წიგნი - ჩემი მეგობარი - 2 აპრილში 2013 - გართობა ერთობაშია


 
მენიუ
ძებნა
მინი-ჩათი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]

ითამაშე ჩვენთან :)
მთავარი » 2013 » აპრილი » 2 » წიგნი - ჩემი მეგობარი
9:59 PM
წიგნი - ჩემი მეგობარი
 მოგესალმებით  !

პირველრიგში მოდი შევიქმნათ საამისო გარემო და შემდეგ გავეცნოთ წიგნის შინაარსს ))

1. ბუხარი 



2. ცხელი ყავა !


და..
წიგნი - ჩემი მეგობარი!

პირველ ნიუსში საუბარი იქნება წიგნ "აბსურდისტანზე" !  ეს რაღააო იკითხავთ ))

აბსურდისტანი – წიგნი როკის მოყვარულთათვის !

(ამ წიგნის შინაარს ზოგი ვერ გაიგებს, იმიტომ რომ წიგნში მოვლენები არააა განვითარებული, უბრალოდ უნდა ჩაწვდე ავტორის სათქმელს ))




აბსურდისტანი

აბსურდისტანი – ეს ქვეყანაა, სადაც ყველაფერი აბსურდია: მუსიკა, გართობა, თვით ცხოვრებაც კი. ეს ქვეყანა არსებობდა. და ახლაც შეუძლია არსებობა ნებისმიერ ადგილას, სადაც არ ესმით სიტყვა – თავისუფლება.
XX  საუკუნეში თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი გამოვლინება – როკ-მუსიკა, ცივილიზებულმა სამყარომ 60-იანი წლებიდან გაითავისა. ეს ერთ-ერთი დასავლური ”სენი”  იყო, რომელსაც საბჭოთა აბსურდისტანი ძალიან უფრთხოდა ადამიანებზე მისი უზომო გავლენის გამო.
ამ წიგნის მთავარი პერსონაჟიც სწორედ როკია. მაგრამ როკი არა დასავლეთში, არამედ სწორედ 80-90-იანი წლების საბჭოთა საქართველოში – მეკობრული რადიოტალღებით დაჭერილი, არალეგალურად შემოტანილი, ”დაპისკებით”  გავრცელებული, თავისუფლებასთან ასოცირებული მოვლენა, რომელიც საბჭოთა მელომანებისთვის გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მხოლოდ მუსიკა.





''მელომანი კი არა, მასთან მიახლოებულიც არაფერი მქვია. მუსიკა ჩემთვის ისაა, წერა-კითხვისას ფონად რომ გამყვება ხოლმე. არასდროს ვინტერესდები შემსრულებლებით, მათი გარეგნობით, ბიოგრაფიით (უმრავლესობის სახელიც არ ვიცი) , ამ მუსიკის ჟანრით, ტექსტის შინაარსით, ალბომითა თუ ჩაწერის თარიღით. მთავარია მომწონს, დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ კითხვაზე "რა მუსიკას უსმენ?” პასუხი არ მაქვს.



"აბსურდისტანი” კი საბჭოთა მელომანის ამბავია. იქ დასახელებული ჯგუფების მხოლოდ სახელები გამეგონა. მერე თითოეულის მოსმენა გადავწყვიტე და მე თვითონ გამიკვირდა, როცა ჩემს პლეილისტში Nirvana-სა და  Pink Floyd-ის რამდენიმე სიღერა აღმოვაჩინე, Radiohead-ი და ბობ მარლი კი იმ იშვიათ გამონაკლისში შედის, რომელსაც ხმით ვცნობ. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ იმ ადამიანებზე, რომლებმაც 70-იან 80-იან წლებში და შემდგომ პერიოდში მუსიკალურ სამყაროში ახალი სიტყვა თქვეს, თითქმის არაფერი ვიცოდი.''



ბასა ჯანიკაშვილის ეს ნაწარმოები ავტობიოგრაფიულია და 90-იანელების მუსიკალურ ცხოვრებას ეხება, თუმცა, მუსიკის გარდა კიდევ ბევრ რამეს გაახსენებს იმ დროის ახალგაზრდობას. ავტორის მეხსირებას შემორჩენილი ფრაგმენტებია.



თავიდან ვფიქრობდი, ამ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა თემატიკიდან ვეღარ გამოვიდნენ ეს მწერლები-მეთქი. ბოლოს მაინც მოქმედებს შენზე იმიტომ, რომ ახლობელი და ნაცნობია ყველაფერი. ბასას აქვს რაღაც, რითად მუდმივად ახდენს გავლენას და დასასრულის შემდეგ დიდ ემოციებს მიტოვებს. აქაც ასე იყო, როგორც "ოცნებით კაიროში”. წერს სადად და მარტივად,  ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ უცებ მოყოლა მოუნდა, დაჯდა და დაწერა.



"მაშინ მობილური არ იყო და საკუთარი თავის შეხსენება მთელ ხმაზე, ყველა მეზობლის გასაგონად გიწევდა: მე აქ ვარ და ვარსებობ! "დაძახების ინსტიტუტი” მობილურის ფენომენმა მოსპო”, – ამაზე ბოლო სართულზე მცხოვრები კოტე გამახსენდა. ყველაზე ბევრი დამძახებელი მას ჰყავდა და ზეპირად ვიცოდით, ვინ მიდიოდა და რა საკითხზე, დიალოგები ეზოდან ბოლო სართულზე არც ისე ხანმოკლე იყო.

ხოდა ბევრი ამგვარი დეტალით 90-იანებში გადახვალთ, ზოგს ლამფა, "კერასინკა”, რიგები, ომობანა, "პატრიოტი” დეგენერატები, შავთეთრი ტელევიზორი და ათასი უბედურება გაახსენდება, ზოგი კი ამას ისევე ვერ გაიგებს, როგორც მე ბასა განცდებს ტომ იორკთან შეხვედრისას იმიტომ, რომ მკითხველთა ურავლესობას მცირე ასაკის გამო არც ემახსოვრება. ასე არ მესმის მეც საბჭოთა მელომანებისა.





იმედი მაქვს მოგეწონათ ჩემს მიერ არჩეული წიგნი ))

(პარასკევს ვერ მოვიცლი და მაგიტომ ვდებ დღეს..))

მიყვარხართ და დააკომენტარეთ :*

კატეგორია: book♥ | ნანახია: 851 | დაამატა: Dzamuk)) | ტეგები: წიგნი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 7

№ 7 - დაწერა: ენი♥ენი სამადაშვილი
თარიღი: 2013-04-07
mari dzalian momewona martlac kargi iyo rogorc yvela mec didi molodinit velodebi shemdeg wigns hfh hfh hfh jggjg

პასუხი:

№ 6 - დაწერა: მარიამი♥MARI_ MARI
თარიღი: 2013-04-06
dzaan kaiaaaa

პასუხი:

№ 5 - დაწერა: gusiieni samadashvili
თარიღი: 2013-04-04
წიგნის შინაარსმა მეც დამაინტერესა ვეცდები წავიკითხო jggjg jggjg ყოჩაღ მარიამ ჩემი იმედები გაამართლე <33

პასუხი:

№ 4 - დაწერა: ninucaucanini chubiniZe
თარიღი: 2013-04-04
kai iyo shemdegi wignis molodinshi gaxalavart jggjg

პასუხი:

№ 3 - დაწერა: Tamta♥))Tamta Abramishvili
თარიღი: 2013-04-03
vaime momewona!!!! fhfj fhfj fhfj fhfj vipove wigni romelic momewona :D aucileblad vnaxav

პასუხი:

№ 2 - დაწერა: nucanuciko:)nuca kobeshavidze
თარიღი: 2013-04-03
dzaan kargi siaxle veli shemdeg nawils sulit da guliitt jggjg jggjg jggjg

პასუხი:

№ 1 - დაწერა: MaRsoNmari iasagashvili
თარიღი: 2013-04-02
აღფრთოვანებული ვარ წიგნის შინაარსით.. რატომ არ ვიცი.. უბრალოდ მომეწონა და სურვილი გამიჩნდა წაკითხვის guli guli რათქმაუნდა ვაპირებ ამ წიგნის შეძენას..
სიახლე გადასარევია მომწონს იდეაა guli guli ველოდები შემდეგ წიგნს <33

პასუხი:
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ჩემი პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

ტოპ ავტორები

null
MaRsoN
null458
null1569
null4


null
მარიამი♥
null306
null1635
null19


null
Dzamuk))
null241
null134
null0


null
Tamta♥))
null125
null959
null0


null
ninucauca
null108
null1211
null14

კალენდარი
«  აპრილი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩვენი გამოკითხვა
საიდან გაიგე smileworld-ის შესახებ?

javascript:;
სულ პასუხია: 36
ახალი სიახლეები
            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1315

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: Dzamuk))
          ნანახია: 1488

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1179

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1243

          კომენტარები: 4
__________________________

            
          ავტორი: MaRsoN
          ნანახია: 1539

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1086

          კომენტარები: 1
__________________________

FaCeBooK

Love You All <33