ნიკო გომელაური - 21 აპრილში 2013 - გართობა ერთობაშია


 
მენიუ
ძებნა
მინი-ჩათი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0

[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]

ითამაშე ჩვენთან :)
მთავარი » 2013 » აპრილი » 21 » ნიკო გომელაური
11:58 AM
ნიკო გომელაური

*ეს არის ნიკო გომელაურის ლექსების კრებული, ვისაც გიყვარდათ ეს ადამიანი 

აუცილებლად დაგაინტერესებთ

მეტის სანახავად შედით სრულიადში



***
ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს, შუაღამეს მზის სხივიც თუ მაკოცებს,
აქ ხომ შავი საყვარელი ფერია, აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია…
აქ არ ხარობს თავმდაბლობის ნაგავი, აქ ტაძრებშიც შეიტანეს ნაგავი,
აქ სიზმრები აღარ არის ფერადი, აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი…
აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში, აქ ხომ ახლა ბოზობაა მოდაში,
აქ უნიჭო სიმღერები ჰიტია, აქ "ბებერი ალაზანში კიდია”…
აქ პოეტებს გაურბიან მუზები, აქ გესვრიან თუ არ წაიკუზები…
ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა..



***
10 წამია რაც გაგიცანი
9 წამი არის რაც გავიხარე
8 არის წამი ვიგრძენი ტანი
7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე
6 გავიდა -წამება ექვსი
5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი
4 უაზრო უშენო წამი
3 ჯერ პირჯვარი ,თვალებზე ნამი
2 წამში ხდება შეტევა გულის
1 წამში სკდება გულის ფიცარი
10 წამია რაც გაგიცანი
საუკუნეა რაც შეგიყვარე



***

მე შენში მიყვარს ღმერთი !

შენ , რა იპოვე ჩემში ?!

შენ – წმინდა სანთლის ღვენთი.

მე – გაფანტული ხრეში.

მე შენში მიყვარს ღმერთი !

შენში ის თავს გრძნობს კარგად.

ჩემში კი სველი დენთი

- აღარ ღირს დროის კარგვად.

მე შენში მიყვარს ღმერთი !

ტერფებთან გინთებ სანთლებს . . .

და თუ ასეა – წვეთი ,

ნამუსი მაინც მმართებს . .



***

როგორ აკოცა უფალს ლოყაზე ?!

- ცოტათი მაინც მორიდებოდა . . .

მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი ,

მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.

არადა კოცნის , არადა ჰყიდის . . .

იცის მოკლავენ , განა შტერია.

ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის ?!

- თავის სიმცირეს ვერ მოერია . . .

ისტორიაში დარჩა იუდა !

-დღესაც აქ არის არ გაიგუდა . . .




ვლავ ცივი დეკემბერია, 
კვლავ გაიხადა ტყემ, 
კვლავ ირგვლივ ნაცრისფერია, 
მაგრამ... იმატა დღემ. 

ისევ მაკივლებს შაკიკი, 
ისევ წამერთვა ხმა, 
ისევ არა მაქვს კაპიკი, 
მაგრამ... არ მცვივა თმა. 

თუმცა მებმევა ენა, 
თუმცა მაკლია თვალს, 
თუმცა არა მაქვს სმენა... 
მაინც მოვწონვარ ქალს. 

თუმცა მარტო ვარ მუდამ და 
თუმცა დავუთმე მტერს, 
თუმცა ცრემლები მგუდავდა, 
ლექსი ხო მაინც მწერს. 

ირგვლივ იმდენი ყალბია 
და ჩემთან ერთად სვამს. 
ირგვლივ გვამები დარბიან 
სამაგიეროდ მწამს: 

როგორც არ უნდა გათოვდეთ, 
გტკიოდეთ, ცუდად იმღეროთ. 
-ყოველთვის არის , გახსოვდეთ, 
,,მაგრამ" და ,,სამაგიეროდ"
 


ვინ სთქვა, რომ სდუმან პირამიდები?! 
– ისე გულწრფელად ვლაპარაკობდით... 
მეც მათთან ცრემლებს არ ვერიდები, 
გუშინ ასაკზე ერთად ვდარდობდით. 

გადაუქანცავთ არაფრის ლოდინს, 
რომ დავაწყნარო, რას არ ვპირდები... 
მაგრამ, მორიგი ტურისტი მოდის 
და ჩუმდებიან პირამიდები... 

ოჰ, მატყუარა პირამიდები 
– ჩემსა და ზეცას შორის ხიდები...



***
მღვდლებმა მითხარით , ან წარმართებმა ,
რა მემართება? რა მემართება?
ტყუილი , ნეტავ , რას მემართლება,
რა მემართება? რა მემართება?
გული თავისით არ იმართება,
რა მემართება? რა მემართება?
სული დამისხამს, ტვინი დათვრება,
რა მემართება? რა მემართება?
რად გამიტაცეს ცრუ მიმართვებმა,
რა მემართება? რა მემართება?
უსახურობა სახეს მართმევდა,
რა მემართება? რა მემართება?
ალბათ, თავდახრა უფრო მმართებდა,
რა მემართება? რა მემართება?
ბედი ბედავდა, სად არ მათრევდა,
რა მემართება? რა მემართება?

კატეგორია: book♥ | ნანახია: 1113 | დაამატა: Dzamuk)) | ტეგები: ნიკო გომელაური | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5

№ 5 - დაწერა: მარიამი♥MARI_ MARI
თარიღი: 2013-04-21
Vaimmee !! Rogoorr Mikvarrrss ♥
Ramodenime Vitsodiii ♥ Siaxlee Favoritiiaa ♥

პასუხი:

№ 4 - დაწერა: Tamta♥))Tamta Abramishvili
თარიღი: 2013-04-21
momwons am kacis leqsebi jggjg :jggjg: jggjg
srul simartles werda:))
-marson mec mags vfiqrob:((

rac sheexeba saixles yochag:)) magaria:**

პასუხი:

№ 3 - დაწერა: bffnino qituashvili
თარიღი: 2013-04-21
yvelaze magari mcerali da msaxiobi, dzalian miyvars misi leqsebi jggjg jggjg jggjg jggjg jggjg

პასუხი:

№ 2 - დაწერა: ninucaucanini chubiniZe
თარიღი: 2013-04-21
me dzalian miyvarda misi leqsebi :) misi leqsebit simartlea ritmit gadmocemuli :)
dzalian kargia jggjg

პასუხი:

№ 1 - დაწერა: MaRsoNmari iasagashvili
თარიღი: 2013-04-21
მართლაც საოცარი შემოქმედება აქვს <33 guli guli
უბრალოდ იმაზე მეშლება ნერვები ზოგიერთი ადამიანი რომ იძახის ვგიჟდები მის შემოქმედებაზეო და ერთი ლექსიც რო არ იცის :xx
-სამწუხაროდ ზოგიერთი ტყიური ამ შემოქმედებას 'მოდის' გამო თვლის კარგად guli guli რა ცუდია ასე რომ ხდება (((

მარიამ შესანიშნავი სიახლეა (შენზე არ მიიღო)

პასუხი:
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ჩემი პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

ტოპ ავტორები

null
MaRsoN
null458
null1569
null4


null
მარიამი♥
null306
null1635
null19


null
Dzamuk))
null241
null134
null0


null
Tamta♥))
null125
null959
null0


null
ninucauca
null108
null1211
null14

კალენდარი
«  აპრილი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩვენი გამოკითხვა
როგორ ფიქრობ საიტზე მეგობრული ბავშები არიან?

javascript:;
სულ პასუხია: 26
ახალი სიახლეები
            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1315

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: Dzamuk))
          ნანახია: 1488

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1179

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1243

          კომენტარები: 4
__________________________

            
          ავტორი: MaRsoN
          ნანახია: 1539

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1086

          კომენტარები: 1
__________________________

FaCeBooK

Love You All <33