წიგნი ჩემი მეგობარი - 10 სექტემბერში 2013 - გართობა ერთობაშია


 
მენიუ
ძებნა
მინი-ჩათი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]

ითამაშე ჩვენთან :)
მთავარი » 2013 » სექტემბერი » 10 » წიგნი ჩემი მეგობარი
3:32 PM
წიგნი ჩემი მეგობარი

[რატომღაც ეს სიმღერა შევურჩიე იმედი მაქვს მოგეწონებათ]

მიუხედავად იმისა რომ ზაფხული დადგა და უფრო ბევრი წიგნი უნდა წამეკითხა ვინაიდან ბევრი დრო მქონდა [თითქმის მთელი დღეები თავისუფალი მქონდა] ვიზარმაცე და მთელ დღეებს კომპიუტერთან ვატარებდი.. მაგრამ მაინც შევძელი რამოდენიმე წიგნის წაკითხვა ერთ ერთი გახლავთ

ერიხ მარია რემარკის – "ტრიუმფალური თაღი”


ქვეყნად ადგილი ყველაფერს მოენახება,ადამიანის ადგილი კი არსად არის … ეს ტკივილი დაჰყვება ერიხ მარია რემარკის რომანის გმირს – გერმანელ ექიმს, საფრანგეთში რომ გამოჰქცევია ფაშისტ თანამემამულეებს. ახალ ბაბილონად ქცეულა ემიგრანტებისთვის პარიზი. რომანის გმირები დაღუპული გემის გადარჩენილ მეზღვაურებს ჰგვანან,რომლებიც დანისლული ზღვის ზედაპირზე დაცურავენ.ამ ნისლიდანაც მოჩანს ტრიუმფალური თაღი,რომლისკენაც სწრაფვა,ამავდროულად,გადარჩენისათვის ბრძოლას მოგვაგონებს.ფაშიზმისგან გაგიჟებული ევროპა თითქოს ტრიუმფალური თაღის ქვეშ მომწყვდეულა.ეს რომანი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს დიდ სიყვარულსა და არანაკლებ დიდ სიძულვილზე,რომლის წინააღმდეგ ბრძოლას მრავალი მარცხისა და გულისტკენის შემდეგაც არ უშინდება ნაწარმოების მთავარი გმირი. … და რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ”ტრიუმფალური თაღის”დასასრულს ომი მხოლოდ იწყება

სწორედ ასეთი შესავალი ჰქონდა წიგნს (სერიიდან "50 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ”) რომლის კითხვასაც რამდენიმე დღის წინ მოვრჩი. ადრეც მქონდა დაწყებული წიგნი მაგრამ არ ვიცი რატომ თავი დავანებე კითხვას ახლა კი ისევ მომინდა დამემთავრებინა და თავიდან შევუდექი წაკითხვას.

როგორც ყოველთვის (ყოველშემთხვევაში ხშირად) დღიურში წინასწარ ჩავწერე თუ რას ვფიქრობდი ამ წიგნზე… სწორედ ამის შემდეგ დავიწყე კითხვა. არ შემეძლო ისეთ გარემოში კითხვა, რომელიც დისკომფორტს შემიქმნიდა ან წაკითხვის სურვილს დამაკარგვინებდა, ამიტომ კითხვისას გვერდით სულ მედო ცხელი ყავა, დღიური და წინ – დიდი ეკრანი, სადაც ჩემეულად შეთხზული გმირები მოქმედებდნენ.




არ მინდოდა წიგნის კითხვა დამემთავრებინა… საოცრებაა.. რამდენიმე დღე ვმოგზაურობდი საერთოდ სხვაგან. სხვა ქვეყანაში, სხვა ადამიანების ირგვლივ, განვიცდიდი სხვების (თუმცა უკვე ჩემთვის ახლობლების!) ტკივილს, სევდას.. ირონიას… არ მინდოდა დამთავრება. ხანდახან ყველაფერი სხვანაირად მინდოდა… ჟოანს ვეჩხუბებოდი სულ… რავიკს სიყვარულით სავსე თვალებით ვუყურებდი გაშტერებული! დიურანს გაბრაზებული სახით… კეტს – თანაგრძნობის თვალებით … კიდევ მინდოდა მათთან ერთად ყოფნა.. ახალი ისტორიები… ახალი განცდები… თუმცა წიგნი დავამთავრე. რა დამრჩა? თითქოს ის გამოცდილება რაც რავიკმა თავისი ცხოვრებით მიიღო მეც მივიღეო ისეთი განცდა დამრჩა. მისი ფიქრები, მისი ყოველი სიტყვა ჩემთვის.. არ ვიცი.. ძალიან ბევრის მასწავლებელია. დამრჩა კიდევ ერთი ადამიანი, ასე ვთქვათ იდეალი – რავიკი. არ ვიცი რამდენად გამომივა იმაზე ლაპარაკი რა მასწავლა ამ წიგნმა და რაზე დამაფიქრა. თუმცა მე კი თქვენ იმ ფრაზებს დაგიტოვებთ, რომელმაც სულამდე მოაღწია ჩემში და შემძრა..



● მეტისმეტად ხმამაღალი? რა უნდა მოსჩვენებოდა ახლა მეტისმეტად ხმამაღლა? მხოლოდ დუმილი, რომელშიც ქუცმაცდები, როგორც უჰაერო სივრცეში.

● ადამიანს მხოლოდ წვრილმანები ამშვიდებს – წყალი სუნთქვა, საღამოს წვიმა… ვინც მარტოა მხოლოდ ის გაიგებს ამას.

● რა უნდა მისცეს ერთმა ადამიანმა მეორეს ერთი წვეთი სითბოს გარდა? და რა უნდა იყოს ამაზე დიდი?

● სიცოცხლე იმაზე მეტია, ვიდრე სენტიმენტალურ ცნებათა კრებული.

● ვიდრე ცოცხალი ხარ არავის ენაღვლები, მოკვდები თუ არა არაჩვეულებრივად მნიშვნელოვანი ხდები.

● ჯობს წამით სირცხვილი გამოცადო, სამაგიეროდ შემდეგ სიმშვიდით დატკბები.

● დავიწყება! რა სიტყვაა! მასშია შიში, ნუგეში, მოტყუება! ვინ შეძლებდა ცხოვრებას დავიწყება რომ არა ? მაგრამ ვის შეუძლია დაივიწყოს ყველაფერი რისი გახსენებაც არ სურს? გულს ამსხვრევს მოგონებების წიდა…

● შეურაცხყოფისგან თავის დაცვა შეიძლება, თანაგრძნობისგან კი – არა.

● უცნაურია. ყოველთვის გვეჩვენება, რომ ადამიანს დავეხმარეთ და განზე ვდგებით ხოლმე მაშინ, როცა ყველაზე მეტად უჭირს.

● იცხოვრო – ნიშნავს იცხოვრო სხვებისთვის. ადამიანი ადამიანითაა. ზოგჯერ მაინც ბჟუტავდეს სიკეთის ცეცხლი… არ შეიძლება ამაზე უარის თქმა. სიკეთე ადამიანს ძალას მატებს თუ მძიმე ცხოვრებით დაღდასმულია.

● ნუგეში უნდა ვეძიოთ ყველგან სადაც კი შესაძლებელია.

● ადამიანი მუდამ მარტოა და თან არასოდეს არის მარტო.

● ძალაუფლება ყველაზე გადამდები სნეულებაა დედამიწაზე.

● მხოლოდ ოცნება გვაიძულებს შევურიგდეთ სინამდვილეს.

● მეტისმეტად სერიოზული რამ არის ცხოვრება, რომ იმაზე ადრე დასრულდეს, ვიდრე სუნთქვას შევწყვეტთ.

● ესმით კი საერთოდ ადამიანებს ერთმანეთის? ამას მოსდევს ყველა გაუგებრობა ქვეყანაზე.

● ექიმ რავიკს თავისი თეორია აქვს. ამას შემთხვევის სისტემატიკას ეძახის. მისი თეორიით, ყველაზე უფრო დაუჯერებელი ამბავი ყოველთვის ყველაზე უფრო ლოგიკური აღმოჩნდება ხოლმე.

● არაფერი ისე არ ქანცავს ადამიანს, როგორც ყბედობა.

● მარტოობას ყველა ნელ-ნელა შევეჩვიეთ, ის რაც ოდესღაც ერთმანეთთან გვაკავშირებდა, ახლა დარღვეულია. ისე დავცვივდით, როგორც გაწყვეტილი ძაფიდან მიწის მძივები. უკვე აღარაფერია მყარი. – ერთხელ სიყმაწვილეში, სათიბში ვიწექი. ზაფხული იყო, ცაზე ღრუბლის ნასახი არ ჩანდა. ვიდრე დავიძინებდი, ორიონს გავცქეროდი. შორს ეკიდა, ჰორიზონტზე, ტყის თავზე. შუაღამისას რომ გამომეღვიძა, ვხედავ – ორიონი პირდაპირ ჩემს თავზეა. ეს ამბავი მთელი ცხოვრების განმავლობაში დამამახსოვრდა. სკოლაში ვისწავლე, რომ დედამიწა პლანეტაა და თავისი ღერძის გარშემო ბრუნავს, მაგრამ ეს განყენებულად მესმოდა, არასოდეს დავფიქრებულვარ ამაზე. მაშინ პირველად ვიგრძენი, რომ ეს მართლაც ასეა. ვიგრძენი, როგორ უხმაუროდ ტრიალებს დედამიწა განუზომელ, უზარმაზარ სივრცეში. ისეთი ძალით ვიგრძენი ეს, რომ ბალახს ჩავეჭიდე, შემეშინდა – არ წამიღოს მეთქი. ჩანს, ეს მოხდა იმიტომ, რომ ღრმა ძილიდან გამოფხიზლებულმა, წამით მეხსიერებისა და ჩვეულების მიერ მიტოვებულმა, ჩემ თვალწინ დავინახე უზარმაზარი, ადილიდან გადანაცვლებული ცა. უეცრად ჩემთვის დედამიწა საკმარისად საიმედო არ აღმოჩნდა. და იმ დღიდან ასეთივე დარჩა…
ბედნიერება ჩვენ გარშემო იმდენია, რამდენიც გნებავს. მხოლოდ დაიხარე და აიღე. მხოლოდ ყველაზე უბრალო ნივთები არასოდეს გვიცრუებენ იმედს. ბედნიერება როგორღაც ძალიან უბრალოდ მოდის ხოლმე და მუდამ ბევრად უფრო მარტივად ვიდრე კაცი ფიქრობს.

● – შენ ყოჩაღი ხარ ჟანო!
- ყოჩაღი იქნები ღარიბი თუ ხარ აბა რა იქნები!

● ეს აუტანელი იყო. არ უნდა დამერეკაო, ინანა. განა შეიძლება ადამიანს რაიმე დაუმტკიცო, როცა თვალებში არ უყურებ ?

● ქალი ან უნდა გააღმერთო ან მიატოვო. ყველაფერი დანარჩენი სიცრუეა.

● თუ სწრაფად გამოღვიძება შეგიძლია, გადარჩენის მეტი შანსი გრჩება.




კატეგორია: book♥ | ნანახია: 2528 | დაამატა: Dzamuk)) | ტეგები: წიგნი ჩემი მეგობარი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4

№ 3 - დაწერა: natianathalia tediashvili
თარიღი: 2013-09-11
kaia ogond simgera ar momewona

პასუხი:

№ 4 - დაწერა: Dzamuk))Dzamuk Dzamuk
თარიღი: 2013-09-11
რას ვიზავთ ყველას ყველაფერი ვერ მოეწონება !

პასუხი:

№ 2 - დაწერა: Iva_NNatia Natia
თარიღი: 2013-09-10
vaime mari ai sityvebi ar myofnis dzaan dzaan magari wignia tyuilad ar aqebdi :*
aucileblad wavikitkhav amaas...marsons davetankhmebi mec wignebs satauris mikhedvit varchev.,,,
ekhla prazebi ai umagresii yvelaze metad es momewona //
ეს აუტანელი იყო.არ უნდა დამერეკა, ინანაო.განა შეიძლება ადამიანს რამე დაუმტკიცო, როცა თვალებში არ უყურებ ? აი ეს დზალიან მომეწონა jggjg jggjg jggjg

პასუხი:

№ 1 - დაწერა: MaRsoNmari iasagashvili
თარიღი: 2013-09-10
წიგნის შინაარსმა ძალიან დამაინტერესა და ამ დღეებში აუცილებლად წავიკითხავ..!! უმეტესად მე წიგნს სატაურის მიხედვით ვაფასებ ხოლმე (რასაც მერთგვარ მინუსად ვთვლი :დდ)
მაგრამ როგორც კი ვხედავ რომ შენ ეს წიგნი წაიკითხე და დიდ აღფრთოვანებას გამოხატავ მისდამი მეც მიჩნდება სურვილი წავიკითხო jggjg jggjg
ფრაზები მომეწონა ძალიან ♥
კარგი სიაახლეა jggjg jggjg

პასუხი:
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ჩემი პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

ტოპ ავტორები

null
MaRsoN
null458
null1569
null4


null
მარიამი♥
null306
null1635
null19


null
Dzamuk))
null241
null134
null0


null
Tamta♥))
null125
null959
null0


null
ninucauca
null108
null1211
null14

კალენდარი
«  სექტემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩვენი გამოკითხვა
საიდან გაიგე smileworld-ის შესახებ?

javascript:;
სულ პასუხია: 36
ახალი სიახლეები
            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1316

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: Dzamuk))
          ნანახია: 1489

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1180

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1243

          კომენტარები: 4
__________________________

            
          ავტორი: MaRsoN
          ნანახია: 1540

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1087

          კომენტარები: 1
__________________________

FaCeBooK

Love You All <33