მუსიკა ♫ - 8 მაისში 2013 - გართობა ერთობაშია


 
მენიუ
ძებნა
მინი-ჩათი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]

ითამაშე ჩვენთან :)
მთავარი » 2013 » მაისი » 8 » მუსიკა ♫
5:10 PM
მუსიკა ♫
რა არის მუსიკა? რა გავლენა აქვს მას ადამიანზე და როგორ ზემოქმედებს იგი საზოგადოებაზე? ეს არის საკითხები, რომლებზეც ხშირად მიფიქრია. მერე სადღაც უილიამ კონგრივის სიტყვები წავიკითხე, რომ „მუსიკა ფლობს მაგიურ ძალას, წამიერად ახდენს გაფანტული გონების კონცენტრაციას და ამშვიდებს აფორიაქებულ სულს" და გადავწყვიტე ამ თემაზე პატარა პოსტი დამეწერა.

მუსიკა, რომ ადამიანის ცხოვრებაში ძალიან ინტიმურ ადგილს იკავებს ამაზე ყველა თანხმდება. როგორც ამბობენ, იგი ხელოვნების სახეა, რომელიც სინამდვილეს ასახავს და აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. თითოეული კულტურის, ხალხის ხასიათის თავისებურებები ვლინდება მის მუსიკაში. იგი არა მარტო ესთეტიკური სიამოვნებაა, არამედ ემოციებისა და გარშემომყოფთა ხასიათის აღქმის უნარი. იგი უვითარებს ადამიანს ნებისყოფას, მიზანდასახულობას, მოთმინებას.



ადამიანი ყოველთვის მიისწრაფვის რთულისკენ და ყურადღებიდან რჩება მარტივი საკითხები, რომლებსაც მნიშვნელოვნად არასდროს თვლის. ყოველთვის ვცდილობთ ვიხმაროთ მაღალფარდოვანი სიტყვები, ვცდილობთ ისინი ვიყოთ ვინც სინამდვილეში არ ვართ. დაუსრულებლივ ვთამაშობთ დაუწერელ როლს და საქმე საქმეზე რომ მიდგება მარტივი საკითხების გადაჭრა აღარ შეგვიძლია, სამაგიეროდ ოდესღაც ჩანერგილი პატივმოყვარეობა დაკმაყოფილებული გვაქვს და ჩვენს სინდისის ქენჯნას საპატიო მიზეზით ვახშობთ და ვამართლებთ ჩვენს უმეცრებას იმით, რომ რთული საკითხების გადაჭრით ვიყავით დაკავებულნი.

მუსიკა ადამიანის ცხოვრებაში მთავარი ინგრედიენტია. თქვენთვის არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის მუსიკა ჟანგბადია (როგორ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს). მუსიკა გვასაზრდოებს და გვმატებს ცხოვრების ხალისს.
ბევრს აქვს პრეტენზია, რომ ის გემოვნებიან მუსიკას უსმენს, მათ შორის მეც. რათქმაუნდა, ჯასტინ ბიბერის ფანებისთვის  ჯასტინი ღმერთია, ჩემთვის კი ის არ არის ღმერთი (სხვა რაღაცის დაწერა მინდოდა, მაგრამ მკრეხელობაში ჩამეთვლებოდა და თავი შევიკავე).
აი ზუსტად არ ვიცი რას ნიშნავს სიტყვა გემოვნება, მაგრამ ის ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ადამაინას არ გააჩნია საკუთარი გემოვნება. მე ვიცნობ კიდეც ასეთებს. არიან ადამიანები, რომლებიც როკს მხოლოდ იმიტომ უსმენენ, რომ ის "ცვეტშია” ან იმიტომ,  რომ როკს უსმენს ის ადამიანი, რომელიც მას მოსწონს. აი იმ გამოთქმას არ ვეთანხმები, რომ გემოვნებაზე არ დაობენო, სწორედ ყველაზე მეტს გემოვნებაზე დაობენ.
მე როგორც ასეთი როკის მსმენელი ვარ, მიუხედავად ამისა ვერ ვიტან ე.წ. "ჟანრში ჩაკეტილ” ხალხს. როკი მიყვარს, ვუსმენ, მაგრამ ვაფასებ კლასიკას, დასაკვრელად ჯაზიც მომწონს. მე არ ვარ ჟანრში ჩაკეტილი! კლასიკიდან მოდის ყველაფერი და ვფიქრობ, რომ ადამიანი თუ არ უსმენს უნდა აფასებდეს მაინც კლასიკას…


როკ-მუსიკა — მუსიკის პოპულარული ჟანრი, რომელიც განვითარდა 1960-იანების შემდეგ, განსაკუთრებით ამერიკასა და ბრიტანეთში. მას ფესვები 1940 და 1950-იანების როკ-ენ-როლიდან აქვს. როკ-მუსიკაზე დიდი გავლენა იქონია R&B-მ და ქანთრიმ.

როკის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტებია ელექტრო გიტარაბას-გიტარა და დრამი.




GNR (Guns N` Roses)


განზ-ენ-როუზიზ ( Guns N' Roses) არის ამერიკული ჰარდ როკ ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა კალიფორნიაში, 1985 წელს.


1986 წლის დასაწყისში ჯგუფმა ასეთი სახე მიიღო: ექსლ როუზი (ვოკალი), სლეში (სოლო გიტარა), იზი სტრედლინი (რითმ-გიტარა), დაფ მაკ-კეგანი (ბას გიტარა) და სტივენ ადლერი (დრამი). ლოს-ანჯელესისკენ მიმავალ გზაზე მათ დაწერეს სიმღერა "Welcome to The Jungle", რომელიც შემდგომში ჯგუფის ერთ ერთ ჰიტად იქცა.
ჯგუფის მუსიკალურმა სტილმა, სცენაზე ხშირად გამოჩენამ და ცუდი ბიჭების იმიჯმა ხელი შეუწყო დაეპყროთ გვიანი 80-იანების და ადრეული 90-იანი წლების ჰარდ როკის სცენა.

1980-იან წლებში განზ-ენ-როუზიზმა მეტალში შემოიტანა უფრო სერიოზული, ემოციური, ხანდახან კი პოლიტიკური დატვირთვის მქონე მუსიკა. ჯგუფის როკ-ენ-როლური სტილი სრულიად განსხვავდებოდა იმდროინდელი ამერიკული ახალგაზრდობის გემოვნებისგან, რომელიც ორიენტირებული იყო ალტერნატივაზე, ელექტრონულ მუსიკასა და ჰიპ-პოპზე.
ამ ჯგუფმა 9 თვის მანძილზე, მუსიკალურ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა და ყველა ჩარტი დაიპყრო - მას შემდეგ, რაც MTV-ზე ჯგუფის ვიდეო ღამის საათებში რამდენიმეჯერ იქნა ნაჩვენები. მათი ალბომი" Appetite for Destruction" გაყიდვების მხრივ ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ალბომად.












კატეგორია: ჩემი შემოქმედება | ნანახია: 855 | დაამატა: Dzamuk)) | ტეგები: მუსიკა ♫ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4

№ 4 - დაწერა: nucanuciko:)nuca kobeshavidze
თარიღი: 2013-05-08
me yvelafers mivxvdi da dzaan momewona... martalia GNR ar momwons magram didi ambavi, da ''gemovnebaze ar daoben'' me vetanxmebi... rogorc yoveltvis sheni siaxle uuumagresiaa :) :* <3

პასუხი:

№ 3 - დაწერა: მარიამი♥MARI_ MARI
თარიღი: 2013-05-08
- მაგარიაა !!
- ძაან მომეწონა მარა ჯგგუფების რა მოგახსენო ;დ ჩემი "რექშენ ვანდერი" ;დ ყველასმირჩევნია ! ;დ ♥

პასუხი:

№ 2 - დაწერა: ninucaucanini chubiniZe
თარიღი: 2013-05-08
მე one direction-ის გარდა არცერთი ჯგუფი არ მაინტერესებს და ხმა არ გავიგო შენი ახლა fhfj fhfj fhfj
ისე კაია :))

პასუხი:

№ 1 - დაწერა: MaRsoNmari iasagashvili
თარიღი: 2013-05-08
'მუსიკა ადამიანის ინტიმურ ადგილს იიავებს' fhfj fhfj ვერ მივხვდიი. fhfj

სიახლე ძალიან მაგარია :)) ყოჩაღ jggjg

პასუხი:
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ჩემი პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

ტოპ ავტორები

null
MaRsoN
null458
null1569
null4


null
მარიამი♥
null306
null1635
null19


null
Dzamuk))
null241
null134
null0


null
Tamta♥))
null125
null959
null0


null
ninucauca
null108
null1211
null14

კალენდარი
«  მაისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
საიდან გაიგე smileworld-ის შესახებ?

javascript:;
სულ პასუხია: 36
ახალი სიახლეები
            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1315

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: Dzamuk))
          ნანახია: 1488

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1179

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1243

          კომენტარები: 4
__________________________

            
          ავტორი: MaRsoN
          ნანახია: 1539

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1086

          კომენტარები: 1
__________________________

FaCeBooK

Love You All <33