წიგნი - ჩემი მეგობარი - 6 ივლისში 2013 - გართობა ერთობაშია


 
მენიუ
ძებნა
მინი-ჩათი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]

ითამაშე ჩვენთან :)
მთავარი » 2013 » ივლისი » 6 » წიგნი - ჩემი მეგობარი
1:08 PM
წიგნი - ჩემი მეგობარი



რომანში აღწერილია მე-17 საუკუნის დასასრულისა და მე-18 საუკუნის დასაწყისის ინგლისის ცხოვრება. მთავარი გმირი ინგლისელი დიდგვაროვანის, ლორდი კრენჩარლის შვილია, ის მეფის ბრძანებით მოიტაცეს ორი წლის ასაკში და მას ისეთი ოპერაცია ჩაუტარეს რომელმაც მის სახეზე სამუდამოდ აღწერა სიცილი, რისი მიზეზიც ის გახლდათ რომ მამამისმა მეფეს უღალატა და რესპუბლიკის ჩამოყალიბებას დაუჭირა მხარი, რაც რათქმაუნდა მონარქიის გადავარდნას ნიშნავდა. მთავარ გმირს ჯამბაზობისთვის ამზადებნენ, მას არ ახსოვდა მისი ჩამომავლობა, მან საკუთარი სახელიც კი არ იცოდა, მისი დამმახინჯებლები მას გუინპლენს ეძახდნენ და ამიტომაც ისიც თავის თავს ასე ეძახდა. ის შეხვდა ადამიანს რომელიც საკუთარ თავს ურსუსს ეძახდა, ის ფილოსოფოსი იყო, განმარტოვებით ცხოვრობდა და თავს ექიმბაშობით ირჩენდა, გუინპლენი იზრდებოდა ბრმა გოგონა დეასთან ერთად. დეას ის უყვარდა და გუინპლენსაც უყვარდა დეა. ხალხისთვის საკმარისი იყო რომ მისი სახისთვის შეეხედათ, ისინი მაშინვე მხიარულებას მიეცემოდნენ. ამ საბრალო სახიჩრის ცხოვრება ერთ დღეში იცვლება. ბედი მას განსაცდელს უმზადებს... 


☛ რომანი ეკრანიზირებულია რამდენჯერმე, მათ შორის ყველაზე განთქმულია 1928 წლის ფილმი,
რომლის რეჟისორია - პოლ ლენი. The Man Who Laughs 

☛ ჯოკერის შემქმნელებმა მისი ძირითადი ვიზუალური მხარე სწორედ გუინპლენის გარეგნობიდან აიღეს. Joker Card




საინტერესო ფრაზები რომანიდან: 

"მოხუცი - ეს მხოლოდ მოაზროვნე ნანგრევია." 

"მხედველობის არეში მოჩვენების არსებობა სიმარტოვეს აძლიერებს." 

"თუ გწამს, რომ თავშესაფარი ჩვენთვის ყოველთვის მოიძებნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი გწამს." 

"ღამის მრავალსიტყვაობა იმდენადვე ავბედითია, როგორც მისი დუმილი. მასში შეუცნობლის რისხვა იგრძნობა." 

"ჩვენ თუ ზღვაში მხოლოდ წყლის მასას ვხედავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ზღვას თითქმის სრულებით ვერ ვხედავთ." 

"როდესაც მარტომყოფი ადამიანი ხმამაღლა ლაპარაკობს, იგივეა, ვითომ ღმერთთან საუბრობდეს, ღმერთთან, რომელიც ჩვენში არსებობს." 

„ცხოვრებაში გვიდგება ისეთი დრო და ჟამი, როდესაც ვივიწყებთ იმ ჩვენს ღმერთს: მაშინ ყოველ ჩვენგანს, ალალმართალ კაცსაც კი სჭირდება გახსენება, რომ გამოერკვეს თავდავიწყებიდან, ამიტომ განთიადი აღვიძებს ჩვენში სინდისის გონივრულ ხმას. ეს ხმა წინამოერბედია ჩვენი მოვალეობის გრძნობის გამოფხიზლებისა." 



"ჭეშმარიტმა სიყვარულმა არ იცის, რა არის მოჭარბებულობა." 

"მონარქი ლაპარაკობს ხმამაღლა; ნამდვილი მფლობელი - ჩურჩულით." 

"წყვდიადისგან შექმნილი არსება სხვას ვერ აპატიებს ბრწყინვალებას." 

"მხოლოდ მაშინაა სახეირო - "მომხრე" იყო, როდესაც ამავე დროს "მოწინააღმდეგე" ხარ." 

"ადამიანის ჭკუა, ისევე როგორც ბუნება, სიცარიელეს ვერ იტანს. ბუნება სიცარიელეს სიყვარულით ავსებს, მაგრამ ჭკუა ამის გამო ხან მძულვარებას მიმართავს ხოლმე, სიძულვილში პოულობს იგი თავის საზრდოს." 

"არ იფიქროთ, რომ უკეთურ ადამიანებს თავისი თავისადმი პატივისცემა არ გააჩნიათ. ისინი თავს იმართლებენ თავიანთი საქციელის გამო, მაღალფარდოვან მონოლოგებს წარმოთქვამენ და ირგვლივმყოფთაც მედიდურად დასცქერიან." 

"ხალხებს იდიოტური ჩვეულება აქვთ შემორჩენილი, საკუთარ ღვაწლს მეფეებს მიაწერენ ხოლმე. ხალხი იბრძვის, სახელი კი ვის რჩება? მეფეს. ხალხი ფულს იხდის, ვინ ცხოვრობს ამ ფულით ფუფუნებაში? მეფე. და ხალხსაც მოსწონს, რომ მათი მეფე ასეთი მდიდარია." 

"ჩვენ, ყველანი, ბრმები ვართ. ბრმა არის ძუნწიც: იგი ოქროს ხედავს, მაგრამ ვერა ხედავს სიმდიდრეს. ბრმა არის მფლანგველიც: ის ხედავს დასაწყისსა და ვერ ხედავს დასასრულს. ბრმა არის კეკლუცი ქალი: იგი ვერა ხედავს თავისი სახის ნაოჭებს. ბრმა არის სწავლული: იგი ვერა ხედავ საკუთარ უმეცრებას. პატიოსანი ადამიანიც ბრმა არის, იგი ვერა ხედავს თაღლითს. თაღლითიც ბრმაა, ის ვერა ხედავს ღმერთს. ღმერთიც აგრეთვე ბრმაა - რა დღესაც მან ქვეყნიერება შექმნა, ვერ შეამჩნია, რომ მის ქმნილებას სატანაც შეეტმასნა." 

"რატომ ამბობენ "შეყვარებულიო", უნდა თქვან ხოლმე "შეპყრობილიო". დემონისაგან შეპყრობილი იყოს კაცი, ეს იშვიათი მოვლენაა; ქალისგან შეპყრობილი საერთო წესია. ყოველ მამაკაცს ემართება, რომ საკუთარ პიროვნებას კარგავს. რა ჯადოქარია მშვენიერი ქალი! სიყვარულის ნამდვილი სახელი ტყვეობაა." 



"მონანიება ის ნავია, რომელიც არასოდეს იძირება. 
თქვენ კომპასი აღარ გაგაჩნიათ? 
ცდებით, ახლა თქვენი კომპასი ლოცვაა." ♥ 

კატეგორია: book♥ | ნანახია: 1047 | დაამატა: Dzamuk)) | ტეგები: წიგნი - ჩემი მეგობარი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3

№ 2 - დაწერა: MaRsoNmari iasagashvili
თარიღი: 2013-07-06
მარიამ სიახლე შესანიშნავია და ერთი მითხარი ეს რომელ წიგნთა კრებულში შედის? ვგულისხმობ 50 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ თუ სხვა რაიმე?

ძალიან გთხოვ მიპასუხე უსაზღვროდ მაინტერესებს guli guli
P.S კარგი გოგო ხარ ამდენ წიგნებს რომ კითხულობ ♥ და კიდევ წიგნების არჩევანში ყოველთვის მაგარი ხარ ♥ guli guli guli

პასუხი:

№ 3 - დაწერა: Tamta♥))Tamta Abramishvili
თარიღი: 2013-07-27
mand aris :DD

me ki maqvs es wigni magram ravici.. ar gamchenia survili ro wamekitxa..
ise siaxle kargia :*

პასუხი:

№ 1 - დაწერა: Iva_NNatia Natia
თარიღი: 2013-07-06
au ekhla ufro damainteresa es wigni:D
tatas uechveli unda gamovartva.
dzaaan magari siakhlea hgjlkjl hgjlkjl hgjlkjl hgjlkjl

პასუხი:
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ჩემი პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

ტოპ ავტორები

null
MaRsoN
null458
null1569
null4


null
მარიამი♥
null306
null1635
null19


null
Dzamuk))
null241
null134
null0


null
Tamta♥))
null125
null959
null0


null
ninucauca
null108
null1211
null14

კალენდარი
«  ივლისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
რას ანიჭებთ უპირატესობას ბიჭის დანახვისას?

javascript:;
სულ პასუხია: 34
ახალი სიახლეები
            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1315

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: Dzamuk))
          ნანახია: 1488

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1179

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1243

          კომენტარები: 4
__________________________

            
          ავტორი: MaRsoN
          ნანახია: 1539

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1086

          კომენტარები: 1
__________________________

FaCeBooK

Love You All <33