როგორ გავხდეთ მოდელი? - 19 ივნისში 2013 - გართობა ერთობაშია


 
მენიუ
ძებნა
მინი-ჩათი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]

ითამაშე ჩვენთან :)
მთავარი » 2013 » ივნისი » 19 » როგორ გავხდეთ მოდელი?
4:47 PM
როგორ გავხდეთ მოდელი?

[როგორც ვთქვი ძალიან მინდა გავხდე მოდელი, და ამას მივაღწევ :დ ამ სტატიამ დამაინტერსა და ამიტომ დავდე..]

როგორ გავხდეთ მოდელი?

ახალი მოდელი, ვერ ხვდება,თუ რას მოითხოვენ მისგან,პოდიუმზე პირველ გასვლამდეც კი. აგენტები აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ როგორმე ჩააყენონ ''ახლები'' ''საქმის კურში'', მაგრამ სამწუხაროდ, მათ არ აქვთ იმდენი თავისუფალი დრო, რომ ამომავალ მოდელებს დაუთმონ.
იმის გაგება,თუ რა მოგეთხოვებათ თქვენ,დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში. არ აპირებთ სამოდელო სფეროში მუშაობას? ქვემოთ მოცემული რჩევები თქვენ მაინც გამოგადგებათ.




ჟურნალები Elle,Vogue,Marie Claire, Cosmopolitan-ი მხოლოდ მცირე ნაწილია დღეს არსებული მოდური ჟურნალებისა, რომელშიც თქვენ იპოვით სასარგებლო რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ მოუაროთ თმებს, კანს და ა.შ . კარგი იქნება, თუ ყოველთვიურად იყიდით ასეთ ჟურნალებს. თქვენ ორიენტირებული იქნებით მოდის და სილამაზის სამყაროში , ყოველთვის გაიგებთ ფეშენ ბიზნესის სიახლეებს.გაეცანით ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრებს, რომლებზეც გადაღებულია მოდელები, დააკვირდით მათ პოზებს.გამოსცადეთ ეს პოზები თქვენზეც.ჟურნალის სიტილი მიესალმება ''გახსნილ და თავისუფალ'' პოზირებას. შექმენით საკუთარი პოზა და ივარჯიშეთ იმისთვის, რომ ეს პოზები თავისუფლად და ლაღად შეცვალოთ.




სარკე
იყიდეთ დიდი სარკე, რომელშიც ''მთლიანად ჩაეტევით'' იმისთვის, რომ ყოველთვის ხედავდეთ, როგორ გამოიყურებით კასტინგების თუ ჩვენებების წინ.წარმოიდგინეთ, რომ სარკის მაგივრად თქვენს წინაშე ახლა კამერაა და წაივარჯიშეთ პოზირებაში.აირჩიეთ ლამაზი პოზა და გაიღიმეთ.შესაძლებელია, კასტინგების დროს სხვადასხვა მიმიკების გაკეთება გთხოვონ.მაგალითად საღამოს კაბების ჩვენებისათვის თქვენ უნდა გამოიყუებოდეთ ელეგანტურად, მაგრამ ამავე დროს სექსუალურადაც კი.გამოიყენეთ სარკე დგომის და პოზირების გასაუმჯობესებლად , მომავალი ჩვენებისთვის.




სამოყვარულო ფოტო
კარგი ფოტოები გჭირდებათ იმისთვის , რომ სააგენტოში გააგზავნოთ ან უბრალოდ გსურთ რომ ლამაზი ფოტოები ? მაშინ გაითვალისწინეთ ცნობილი ფოტოგრაფის, როდი ჰოუას რჩევები:

*პორტრეტული ფოტოების შექმნის დროს, შეეცადეთ არ გამოიყენოთ მუქი ჩრდილები და არ მოხვდეთ პირდაპირი შუქის ნაკადის ქვეშ, რასაც შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი ''ჩაშავებები'' თვალის და ქვედა ტუჩის ქვეშ.
*იყურეთ პირდაპირ ობიექტივში.
*იმისთვის რომ თავიდან ავიცილოთ ეგრეთ წოდებული ''ღაბაბის'' წარმოქნა ფოტოებში, პოტოაპარატი სახის ოდნავ ზემოთ დაიჭირეთ, ობიექტივი კი ქვემოთ მომართეთ.
*არასოდეს მიბაძოთ სხვა მოდელებს.თქვენ ეს ძალაინ არაბუნებრივად გამოგივად. დაიდეთ ხალი წელზე, ან ჩაიდეთ ჯიბეში, მიიღეთ ისეთი პოზა, როგორიც თქვენ გსურს, მაგრამ ისე, რომ ამ ყველაფერს ''დადგმული სცენის'' სახე არ მიეცეს.
* იმისთვის, რომ ფეხები გამოჩნდეს უფრო გრძელი და სუსტი, ფოტოსესიის დროს ჩაიცვით ქუსლიანი ფეხსაცმელი.
*თუ თქვენ არ ხართ კმაყოფილი თქვენი წონით და გიდნათ უფრო გამხდარი გამოჩნდეთ, მუქი ტონალობის ტანსაცმელს მიანიჭეთ უპირატესობა. ის თქვენ ვიზუალურად გამხდარს გამოგაჩენთ.
*იმის მაგივრად რომ ერთ ადგილად იდგეთ, მოეშვით და აამოქმედეთ თქვენი ფანტაზია.მაგრამ არ დაგავიწყდეთ ის, რომ თქვენი მზერა პირდაპირ ობიექტივისაკენ უნდა იყოს მომართული.




ვიდეო გადაღებები დამწყები მოდელისთვსი ყველაზე ამაღელვებელი მომენტია,როდესაც ფოტოგრაფი პირველად შესძახებს :''დავიწყეთ'' ! ამ დროს მორიდებულობა და შებოჭილობა არაფერს გარგებთ.იმ მოდელებს,რომლებსაც კამერის ''ცხვენიათ'' , პირველივე ფოტოსესიის შემდეგ სამოდელო ბიზნესის ''კარებს უხურავენ'' .შესაძლებელია, რომ თქვენ აღმოჩნდეთ მოსაწყენ სტუდიაში, უცხო ხალხთან ერთად, მაგრამ გადაღების დაწყებისთანავე უნდა დაიწყოთ თქვენ როლის შესრულება. ზოგან სკამზე უმოძრაოდ ჯდომა შეიძლება მოგთხოვონ, ზოგან კი პირიქით- რაც შეიძლება მეტი მოძრაობა.ძალიან კარგია,ტუ ფოტოსეიის დროს მუსიკა იქნება ჩართული.
ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის ფოტოსესიას ატარებს ფოტოგრაფი.მთავარია თქვენი დახვეწილი მოძრაოებები და არა პოზები.თუ ფოტოგრაფი გთხოვთ რომ მოუხერხელ მდგომარეობაში გაშეშდეთ, თქვენ უნდა შეასრულოთ მისი მოთხოვნა. ამ დროს პრეტენზიები არ მიიღება.უნდა შეგეძლოთ ყველანაირი როლის მორგება , ღარიბი გოგონადან-გლამურულ ქალბატონმადეც კი . ამასთანავე, თქვენი მიმიკა და გამოხედვა უნდა იცვლებოდეს სესიის ხასიათის მიხედვით.სახის გამომეტყველება მრავალგვარია: ''ანგელოზური'' , ბავშვური,მიმზიდველი, მკაცრი და ა.შ. ფოტოსესიის დაწყების წინ არ დაგავიწყდეთ, კითხოთ ფოტოგრაფს,თუ რა აზრი დევს ამ სესიაში და რისი თქმა სურს მას ამით.




სიარულის მანერა
თითქმის გაშეშებული, ჰაეროვან მოძრაოებთან შერწქმული მოძრაობები, პროფესიონალი მოდელის ჩვეულებაა. ხოლო დამწყები მოდელისთვის ძნელად სასწავლი ''ილეთი'' . დამშვიდდით ! ათასობით მოდელი გამოდის მკვეთრად განათებულ პოდიუმზე, სადაც მათ რეპორტიორები, სხვა დიზაინერები და უბრალო მაყურებელი ადევნებს თვალს, ისინი კი, ყველანაირი რეპეტიციის გარეშე გახსნილად და ბუნებრივად იქცევიან ! ყველაზე საშინელი რაც თქვენ შეიძლება დაგემართოთ, ეს პოდუმზე დავარდნაა. ამიტომაც თუ თქვენი სიარულის ''დახვეწილობაში'' ეჭვი გეპარებათ,სახშიც წაივარჯიშეთ.
მაშ ასე, როგორ შევქნათ ის დახვეწილი სიარულის მანერა, რომელიც ჩვენ ასე მოგვწონს? პირველ რიგში მაღალ ქუსლებზე სიარული ვისწავლოთ.მაგრამ გახსოვდეთ, თქვენი სიარული ყველანაირ ფეხსაცმელში ლამაზი უნდა იყოს, მაშინაც კი,როდესაც ფეხშიშველი ხართ.მეორე რაც უნდა გავაკეთოთ, ის არის რომ რითმებზე აყოლა ვისწავლოთ.ივარჯიშეთ ყველა მიმდრინარეობის მუსიკაზე. ადევნეთ თვალი სხვა, გამოჩენილ მოდელებს,იყიდება ვიდეო გაკვეთილებიც იმის შესახებ, თუ როგორ ვიაროთ დეფილეებზეე.შედით ცეკვაზე. ცეკვა თქვენ მოძრაობებს დახვეწავს და უფრო პლასტიკურს გაგხდით.





ის, რისი ცოდნაც აუცილებელია!
ძალიან მნიშვნელოვანაი, იყოთ მხრებში გამართული.ამის მისაღწევად კი ერთი ძველი და გამოცდილი საშუალება არსებობს: თავზე წიგნებ დადებული სიარული. ეს მეთოდი დაგეხმარებათ, რომ დახვეწილ და მოხდენილ მოდელად ჩამოყალიბდეთ.ასევე არსებობს სპეციალური თეათრალური წრეები მოდელებისატვის, სადაც მათ ასწავლიან ლამაზ საუბარს, ლამაზ ჟესტებს, საკუთარი აზრის მოკლედ და გასაგებად ჩამოყალიბებას. ეს მოდელებს ეხმარებათ ინტერვიუების და კასტინგების დროს, საკუთარი თავის ლამაზად წარმოჩენაში.ასევე ყველა მოდელმა უნდა იცოდეს, რომ ხალხს არ სიამოვნებს ხმამაღალი, უხეში და სწრაფი საუბარი. იმისთვის რომ ნელ და სასიამოვნო ტონით ისაუბროთ, ვარჯიშია საჭირო.გასათვალისწინებელია სუნქვაც. მოდელს არ ეპატიება დეფილეების დროს ''ქშინვა'' , მისი სუნთქვა მშვიდი და თანაბარი უნდა იყოს.



მაშ ასე, გოგონებო, თუ თქვენი პარამეტრები შეესაბამება მოდელებისას, მხოლოდ ის დაგრჩენიათ, რომ ზემოთ მოცემული რჩევები გაითვალისწინოთ და ფეშენ ბიზნესში ჩაერთოთ.

წარმატებას გისურვებთ!


წყარო : angel.ge
კატეგორია: სახალისო/საინტერესო | ნანახია: 4911 | დაამატა: Tamta♥)) | ტეგები: models, მოდელი, model, როგორ გავხდეთ მოდელი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4

№ 4 - დაწერა: MaRsoNmari iasagashvili
თარიღი: 2013-06-20
თამთა მაღლი ხარ კარგი ტანი გაქვს(მე როგორც შევამჩნიე :) ასე რომ დიდი შანსები გაქვს თუ ამ სფეროს გაყვები :))
სიახლე საინტერესოა ნამდვილად მომეწონა
წარმატებები! guli guli

პასუხი:

№ 3 - დაწერა: nucanuciko:)nuca kobeshavidze
თარიღი: 2013-06-19
me momewona, yoveltvis ocnebobdi modelobaze, ara exlac ocnebob, magram me ufro dizaineroba mitacebs, mxolod ori ragac damexmara am siaxlidan, is rom muqi tansacmeli chavicva da rom zemodan unda gadavigo fotoebi :)))

პასუხი:

№ 2 - დაწერა: ninucaucanini chubiniZe
თარიღი: 2013-06-19
ahme gababiooo :DD
ravi kaia mara me ar damainteresa :)
gaformebashi genia"L"ni xar

პასუხი:

№ 1 - დაწერა: anuka-ana
თარიღი: 2013-06-19
shen maswavle exla rggor gavxde modeli :DDDDD

პასუხი:
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ჩემი პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

ტოპ ავტორები

null
MaRsoN
null458
null1569
null4


null
მარიამი♥
null306
null1635
null19


null
Dzamuk))
null241
null134
null0


null
Tamta♥))
null125
null959
null0


null
ninucauca
null108
null1211
null14

კალენდარი
«  ივნისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩვენი გამოკითხვა
როგორ ფიქრობ საიტზე მეგობრული ბავშები არიან?

javascript:;
სულ პასუხია: 26
ახალი სიახლეები
            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1317

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: Dzamuk))
          ნანახია: 1490

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1181

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1245

          კომენტარები: 4
__________________________

            
          ავტორი: MaRsoN
          ნანახია: 1541

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1088

          კომენტარები: 1
__________________________

FaCeBooK

Love You All <33