წიგნი - ჩემი მეგობარი - 22 ივნისში 2013 - გართობა ერთობაშია


 
მენიუ
ძებნა
მინი-ჩათი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]

ითამაშე ჩვენთან :)
მთავარი » 2013 » ივნისი » 22 » წიგნი - ჩემი მეგობარი
3:06 PM
წიგნი - ჩემი მეგობარი


451 გრადუსი ფარენჰაიტით


რეი ბრედბერის რომანი "451 გრადუსი ფარენჰაიტით” უჩვეულო და საინტერესო სიუჟეტით 

გამოირჩევა. წიგნში ჩვენ ვეცნობით ქალაქს, რომელიც ტექნიკური აღმასვლის პიკზე იმყოფება.

 მოსახლეობას, რომელიც გაბრუებულია რეკლამებით, ტელევიზიით, ამქვეყნიური 

სიამოვნებებით. ვეცნობით ასევე ქალაქის "მხსნელებს” – მეხანძრეებს.


სახლები ცეცხლგაუმტარია, ადამიანები ერთმანეთს ძლივს ესაუბრებიან, შემოიფარგლებიან 

ერთი და იგივე სიტყვების ტრიალით, ფაქტობრივად "ხალხი არაფერზე საუბრობს”. ეს შედეგები

 იმით არის გამოწვეული, რომ წიგნების კითხვა არის აკრძალული. სახლს, სადაც ერთ წიგნს 

მაინც ნახავენ, მაშინვე ცეცხლს უკიდებენ. სწორედ ეს ევალებათ მეხანძრეებს.წარსულიც 

დავიწყებას ეძლევა თანდათან..

საბედნიეროდ არსებობს ერთი მეხანძრე – მონტეგი, რომელიც არ იზიარებს ასე მასშტაბურად 

დამკვიდრებულ აზრს, სტერეოტიპებს. როგორც კი სხვა მეხანძრეები ამას შეამჩნევენ, ერთ–ერთი

 მათგანი მაშინვე უხსნის ყველაფერს და შემდეგი სიტყვებით პასუხობს.




სწორედ ეს იმედი აძლებინებთ მათ, ამ იმედს უსახავენ მონტეგსაც და თვლიან რომ ამ ქალაქს,

 რომელიც წეღან მონტეგს აუმხედრდა და რომელიც შემდეგ ომის გამო აღიგავა პირისაგან 

მიწისა, დააბრუნებენ იმ დროში, სადაც წიგნი ფასობს და ხალხი აზროვნებს..



ფრაზები წიგნიდან :

1) ხალხი ჩირაღდანს ჰგავს, რომელიც, სანამ არ ჩააქრობენ, მხოლოდ საკუთარ შუქს ასხივებს. რა

 იშვიათად ხდება, რომ სხვა ადამიანმა ასახოს შენი სახე და დაგანახვოს შენი შთაბეჭდილებები,

 შენი იდუმალი და მოკრძალებული ფიქრები.


2) ჩვენს საუკუნეში ყველაფერი გაუფასურდა. ადამიანისა და ქაღალდის ხელსახოცს ერთი ფასი 

აქვს. შეგიძლია ცხვირი მოიწმინდო ადამიანით, დაჭმუჭნო, გადააგდო. მერე მეორეს წასწვდე, 

თითზე შემოიხვიო, ნესტოები გამოიწმინდო და გადააგდო.


3) ახლა არავის სცალია სხვისთვის.

4) ხანძარი ღამე ლამაზ სპექტაკლს წააგავს.

5)ყოველი წიგნის უკან ადამიანი იდგა, ადამიანი ფიქრობდა მსჯელობდა და დიდი წვალებით 

ნელ–ნელა გადაჰქონდა თავისი აზრი ქაღალდზე.

6)  წიგნებში განა ყველაფერია, რასაც თქვენ ეძებთ? იგი ყველგან უნდა ეძებოთ – ძველ 

გრამაფონის ფირფიტებში, ძველ კინოფილმებში, ძველ მეგობრებში. ეძებეთ ბუნებაში, საკუთარ

 თავში! წიგნები მხოლოდ ერთ–ერთი ვრცელი საცავი იყო, სადაც იმას ვინახავდით, რისი 

დავიწყებისაც გვეშინოდა.


7)ახლა ხომ გესმით, რატომ იწვევენ წიგნები ასეთ სიძულვილსა და შიშს! ისინი გვიჩვენებენ 

ფორმებს ცხოვრების სახეზე. ფუფუნების მაძიებელთ კი უნდათ, მხოლოდ სანთელივით 

დაწმენდილ, უფერო, უბეწვო და არაფრის მთქმელ სახეს უყურონ.


8)ჩვენ ახლა ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ ყვავილებიც კი უარს ამბობენ წვიმის წყალსა და 

ნოყიერ ნიადაგზე და ცდილობენ თავიანთი თანამოძმეებით დაიკმაყოფილონ შიმშილი. მაგრამ 

თვით ცაში ანთებული თვალწარმტაცი ფეიერვერკიც ხომ მიწიერი ქიმიის პირმშოა!


9)ზოგი ჭირი მარგებელია: როცა დასაკარგავი არაფერი გაქვს, არც არაფრისა გეშინია.

10)თქვენ კი ნურც გარანტიას ითხოვთ და ნურც იმას ფიქრობთ, რომ მხოლოდ რომელიმე ადამიანი, მანქანა ან ბიბლიოთეკა მოგიტანთ ხსნას. თვითონვე უნდა გაიკვლიოთ გზა და თუ დაიხრჩობით, ის მაინც გეცოდინებათ, რომ ნაპირისკენ გეჭირათ გეზი. 

11)ხალხმა თვითონ, თავისი ნებით მიატოვა წიგნების კითხვა...



კატეგორია: book♥ | ნანახია: 1487 | დაამატა: Dzamuk)) | ტეგები: - წიგნი - ჩემი მეგობარი - | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4

№ 4 - დაწერა: MaRsoNmari iasagashvili
თარიღი: 2015-01-18
წავიკითხე და უზომოდ ნასიამოვნებიც დავრჩი! biggrin biggrin

პასუხი:

№ 3 - დაწერა: მარიამი♥MARI_ MARI
თარიღი: 2013-06-23
აუცილებლად ვნახავ ძალიან სანტერესო ჩანს :))
დიდ მადლობას გიხდი რომ ასეტ საინტერესო სიახლეებს გვიდებ :)) ♥
თუ ვიშოვე აუცილებლად წავიკითხავ წინა წიგნი წავიკიტხე და ძალიან მაგარი იყო )) ბიბლუსშია ბავშვებო წიგნები
გაფორმებაზე აღარაფერს ვამბობ ულამაზესია ))

პასუხი:

№ 2 - დაწერა: meko
თარიღი: 2013-06-22
kargia da darwmunebuli var magari wignebi iqneba shevecdebi vishovo da sad viyido ar icit? an sad gamoviwero?:*

პასუხი:

№ 1 - დაწერა: Tamta♥))Tamta Abramishvili
თარიღი: 2013-06-22
აუუ ძაან მაგარი წიგნია სიახლესთან ერთად jggjg jggjg
იმედი მაქვს ამას მაინც ვიპოვი სადმე :დდ
შენ კიდე კაი გოგო ხარ ასეთ სიახლეებს რო გვიდებ 558246apx4o99pxy 558246apx4o99pxy

პასუხი:
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ჩემი პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

ტოპ ავტორები

null
MaRsoN
null458
null1569
null4


null
მარიამი♥
null306
null1635
null19


null
Dzamuk))
null241
null134
null0


null
Tamta♥))
null125
null959
null0


null
ninucauca
null108
null1211
null14

კალენდარი
«  ივნისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩვენი გამოკითხვა
საიდან გაიგე smileworld-ის შესახებ?

javascript:;
სულ პასუხია: 36
ახალი სიახლეები
            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1317

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: Dzamuk))
          ნანახია: 1490

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1181

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1245

          კომენტარები: 4
__________________________

            
          ავტორი: MaRsoN
          ნანახია: 1541

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1088

          კომენტარები: 1
__________________________

FaCeBooK

Love You All <33