გყავს..





ალბათ,გაგიკვირდათ,მეგობრობას ,,ბედის ირონია” რატომ ვუწოდე.. ბევრი მეგობარი გღალატობს..ზურგს უკან გძირავს.. და ალბათ ყველას მოგეხსენებათ რას აღარ აკეთებს..დარწმუნებული ვარ,თითოეული თქვენგანისთვის მაინც უღალატია მეგობარს.. მაგრამ,ალბათ,ასეთებს მეგობრები არც ქვიათ..

რაც არ უნდა ბევრი მეგობარი გყავდეს,მაინც მარტო იქნები,სანამ არ შეუშვებ შენს გონებაში,სულში იმ აზრს,რომ მარტო არ ხარ.. რაც არ უნდა კარგი მეგობარი გყავდეს,ის ბოლომდე შენთან ვერ იქნება..რომ წახვალ ,,იქ”,ის არ გამოგყვება,გიგლოვებს რამდენიმე დღე,შეიძლება თვეებიც კი,შემდეგ,მობეზრდება ტყუილი ცრემლების ღვრა და ისევ აყვება ცხოვრების რიტმს..მაგრამ შენ ხომ კარგი მეგობარი ხარ? ამიტომაც,მისცემ მას ძალას,ცხოვრება უშენოდ გალიოს,თანაც ბედნიერად..შენ არ იეჭვიანებ მის ახალ მეგობრებზე,რადგან ხედავ,რა ბედნიერიცაა ის,შენც ხომ ამის გარდა არაფერი გინდა?





მაგრამ,მე მაინც მიმაჩნია,რომ როცა გყავს მეგობრები,რომლებიც გიყვარს და უყვარხარ,იცხოვრე აწმყოთი,არ იფიქრო მომავალზე,დატკბი ამ წუთებით,საათებით,დღეებით,თვეებით,წლებით.. გიყვარდეს და ბედნიერი იქნები. არასდროს აგრძნობინო მეგობარს,რომ ცუდად ხარ. ამით მას გულს ატკენ,მაგრამ თუ მისი გვერდში დგომა გჭირდება,დაძლიე სიამაყე და უთხარი მას,რომ შენ ის ძალიან გჭირდება. ან,თუ იჩხუბეთ და პატიებას არ თხოვ. თუ გიყვარს,შენ დამნაშავე რომც არ იყო,პატიება თხოვე,და ყველაფერი კარგად იქნება.

დამიჯერეთ,არაფერია იმაზე უკეთესი,როცა იცი,რომ ცხოვრების ეკლიან გზაზე,შენს გვერდით არის ადამიანი,რომელიც სულ დაგეხმარება,რომელიც ყოველთვის,როცა დაეცემი,ასადგომად ხელს გამოგიწვდის..

P.S. და ბოლოს, ,,ყველას მეგობარი არავის მეგობარი არაა”-გოეთე.













კატეგორია: სტატუსები | ნანახია: 2083 | დაამატა: Dzamuk)) | ტეგები: მეგობრობა- ის რაც ყველას გვჭირდება | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3

№ 3 - დაწერა: Iva_NNatia Natia
თარიღი: 2013-05-09
dzaan magaria mari da tan gilshi chamwvdomic .me mikharia rom shen khar chemi megobari :* :* 558246apx4o99pxy iuooip- opp opp

პასუხი:

№ 2 - დაწერა: მარიამი♥MARI_ MARI
თარიღი: 2013-03-09
ძაან კარგია ))

პასუხი:

№ 1 - დაწერა: MaRsoNmari iasagashvili
თარიღი: 2013-03-08
და შენ ამბობ მუზა არ მომაწვაოო?? სასაცილოა უბრალოოდ

რათქმაუნდაა შეუდარებელი იყოო guli მე ბედნიერი ვარ რომ მყავს ორიი საუკეთესო გადარეულიი და გიჟი მეგობარი opp opp

პასუხი:
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ჩემი პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

ტოპ ავტორები

null
MaRsoN
null458
null1569
null4


null
მარიამი♥
null306
null1635
null19


null
Dzamuk))
null241
null134
null0


null
Tamta♥))
null125
null959
null0


null
ninucauca
null108
null1211
null14

კალენდარი
«  მარტი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
საიდან გაიგე smileworld-ის შესახებ?

javascript:;
სულ პასუხია: 36
ახალი სიახლეები
            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1316

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: Dzamuk))
          ნანახია: 1489

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1180

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1244

          კომენტარები: 4
__________________________

            
          ავტორი: MaRsoN
          ნანახია: 1540

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1087

          კომენტარები: 1
__________________________

FaCeBooK

Love You All <33