სასიყვარულო ამბავი :( - 27 აპრილში 2013 - გართობა ერთობაშია


 
მენიუ
ძებნა
მინი-ჩათი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]

ითამაშე ჩვენთან :)
მთავარი » 2013 » აპრილი » 27 » სასიყვარულო ამბავი :(
12:41 PM
სასიყვარულო ამბავი :(






არ დაგეზაროოთ რა წაკითხვა :*

ეს ამბავი მოხდა 2004 წლის 23 აპრილს. წყნეთის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სალონიდან გამოვიდა ლამაზი გოგონა, ლიზი წერეთელი. სალონის გვერდით მდებარე პოკერების წინ მყოფმა, დაახლოებით 2ო-მა ბიჭმა გამოხედა ლიზის. ერთადერთი ბიჭი, რომელსაც მისთვის არ შეუხედავს ვატო იყო. ლიზიმ კი სწორედ ამ ბიჭს დაადგა თვალი. ლიზიმ ბიჭების მზერა იგრძნო და მანქანისკენ წავიდა. მანქანა ადგილიდან დაიძრა და ლიზიმ კიდევ ერთხელ შეხედა ბიჭს, რომელსაც არც ლიზი შეუმჩნევია და არც მანქანა. სახლში მისული ოთახში ჩაიკეტა. გავიდა რამოდენიმე თვე. ლიზი თითქმის ყოველ დღე ხედავდა ვატოს, მაგრამ ვატო ყურადღებასაც არ აქცევდა. ლიზი კი ნელ-ნელა რწმუნდებოდა, რომ ვატო უყვარდა. მაგრამ ამას არავის უმხელდა, მათ შორის არც უახლოეს მეგობარს, ნიას. ლიზიმ იცოდა, რომ მამა ვატოსთან ურთიერთობას დაუშლიდა. ბოლოს კი, როდესაც თავის გრძნობებში დარწმუნდა, ნიას გაუმხილა. - ლიზი, ეგ იცი ვინაა? კოტეს ძმაკაცი რომაა, რეზი, მისი დეიდაშვილია! - გაგონებისთანავე იყვირა ნიამ. თუ გინდა კოტეს დავურეკავ და ვეტყვი ხვალ შეგვხვდნენ. - რატომ დაურეკავ, მას ხომ ზედაც არ შემოუხედავს! - ეტყობა კაიფში იყო, თორემ ვერ ხედავ, ყველა შენ გიყურებს. ნიამ ჩანთიდან მობილური ამოიღო და თავის შეყვარებულთან, კოტესთან დარეკა. უთხრა, რომ ლიზის ვატო მოსწონდა და მათ დასაახლოვებლად ერთად წასულიყვნენ კინოში. კოტეს მოეწონა ეს იდეა და დათანხმდა. თვალებგაბრწყინებულმა ნიამ ეს ამბავი ლიზის ახარა. 
მეორე დილით გოგონები 7 საათზე წამოხტნენ, შხაპი მიიღეს, ლამაზად ჩაიცვეს და სწრაფად დაეშვნენ კიბეზე. დაბლა მათ გიორგი დახვდათ [კოტეს ძმაკაცი] კარებზე მიყრდნობილი, ქუჩაში მოსიარულე ბავშვებს სევდიანი თვალებით უყურებდა. საქმე იმაში იყო, გიორგის პატარა შვილი სანდრო სადარბაზოდან გამოვიდა ბურთით ხელში და დედას ეძახდა, რომ დავიწყებული ქუდი გადმოეგდო. ამ დროს ორი ბიჭი ერთმანეთს ეჩხუბებოდა. ერთმა ბიჭმა ვეღარ მოზომა ბავშვს ხელი კრა და ბავშვი გზაზე გადავარდა. გზად მომავალმა მანქანის მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ბავშვს დაეჯახა. მეორე დღეს კი გაირკვა, რომ ბიჭებმა, რომლებმაც ბავშვს უნებლიეთ გაუკეთეს ეს, თავი მოეკლათ. გიორგისთვის ამას მნიშვნელობა აღარ ქონდა, რადგან მისი შვილი ერთადერთი იყო, რაც მას გააჩნდა. ბავშვი ხომ უდანაშაულო იყო, თანაც 4 წლის. როგორც იქნა, მივიდნენ კინოთეატრში, სადაც გოგოებს ვატო და კოტე ელოდნენ. ლიზის შავი კაბა ძალიან უხდებოდა. ვატო აქამდე ვერ ამჩნევდა ლიზის, მაგრამ ახლა მართლა ძალიან მოეწონა. 
- გამარჯობა, შენი გაცნობა შეიძლება? - ღიმილნარევი სახით ჰკითხა ვატომ 
- რავი, შენი? - გაიცინა ლიზიმ. 
- კარგი, ახლა დავსერიოზულდეთ. რომ მომწონხარ არაუშავს? 
- რავი, ალბათ არაუშავს 
- შეყვარებული გყავს? 
- არა, არ მყავს - ნაღვლიანად თქვა ლიზიმ 
- მე რომ ვიყო შეიძლება? 
- რავი, ალბათ კი - გაიცინა ლიზიმ. მაგრამ ერთი რაღაც უნდა გთხოვო 
- გისმენ! 
- წამალი უნდა გადააგდო. შეძლებ? 
- შენ გამო ყველაფერს შევძლებ! - თქვა ვატომ, უკან მიტრიალდა და ნიას თვალი ჩაუკრა 
ბოლოს კინოც დამთავრდა. გოგონები სახლში ააცილეს და ვატომ უთხრა კოტეს, რომ ერთ ბიჭთან საქმე ჰქონდა. იმ ღამით კოტე და ვატო დაიჭირეს. ეს ამბავი ლიზის და ნიას ყურამდეც მივიდა. კოტე იმ ღამესვე გამოუშვეს. ნიამ კოტეს დაურეკა და კოტემაც მაშინვე უთხრა, რომ სახლიდან არ გამოსულიყვნენ, მალე მიაკითხავდა და ლიზის ვატოსთან წაიყვანდა. როგორც იქნა კოტეც მივიდა. გოგონები ხმისამოუღებლად ჩასხდნენ მანქანაში. მივიდნენ ვატოსთან და ელოდნენ. აი, ისიც გამოჩნდა. 
- რა გჭირს პაწუ? ნუ გეშინია ჩემო ცხოვრებავ, მალე გამოვალ. მოდი ჩამეხუტე რაა, ძალიან მომენატრე! 
- მეც მომენატრე! - მხოლოდ ეს თქვა ლიზიმ და ვატო გულში ჩაიკრა 
- ლიზი, რაც არ უნდა მოხდეს დაიმახსოვრე, რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ! - ეს უთხრა და შუბლზე აკოცა. მალევე დაიძახა ციხის ოფიცერმა, ლიმიტი ამოიწურაო 
რამოდენიმე დღე უღიმღამოდ გავიდა ლიზისთვის. თითქოს რაღაცას ელოდა, მაგრამ არაფერი ხდებოდა. ერთ ღამესაც ლიზის მობილურმა დარეკა. "კოტე" ? ნეტა რა უნდა? - ლიზი, ფანჯრიდან გადმოიხედე რაა! ლიზი ასეც მოიქცა და დაინახა დიდად ანთებული გული, გვერდით კი ვატო. ლიზის თვალები გაუბრწყინდა, გარეთ გაიქცა და ვატოს ძლიერად მოხვია ხელები. ლიზიმ იცოდა, რომ ამის გამო სახლში ძალიან დასჯიდნენ, მაგრამ იმ მომენტებში არაფერი აინტერესებდა. უბრალოდ ბედნიერებით ტკბებოდა... 
მალე ზაფხულიც მოვიდა და ლიზიმ მშობლები დაითანხმა, რომ ზღვაზე მეგობრებთან ერთად გაეშვათ. 6 დღე აგარაკზე გაატარა და ბოლოს ისევ თბილისში დაბრუნდა.თბილისში დაბრუნებულს კი ამცნეს, რომ ვატოს ერთ-ერთი ჩხუბის დროს ბიჭი შემოაკვდა და ამის გამო 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ვატოს ციხეში გადაყვანიდან 3 დღის შემდეგ ლიზის 4 ბიჭი დახვდა და დანით უამრავი ჭრილობა მიაყენეს. ლიზი ადგილზევე გარდაიცვალა. ეს იმ ბიჭის ძმაკაცები იყვნენ, ვინც ვატოს შემოაკვდა. ლიზი ისე დაასაფლავეს, ვატოს არაფერი გაუგია. ამ ამბის შემდეგ ციხესი იპოვეს ბიჭი, რომელსაც თავი მოეკლა. მის გვერდით 2 წერილი ეგდო, სადაც ეწერა: "ღმერთო, მაპატიე, ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ იქ მაინც ვიყო ლიზისთან ერთად" და მეორეში ეწერა: "რეზი, გიო და კოტე! ლიზის მკვლელები დასაჯეთ. კოტე, ნიას გაუფრთხილდი, გიო, მე შენს შვილს ვნახავ და ვეტყვი, რომ მამიკოს ძალიან უყვარს, რეზი, შენ ჩემებს მიხედე, დედაჩემს მიხედე. ჩვენ სვანები ვართ და ჩვენი წესია სისხლი სისხლის წინ! რამოდენიმე დღის შემდეგ მთაწმინდაზე 4 ბიჭი მოკლეს. ეს ის ბიჭები იყვნენ, რომლებმაც უდანაშაულო ლიზი გაიმეტეს. 
რამოდენიმე თვის შემდეგ კოტემ ვატოს თხოვნა შეასრულა და ნია ცოლად მოიყვანა. გადაწყვიტეს, რომ შვილებისთვის ვატო და ლიზი დაერქვათ. საუბედუროდ ეს ისტორია ნამდვილია.

კატეგორია: სახალისო/საინტერესო | ნანახია: 788 | დაამატა: NINI | ტეგები: სასიყვარულო ამბავი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4

№ 4 - დაწერა: nucanuciko:)nuca kobeshavidze
თარიღი: 2013-04-28
vaimeeeee 2-1 cudad var 2-1 ra sevdiani ambaviaa :((( 2-1 2-1 2-1 2-1 2-1

პასუხი:

№ 3 - დაწერა: მარიამი♥MARI_ MARI
თარიღი: 2013-04-27
Vaimmmee !!! OMG !! Ess Ra Ikoo !! xx

პასუხი:

№ 2 - დაწერა: MmariaMimari qavtaradze
თარიღი: 2013-04-27
jggjg jggjg jggjg jggjg jggjg

პასუხი:

№ 1 - დაწერა: Tamta♥))Tamta Abramishvili
თარიღი: 2013-04-27
vaime aii ra vqna ar vici :'(
martla isetia.. gulshichamwvdomi..
vtiri 2-1 2-1 2-1

პასუხი:
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ჩემი პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

ტოპ ავტორები

null
MaRsoN
null458
null1569
null4


null
მარიამი♥
null306
null1635
null19


null
Dzamuk))
null241
null134
null0


null
Tamta♥))
null125
null959
null0


null
ninucauca
null108
null1211
null14

კალენდარი
«  აპრილი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩვენი გამოკითხვა
რას ანიჭებთ უპირატესობას ბიჭის დანახვისას?

javascript:;
სულ პასუხია: 34
ახალი სიახლეები
            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1315

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: Dzamuk))
          ნანახია: 1488

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1179

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1243

          კომენტარები: 4
__________________________

            
          ავტორი: MaRsoN
          ნანახია: 1539

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1086

          კომენტარები: 1
__________________________

FaCeBooK

Love You All <33