შენსავით არ.. ჩემსავით ვერ.. - 20 იანვარს 2013 - გართობა ერთობაშია


 
მენიუ
ძებნა
მინი-ჩათი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]

ითამაშე ჩვენთან :)
მთავარი » 2013 » იანვარი » 20 » შენსავით არ.. ჩემსავით ვერ..
5:23 PM
შენსავით არ.. ჩემსავით ვერ..
სიზარმაცეშეპარული სიმარდით დგები და სრულად გრძნობ საკუთარ სხეულს. სხეულს და სულს. სულს და გულს. გახარებს სულისა და ხორცის ურთიერთშეთანხმებული მოქმედება და სიამოვნებისაგან კატასავით იზმორები. შენი სხეული ემორჩილება სულს. სული სიკეთეს. სიკეთე ბედნიერებას. ბედნიერება სიყვარულს. სიყვარული ანგელოზს. ანგელოზი კი ყველაზე მთავარს – შემოქმედს ცისას და მიწისას. კი, უფალს.



სახეზე თბილღიმილშეყინული გამოდიხარ სახლიდან და უყურებ მზეჩახუტებულ ცას, შენს წილ სხივს ითხოვ მზისაგან და მზის პატარა სხივიც მაშინვე შენთან ჩნდება. ლოყაზე გეფერება და სითბოთი ავსებს შენს, ისედაც პატარა მზეებით სავსე თვალებს. ისევ თბილი ღიმილი და ბედნიერება თვალებში.



***

შენსავით არ.. ჩემსავით ვერ..

***




შენ იცი, რომ ცხოვრება რთული გაკვეთილია.. კიი, ქიმიაზე და ფიზიკაზე რთულიც კი.. იცი, რომ ცხოვრება მარტოობას გასწავლის.. მარტოობას და ყველაფერ იმას, რაც სულის სიცარიელეს მოსდევს ხოლმე. იცი და ალბათ ამიტომაც არის, რომ არასოდეს ესწრები ამ გაკვეთილს. თითქოს გეშინია, თითქოს ნერვიულობ, თითქოს ათასობით ნემსს გასობენ ისედაც დამსხვრეულ გულში. ძალმომრეობენ და გტკივა, მაგრამ მაინც, როგორღაც თავაწეული აგრძელებ.. კიი, ცხოვრებას. არსებობას. წინსვლას.



დღის განმავლობაში, ვინ იცის, რამდენჯერ ხატავს უჩინარი ოსტატი შენს წარმოსახვაში, შენივე შექმნილი ფერებით სავსე სახეს. თბილსა და მიუკარებელს. ცასავით მაღალსა და მიუწვდომელს. და შენ ხვდები, რომ დედამიწას საპირისპირო მიმართულებითაც შეუძლია ბრუნვა და ისიც იცი, რომ ნამდვილ მეგობრობას დასასრული არა აქვს. ნამდვილი მეგობრობა სულთან ერთად აგრძელებს არსებობას იქ, სასუფეველში. და შენ ეს იცი.

***




შენსავით არ.. ჩემსავით ვერ..

***

შენ ხედავ სარკმელს და სარკმელში მოქცეული ცის პატარა ნაგლეჯს. ღრუბელმიხატულს. და უცებ ეგ ღრუბლები ფორმას იცვლიან. სარკმელში მოქცეულ ცის ნაგლეჯზე, შენი გულიდან გაფრენილი უჩინარი ფერთა ოსტატი ღრუბლებით ხატავს:

გვირილა, ცა–ზე..

მერცხალი, ცა–ში..

პატარა ბავშვის წმინდა თვალები, ცი–თ სავსე.

ხელებში მოქცეული გული, ცა–მდე.




***

ჩემსავით არ.. შენსავით ვერ..

***

შენ ხედავ შემოდგომისფერ ქუჩაში მიმავალ წყვილს და გიხარია, ჯერაც, რომ არ დავიწყებია ხალხს.. ოჰოო, კაქტუსი! ჰეჰეე, როგორ შეიფრთხიალა გულმაა, შენმა, თბილმა, წმინდამ, ჩვილმა, მართალმა.. ადამიანებით სავსემ.. გულმა შენმა.. შენმა გულმა. კიი, შეიფრთხიალა.




ბინდისფრად იღებება შენი ქალაქი. შენ სარკმელთან დგახარ და უყურებ სისხლისფერ მზეს, რომელსაც ისრუტავს სიშორე. უსასრულობა. სივრცე. უყურებ მზეს და გულის მხარეს, ისე, მსუბუქად, ტკივილს გრძნობ. გაკლია რაღაც. გულის ის მხარე.. მთელის ნაწილი. და სულჩამწყდარი დაადგები სასიზმრეთის გზას. ვინ იცის, მერამდენედ.. ვინ იცის, როდემდე.. ისევ, ყოველ ღამე გარდაიცვლები და მაინც, რაღაცნაირად გეშინია. არც იცი, რისი.. ვისი..



და–ხუჭავ თვალებს. სითბო აკვდება თვალების კედლებს. სისხლისფერი მზე სიშავეში ჩაესვენა.

***

შენსავ
ით არ.. ჩემსავით ვერ. : ))
კატეგორია: ჩემი შემოქმედება | ნანახია: 926 | დაამატა: Dreamer | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4

№ 4 - დაწერა: gusiieni samadashvili
თარიღი: 2013-01-21
მაგარიაა <3
მაგარი ხარ jggjg jggjg

პასუხი:

№ 3 - დაწერა: DreamerQueen Dreamer
თარიღი: 2013-01-20
marson <33 jggjg jggjg jggjg

პასუხი:

№ 2 - დაწერა: მარიამი♥MARI_ MARI
თარიღი: 2013-01-20
უმაგრესიაა !!!!!!

პასუხი:

№ 1 - დაწერა: MaRsoNmari iasagashvili
თარიღი: 2013-01-20
უმაგრესი ნიუსიაააა jggjg
რაც შენ შემოხვედი საიტზე სიახლეების რაოდენობამ და ხარისხმა ერთი ასად მოიმატააა hfh hfh

პასუხი:
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ჩემი პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

ტოპ ავტორები

null
MaRsoN
null458
null1569
null4


null
მარიამი♥
null306
null1635
null19


null
Dzamuk))
null241
null134
null0


null
Tamta♥))
null125
null959
null0


null
ninucauca
null108
null1211
null14

კალენდარი
«  იანვარი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩვენი გამოკითხვა
აღვადგინოთ საიტი? :)

javascript:;
სულ პასუხია: 3
ახალი სიახლეები
            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1317

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: Dzamuk))
          ნანახია: 1490

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1181

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1245

          კომენტარები: 4
__________________________

            
          ავტორი: MaRsoN
          ნანახია: 1541

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1088

          კომენტარები: 1
__________________________

FaCeBooK

Love You All <33