თინეიჯერები და მშობლები - 15 ივლისში 2013 - გართობა ერთობაშია


 
მენიუ
ძებნა
მინი-ჩათი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]

ითამაშე ჩვენთან :)
მთავარი » 2013 » ივლისი » 15 » თინეიჯერები და მშობლები
5:01 PM
თინეიჯერები და მშობლები



თინეიჯერების უმრავლესობას აქვს კონფლიქტი მშობელთან. ეს არის სტატია სადაც აღწერილია მშობლის თვალითა და თინეიჯერის თვალით დანახული პრობლემები მათ ურთიერთობაში.

მინდა ვთქვა, რომ მეც თინეიჯერი ვარ და არ მინდა ოფიციალურად ვწერო, 
უბრალოდ დავწერ იმას რაზეც დავფიქრდი და მინდა თქვენც დაგაფიქროთ.

გარდატეხის ასაკი .. თინეიჯერობა .. ეს ზუსტად ის ასაკია სულ ნერვები, რომ გვაქვს მოშლილი და ყველაფერზე ვწუწუნებთ. მშობლის უბრალო კითხვაზეც კი ვღიზიანდებით. ასე გვგონია ყველა და ყველაფერი იმისთვისაა გამიზნული რომ ჩვენ არ ვიყოთ კარგად. თუმცა მოდით ამ ყველაფერს მშობლის თვალითაც შევხედოთ.. 
ჩატარდა მშობლების გამოკითხვა. მშობლების უმრავლესობაამ დაასახელა შემდეგი რამ:

"ჩემს ბიჭი ყოველთვის მეგობრებთან ერთად არის, ხოლო როცა სახლშია მას ან ძინავს ან უბრალოდ თავის ოთახშია გამოკეტილი."
" ყოველთვის როცა ვცდილობ ჩემს ქალიშვილს რაიმე ავუხსნა ან მივრჩე რჩევა ის ბრაზდება და გადის ოთახიდან"
"ჩემი შვილი არასდროს მეუბნება რა აწუხებს. ის ყველაფერზე ღიზიანდება. არც ვიცი რას გრძნობს"
"როდესაც ჩემს შვილს მარტივ რაიმეს ვეკითხები მაგალითად "როგორი იყო შენი დღე" ის მპასუხობს უხეშად, მას არ სიამოვნებს ჩემი კითხვები."

ასევე ჩატარდა გამოკითხვა მოზარდებში :

"ჩემი მშობლები ყოველთვის უამრავ რაღაცას მეკითხებიან (სად მიდიხარ, ვისთან ერთად მიდიხარ,როდის მოხვალ და ასე შემდეგ) ეს უბრალოდ აუტანელია"
"ჩემს მშობლებს ჩემი არ ესმით. ისინი დროის სხვა პერიოდში ცხოვრობენ"
"მამაჩემი მხოლოდ მაშინ მელაპარაკება როცა რაიმეს ვაშავებ. "
"როდესაც ვეკითხები მათ რაიმეს პასუხად ვიღებ ლექციას!"
"როდესაც დედა მეჩხუბება მე სიტყვისაც არ მათქმევინებს, ის მისვამს კითხვას თუმცა თვითონვე პასუხობს"





რა თქმა უნდა ეს ყველა ადამიანს არ ეცნო , თუმცა ალბათ უმრავლესობისთვის ეს მათი ყოველდღიური ფრაზების მცირე ჩამონათვალია. 
მშობლის გადმოსახედიდან ალბათ ძალიან რთულია უყურებდე შენს საკუთარ შვილს და აცნობიერებდე , რომ ის აღარ არის დედიკოს კალთას მიკედლებული პატარა ბავშვი , უფრო რთულია აცნობიერებდე იმას , რომ შვილთან ურთიერთობა აღარ გაქვს. როცა ხვდები რომ მას ურჩევნია მთელი დღე სახლში მარტო იყოს ვიდრე ეს დრო დედასთან ან მამასთან გაატაროს. 

ვუყვირით , ვეკამათებით , ზოგჯერ მეგობრებთანაც ვაკრიტიკებთ მშობლებს და იმაზე არც ვფიქრობთ , რომ ისინი ჩვენს ცხოვრებაში ზუსტად ისინი არიან ვისაც შეგვიძლია თვალდახუჭულები ვენდოთ. ისინი ხომ ჩვენი მშობლები არიან.. წარმოიდგინეთ რა რთულია იყო დედა და ხედავდე თინეიჯერების უმრავლესობა გზას არის აცდენილი , ამ დროს ხომ დედა ყველანაირად ცდილობს მისი შვილიც არ გახდეს სხვისნაირი. ზუსტად ჩვენს მიმართ უსაზღვროსიყვარულით არის განპირობებული ყველაფერი რაც ჩვენ ნერვებს გვიშლის.




მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ყოველთვის ჩვენ ვართ დამნაშავენი დედასთან ან მამასთან კამათის დროს. ყველა ჩვენგანმა იცის რა საშინელი გრძნობაა , როცა ყველა ჩვენი მეგობარი სადღაც მიდის და შენ არ მიდიხარ იმიტომ , რომ დედას იქ მყოფი საზოგადოება არ მოსწონს ან უბრალოდ უხასიათოდაა და არ გვიშვებს . ალბათ ის ფაქტიც ყველა თქვენგანმა იცის დედას ,რომ არ აინტერესებს სხვა ბავშვი, რომელსაც იქ უშვებენ სადაც ჩვენ არ გვიშვებენ ,თუმცა ყოველთვის აინტერესებს ის სხვა ბავშვი რომელიც ჩვენზე უკეთ სწავლობს ან უკეთ იქცევა..

მოკლედ უამრავი სახის კონფლიქტია მშობელსა და შვილს შორის , თუმცა მაინც ყველა ჩვენ
განისთვის მშობელი პირველია , მშობლისთვის კი- შვილი. 

ეს ჩვენ ვართ თინეიჯერები დედებს რომ ვეუხეშებით, ცხვირწინ კარს ვუჯახუნებთ, თუმცა მათზე ვგიჟდებით!! 



ჩემი აზრი :
ერთადერთი პრობლემა რაც ბავშვსა და მშობელს შორის ცუდი ურთიერთობის საწყისია არის გადამეტებული ყურადღება მშობლის მიერ. [არიან მშობლები რომლებიც საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას ბავშვებს , ეს მიუღებელია] არის აგრეთვე რაღაც რაღაცებიის მკაცრი შეზღუდვა და რაღაცეების "არ"გაკონტოტროლება რასაც ცუდ შედეგებამდე მივყავართ ! 
მე ვფიქრობ რომ მშობელი როგორმე უნდა მიხვდეს ბავშვის მდგომარეობას რადგან მას უკვე გამოვილილი აქვს ეს პერიოდი და ისე უნდა მოიქცეს რომ დედაშვილურ ურთიერთობას საბრთხე არ შეუქმნას !
მე ვაღიარებ რომ დედაჩემთან , მამაჩემთან და საერთოდ არც ერთ ოჯახის წევრთან [სულ 4ნი ვართ მე დედა, მამა და ბებია] არ მაქვს ცუდი დამოკიდებულება და არც კარგი ურთიერთობა უბრალოდ პატივს ვცემ და სავალდებული კითხვებზე ზერელე პასუხს ვცემ მხოლოდ იმიტომ რომ მათი ცნობისმოყვარეობა დავაკმაყოფილო. და არც ვაპირებ სხვანაი ურთიერთობას რადგან როცა რაიმეს ჩავუღრმავდები და მოყოლას ვიწყებ დედაჩემი ეგრევე გადადის სხვა სახის საუბარზე. ეს ხშირად ამაზრზენია ! რატომ? იმიტომ რომ დედაჩემი ვერ ხვდება იმას რომ მე ჩემს ასაკთან შედარებით სულ სხვანაირად ვაზროვნებ და ეს აზროვნება [და ჩემი პიროვნებული ხასიათები] არ მომცემს იმის უფლებას რომ მე რაიმე ცუდი გავაკეთო! მესმის რომ დედა ვალდებულია გამაბრთხილოს მაგრამ ერთიდა იგივე სახის დარიგება ყოველდღე ჩემთვის მიუღებელია და ასეთი სახის საუბრებში არ ვერთვები, მხოლოდ ვუსმენ და ვუღიმი ! ხანდახან ისეთ რამეებს ვფიქრობ რომ თავი "გადაჭკვიანებული გიჟი" მგონია ! 

ძალიან აქტუალური თემაა და რომ არ დამედო ალბათ ცუდიც იქნებოდა ჩემი მხრიდან. 
ძალიან გთხოვთ თითოეულმა თქვენგანმა თქვენი აზრიც დააფიქსირეთ აუცილბელად !

წყარო : Angel.ge
ასევე დაფიქსირებულია ჩემი აზრიც !
კატეგორია: ჩემი შემოქმედება | ნანახია: 1373 | დაამატა: Dzamuk)) | ტეგები: თინეიჯერები და მშობლები | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3

№ 3 - დაწერა: MmariaMimari qavtaradze
თარიღი: 2013-07-16
Mmec egrevar Mme dzan miyavs gartoba da esetebi da sul ar mishevbs bebiahcemi imitom rom eshinia rame mogiva da sul nervebi meshleba sul buzgunobda xandaxan tavsi mokvlac mipiqriaaaaaa me maq ai dzan rtuli xasiati advilad ar vbrazdebi maarma es yevlaperi mosaberzrebelai daqalebi sda me ro mdiian me saxshi var ai es sul mishlis nervebs da sul chxubi maq sashi:( da es ar momwons deda ar myavs gverdshi rom rame damsihalso an vikamatood italiashi myavs deda sul saxshi meda bebo vart amiotm ravi zdan rtuli periodi maq:( da ravi imedia yelaperi dalagedeba:** da rac shexeba Ssiaxles unaklo iyo kargi goog xar ro es tema dade:*! jggjg

პასუხი:

№ 2 - დაწერა: MaRsoNmari iasagashvili
თარიღი: 2013-07-15
იცი გეთანხმები........ რაღაც ამ პერიოდში მეც შევიცვალე, გავხდი მომთხოვნი, ადრე არ მადარდებდა ტანსაცმელი,სუნამო და ა.ს.შ.. მაგრამ ახლა უკვე მინდა.... არ ვიცი ალბათ ეს თინეიჯ'ო'რობის თანმდევი მოვლენაა... მე არასდროს ვყოფილვარ მშობლებთნ გახსნილი... ამ ბოლო დროს რაღაც სულ ნერვებზე ვარ მოშლილი(მომხდარი ფაქტების გამო ალბათ!)
უბრალოდ ვიტყვი რომ ეს საშინელი პერიოდიაა...
რაც შეეხება სიახლეს შესანიშნავია!! ნამდვილად გიმუშავია hfh hfh

პასუხი:

№ 1 - დაწერა: Iva_NNatia Natia
თარიღი: 2013-07-15
mari apsoluturad getankhmebi da kide imaze meshleba kholme nervebi tviton yvelgan unda wavidnen da shen ara ...rogor sheidzleba ::>>>>
ai zustad drouli iyo saitze umetesoba im periodshia rodesac eset ragaceebs ganicdian da. bavshvebo me girchevt yvelam daafiqsiret tqveni azri.
imitom rom marto gamodis rom mari wers da 3 komentarsac ver cdeba da amitom girchevt yvelam gamotqvat tqveni azri radgan damaluli simartle yoveltvis bogmashi gadadis...rac mere yvelaferze cudad aisakheba

პასუხი:
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ჩემი პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

ტოპ ავტორები

null
MaRsoN
null458
null1569
null4


null
მარიამი♥
null306
null1635
null19


null
Dzamuk))
null241
null134
null0


null
Tamta♥))
null125
null959
null0


null
ninucauca
null108
null1211
null14

კალენდარი
«  ივლისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
საიდან გაიგე smileworld-ის შესახებ?

javascript:;
სულ პასუხია: 36
ახალი სიახლეები
            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1317

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: Dzamuk))
          ნანახია: 1490

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1181

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1245

          კომენტარები: 4
__________________________

            
          ავტორი: MaRsoN
          ნანახია: 1541

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1088

          კომენტარები: 1
__________________________

FaCeBooK

Love You All <33