Rock - 10 სექტემბერში 2013 - გართობა ერთობაშია


 
მენიუ
ძებნა
მინი-ჩათი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]

ითამაშე ჩვენთან :)
მთავარი » 2013 » სექტემბერი » 10 » Rock
3:18 PM
Rock


მიუხედავად იმისა რომ ზუსტად ვიცი ამ საიტზე ბავშვების დამოკიდებულება როკისადმი, მე მაინც ჩემსას 'ვაწვები' და ვციდლობ კიდევ ერთი სიახლე შემოგთავაზოთ როკზე.

რა არის როკი ან საერთოდ რატომ უნდა უსმინონ მას ახალგაზრდებმა, მოხუცებმა, ბავშვებმა?
რა არის ჩემთვის როკი და საერთოდ მოდი თავიდან დავიწყოთ !





როკის მოსმე დავიწყე იმის შემდეგ რაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.. მივხვდიი ბევრ რამეს. თუნდაც იმას რომ ხალხი არ არის სანდო, სწორედ ის მოგატყუებს ვისგანაც საერთოდ არ მოელი.. ბევრი გულისგაცრუება.. და საერთოდ სულიერი გარდაქმნა.

ზოგი ამბობს თუ რა მომწონს როკში 'ისინი ხომ უბრალოდ კვნესიან და კივიან'-ო ! შეიძლება ნებისმიერი გამვლელისთვის როკი კივილის დოზით არის გაჟღენთილი და მეტი არაფერი მაგრამ როკის ფანებისთვის 'როკი' უბრალოდ კივილი არ არის. ის თითქოს შენი სულის გამოძახილია.. ხანდახან მშურს კიდევაც მათი ვისაც თავისუფლად შეუძლია იკივლოს, [როგორც საზოგადოების უმრავლესობა ფიქრობს] რადგან მე არ შემიძლია..
ის ჩემთვის [და დარწმუნებული ვარ როკერების უმრავლესობისთვის] უფრო მეტია ვიდრე მუსიკა ! ვიდე ნოტები და ვიდრე აკორდები !



როკი-სატანიზმის თუ პროტესტის მუსიკა?

როკის შექმნას საზოგადოებაში სატანიზმი სულაც არ
აღმოუცენებია.  ჩემთვის ის ცოცხალი,ძლიერი და მუხტის მომცემი ჟანრია. ეს არის
ურთულესი ფილოსოფიური მუსიკა,რომელიც სავსეა ათასგვარი სოციალურ–
პოლიტიკური თემებით და ადამიანს აზროვნებას ასწავლის. სწორედ ასე
ყალიბდება გამოკვეთილი ინდივიდი. ეს იდეოლოგია ჯერ კიდევ კანტიდან
იღებს სათავეს. ის თვლიდა,რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს გაბედულება სხვისი
ზეწოლის გარეშე გამოიყენოს საკუთარი გონება,საკუთარი განსჯა და დაუჯეროს
მას,მიღებული დასკვნები კი შეიძლება წესების,ტრადიციებისა და პოლიტიკის
წინააღმდეგ იყოს მიმართული,ამით ინდივიდი სწავლობს დამოუკიდებელ
აზროვნებას და საკუთარი შეხედულებების სხვისი ზედამხედველობის გარეშე
ჩამოყალიბებას.
     ჩვენ ხანდახან არ უნდა დაგვჯაბნოს მხოლოდ ფორმამ,მხოლოდ
ნაჭუჭმა,საჭიროა ღრმად გავერკვეთ რა არის მირმა. ძლიერი ინდივიდის ყველაზე
სრულყოფილი წარმოჩენა სწორედ როკითაა შესაძლებელი. ესაა აგრესიისგან
განტვირთვის საუკეთესო საშუალება, ყველაზე რევოლუციური მუსიკა,ერთ–
ერთი მთავარი წყარო თავისუპლების უკიდეგანო სურვილისა. ის თითქოს
არის „პერსონა ნონ გრატა’’,რომელიც თავისი სიმღერით იმკვიდრებს საკუთარ
ადგილს.

     როკ–მუსიკამ სამყაროს გამოკვეთილი პიროვნებები შესძინა,რომლებიც
მის შეცვლას ცდილობდნენ. ისინი ამკვიდრებდნენ არა მარტო სრულიად
ახლებურ მუსიკას,არამედ ცხოვრების განსხვავებულ სტილს,ახალ
აზროვნებას,საქართველოში მისი არმიღება კი თავისუფალი აზრის სიმწირის
ბრალია. ძალიან საინტერესოა ლადო ბურდულის კომენტარი ამ თემასთან
დაკავშირებით: „საქართველოში 99% ამღებია,ხელოვნებაში არაფერს დებენ, რადგან მათი შემოქმედება აქტუალურობას მოკლებულია. თავიდანვე
გავაცნობიერე, რომ ამ ჯანრში საქართველოში არაფერი არსებობდა. ამას
სჭირდებოდა მშენებლობა,ხოლო ისეთ ქვეყანაში,როგორიც საქართველოა, ეს
სიგიჟის ტოლფასია’’. ის უკმაყოფილოა,რომ ალტერნატიულმა აზრმა ჩვენში
ძალიან მოიკიდა ფეხი,ამის მიზეზი კი ნამდვილად აქვს,რადგან ქართველი
ხალხი თითქოს ჩარჩოებშია მოქცეული და გონებაში ერთი აზრის დამკვიდრების
შემდეგ სხვა აზრები ამ შემოსაზრვრულ ჯებირებს ვერ ამსხვრევენ და შიგ
ვერ აღწევენ,რადგან მათ არ სურთ გადაუხვიონ ერთხელ დაკანონებულ
შეხედულებას,მაგრამ ამის შეცვლის მცირე იმედი მაინც არსებობს,დღესდღეობით
არსებული ზოგიერთი როკ–ჯგუფის,მათი თაყვანისმცემლების,მსმენელებისა და
გამოკიოთხვის შედეგად მიღებული დასკვნებიდან გამომდინარე.
     როკის ელემენტები ბევრ სხვა მუსიკალურ სტილში გავრცელდა და
მუდამ დარჩება, როგორც პროტესტის,ემოციისა და ფიქრების და არა როგორც
სატანიზმის გამოხატულება.




 ამბობენ,რომ ეს მუსიკის ველური სახეობაა,სულს აშფოთებს და უარყოფით ემოციებს იწვევს,ყველაზე დიდი გართულება კი მათ ჩაცმულობაზე აქვთ,რის გამოც მათთან მეგობრობასაც კი გამორიცხავენ,ეს ფაქტი კი პირდაპირ მიუთითებს ამ ადამიანების დისკრიმინაციის მცდელობაზე. მიუხედავად იმისა რომ როკერი ვარ ჩემს ჩაცმულობას ოდნავადაც არ ეტყობა როკის ზეგავლენა.. მიუხედავად იმისა რომ ვცდილობ მუქი ფერის [ძირითადად შავი და უქი ლურჯი] ტანსაცმელი ვატარო ეს სულაც არ არის როკისგამო, უბრალოდ მირჩევნია შეუმჩნეველი ვიყო და ასე გამოდის..


    როკერებს ხშირად მაიმუნებად, სატანისტებად, მწვალებლებად, ქართველობის გამრყვნელებად და ათას უბედურებად მოიხსენიებენ. პრობლემა ის არის, რომ საქართველოში ისინი ცოტას თუ აინტერესებს და კიდევ უფრო მცირეა იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც რაიმე მაინც წაუკითხავს როკ სუბკულტურების შესახებ.

კატეგორია: ჩემი შემოქმედება | ნანახია: 1034 | დაამატა: Dzamuk)) | ტეგები: rock | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3

№ 3 - დაწერა: Iva_NNatia Natia
თარიღი: 2013-09-10
rocki rom tqva gadakluli rokerivaro movityuebi magram mec dzaan momwons :* mari martalia roki marto kvnesa ar ari ..piradad me tu ramis dawera minda mkholod rokze vwer ....ai dzaan momwons yvela siakhle romelic dade rocktan dakavshirebit jggjg jggjg jggjg jggjg

პასუხი:

№ 2 - დაწერა: Tamta♥))Tamta Abramishvili
თარიღი: 2013-09-10
Marson შენი არ იყოს ამ ბოლო დროს არც მე ვიცი რას ვუსმენ :დდ
მთავარია მომეწონოს და დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს.. ვუსმენ :დდ
ყველაზე მეტად ამ ფრაზას ვერ ვიტან ' როდინდელ მუსიკას უსმენ ' რა აზრი აქვს როდინდელია მთავარია მოგწონს ))
საიხლე როგორც ყოველთვის შესანიშნავი და ლამაზია ))

პასუხი:

№ 1 - დაწერა: MaRsoNmari iasagashvili
თარიღი: 2013-09-10
ხოო რასაკვირველია ყველა ადამიანს მუსიკის სხვადასხვა ჟანრი მოსწონს... ამ ბოლო დროს მეეც გაურკვეველი ვარ და ვერ გამიგია რისი მოსმენა მინდა..

პირადად როკის მომხრე არც მე ვარ მაგრამ თუ გიყვარს ამას ვერავინ და ვერაფერი დაგიშლის hfh hfh კარგია შენს აზრს ასე რომ გამოთქვამ jggjg

პასუხი:
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ჩემი პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

ტოპ ავტორები

null
MaRsoN
null458
null1569
null4


null
მარიამი♥
null306
null1635
null19


null
Dzamuk))
null241
null134
null0


null
Tamta♥))
null125
null959
null0


null
ninucauca
null108
null1211
null14

კალენდარი
«  სექტემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩვენი გამოკითხვა
საიდან გაიგე smileworld-ის შესახებ?

javascript:;
სულ პასუხია: 36
ახალი სიახლეები
            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1317

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: Dzamuk))
          ნანახია: 1490

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1181

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1245

          კომენტარები: 4
__________________________

            
          ავტორი: MaRsoN
          ნანახია: 1541

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1088

          კომენტარები: 1
__________________________

FaCeBooK

Love You All <33