როგორ დავალაგოთ ტანსაცმლის კარადა? - 22 ივლისში 2013 - გართობა ერთობაშია


 
მენიუ
ძებნა
მინი-ჩათი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]

ითამაშე ჩვენთან :)
მთავარი » 2013 » ივლისი » 22 » როგორ დავალაგოთ ტანსაცმლის კარადა?
12:47 PM
როგორ დავალაგოთ ტანსაცმლის კარადა?



შენი არ ვიცი და მე ძალიან დიდხანს მაწუხებდა ეს პრობლემა, სანამ, ერთხელაც,

ხელი არ ვტაცე ყველაფერ ზედმეტს და გავაჩუქე ან გადავყარე.

თუ არ იცი, საიდან დაიწყო, ვეცდები ცოტა დაგეხმარო. იმედია ეს რჩევები გამოგადგება და მალე შენს კარადაშიც 

გაჩნდება ადგილი ახალი ტანსაცმლისთვის. თანაც მიზეზიც გექნება უფრო ხშირი 

შოპინგისთვის, შენ რომ "სულ ოთხი ჯინსიღა გაქვს”.



ნაბიჯი 1. მოაგროვე და დაახარისხე



გამოალაგე ყველაფერი გარდერობიდან, კარადიდან, ტუმბოებიდან, კარადების ზედა სათავსოებიდან, 

სულსულ ყველაფერი მოძებნე სადაც ოდესმე რამე შეგინახია და ორ დიდ ჯგუფად დაახარისხე: 

შემოდგომა-ზამთრის და გაზაფხული-ზაფხულის.

გაშალე ეს ყველაფერი საწოლზე ან რამე სხვა დიდ ზედაპირზე და საქმეს შეუდექი. თუ მაინცადამაინც 

ბევრი დრო არ გაქვს, შეგიძლია დასაწყისისთვის ერთი რომელიმე ჯგუფის, მაგალითად 

შემოდგომა-ზამთრის ტანსაცმელი დაახარისხო.



ნაბიჯი 2. ის, რასაც აღარასოდეს გამოიყენებ


ამოარჩიე ნივთები, რომელიც ამ სეზონზე ერთხელაც არ ჩაგიცვამს და 

დაუნანებლად გადადე "მოსაშორებელი” ნივთების ყუთში.

უკვე დროა, მოიშორო თავიდან რამდენიმე წლის წინ ნაყიდი ძალიან საყვარელი, მაგრამ უკვე გაცრეცილი 

მაისური, სულ ახალი ბოლოკაბა, რომელიც შარშან იყიდე დიდ ფასდაკლებაზე, მაგრამ ვერ მოირგე და 

ყიდვის დღიდან უქმად იმტვერება კარადაში. ან ჯინსი, რომელიც ორი წელია არ ჩაგიცვამს 

მაგრამ კარგი ბრენდია და გენანება.

მაგრამ, დამეთანხმე, რომ თუ შემოდგომა ისე გავიდა, აი ის წითელი ჟაკეტი არ ჩამოგიღია საკიდიდან, 

მეორე, მესამე და მეოთხე შემოდგომაზეც ზუსტად ასევე მოხდება, ისევ გაგაღიზიანებს ამ ჟაკეტის 

წითელი, მსხვილი ღილები და ისევ უკან შეკიდებ ფიქრით "ახლა არა, სხვა დროს იყოს”.



გამონაკლისი დაუშვი იმ ნივთებისთვის, რომლებიც:

✹ არ გცმია იმიტომ, რომ მათი არსებობა არ გახსოვდა და ახლა თავიდან აღმოაჩინე.

✹ საღამოს კაბები, სადღესასწაულო ტანსაცმელი, საკარნავალო კოსტიუმები. ასეთი ტანსაცმელი 

ნებისმიერ დროს შეიძლება გამოგადგეს.

✹ სამოსი, რომელიც კარგ მოგონებებთან ასოცირდება. ბავშვობის კაბა, საყვარელი სკოლის დროიდელი 

სვიტრი, კაბა რომელიც მაშინ გეცვა, როცა შენი ბიჭი გაიცანი და ა.შ.

✹ ის, რაც ძვირფასია. მაგალითად, ბეწვეული.

✹ კლასიკა- პიჯაკები, სწორი შარვლები და პერანგები. საოფისე სტილის ტანსაცმელი 

არასოდეს გადადის მოდიდან.



ნაბიჯი 3. რამდენად გიხდება ეს ნივთები?

აიღე სათითაო ნივთი იქიდან, რაც პირველ წმენდას გადაურჩა, მოიზომე, სარკეში ჩაიხედე და შეაფასე: 

ისევ გიხდება? ნამდვილად მოდაშია? ჯერ ისევ მოგწონს ეს ნივთი? იქნებ უკვე გაცვდა და პეწი დაკარგა? ან იქნებ 

ცოტა გახდი ან მოსუქდი და ისე ლამაზად აღარ გადგას ტანზე?

ჩართე ამ პროცესში მეგობრები და მოაწყე სახალისო მოდების ჩვენება. კითხე სხვებსაც, რას ფიქრობენ. 

ის ნივთები, რომლებიც გამოცდას ვერ გაივლის, ასევე უნდა მოიშორო თავიდან.



ნაბიჯი 4. შეუხამე და დაგეგმე


გადახედე დარჩენილ ნივთებს, აღმოაჩინე რა დაგაკლდა, რის შეძენას ისურვებდი, რა მოუხდება 

შენს მწვანე კოფთას, რომლის არსებობა არც გახსოვდა იმიტომ, რომ შესაფერისი არაფერი გქონდა. 

დააკვირდი დაწუნებულ ნივთებს, რომ მეორედ იგივე შეცდომები არ გაიმეორო და იგივე 

მოდელები აღარ იყიდო.



წარმატებულ შოპინგს გისურვებ!

პ.ს. ზედმეტ, არასასურველ სამოსს რა უყო, შენ თვითონ გადაწყვიტე. შეგიძლია 

გადაყარო, გააჩუქო, ეკლესიაში მიიტანო ან ბავშვთა სახლებში დაარიგო.


წყარო :
GOGONA.GE
კატეგორია: სახალისო/საინტერესო | ნანახია: 1129 | დაამატა: Dzamuk)) | ტეგები: როგორ დავალაგოთ ტანსაცმლის კარადა? | რეიტინგი: 4.0/2
სულ კომენტარები: 1

№ 1 - დაწერა: MaRsoNmari iasagashvili
თარიღი: 2013-07-22
სწორედ რომ საჭირო სიახლეა ♥ მე ყოველთვის მენანება ხოლმე ძველი ან პატარა ტანსაცმლის 'გადაგდება' არ ვიცი რატომ მაგრამ მენანება....
მართლა საინტერესო ნიუსი იყო 558246apx4o99pxy 558246apx4o99pxy ყოჩაღ!! opp opp აუცილებლად გავითვალისწინებ

პასუხი:
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ჩემი პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

ტოპ ავტორები

null
MaRsoN
null458
null1569
null4


null
მარიამი♥
null306
null1635
null19


null
Dzamuk))
null241
null134
null0


null
Tamta♥))
null125
null959
null0


null
ninucauca
null108
null1211
null14

კალენდარი
«  ივლისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
აღვადგინოთ საიტი? :)

javascript:;
სულ პასუხია: 3
ახალი სიახლეები
            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1317

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: Dzamuk))
          ნანახია: 1490

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1181

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1245

          კომენტარები: 4
__________________________

            
          ავტორი: MaRsoN
          ნანახია: 1541

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1088

          კომენტარები: 1
__________________________

FaCeBooK

Love You All <33