ცხოვრებიდან გარიყული ადამიანის შეხედულებანი საგნებსა და ადამიანებზე!!! - 20 ივლისში 2013 - გართობა ერთობაშია


 
მენიუ
ძებნა
მინი-ჩათი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]

ითამაშე ჩვენთან :)
მთავარი » 2013 » ივლისი » 20 » ცხოვრებიდან გარიყული ადამიანის შეხედულებანი საგნებსა და ადამიანებზე!!!
7:38 PM
ცხოვრებიდან გარიყული ადამიანის შეხედულებანი საგნებსა და ადამიანებზე!!!
ცხოვრებიდან გარიყული ადამიანის შეხედულებანი საგნებსა და ადამიანებზე!!!

ადამიანს ყოველთვის აქვს იდუმალი ზრახვები, _ შური იძიოს მიღებული სიამოვნებისათვის სამაგიეროდ, აქედან წარმოდგება სიძულვილი მსახიობისათვის. ეს არსება მე მხიბლავს , მართობს,მანუგეშებს,მიზიდავს,ზნეობრივად მამაღლებს, მასიამოვნებს, მარგებელია ჩემთვის _ მაშ რა ბოროტებით გადავუხადო სამაგიერო? დამცირებით. სიძულვილი,ეს არის სილაქი შრიდან. მაშ სილა გავაწნათ. იგი მე მომწონს _ მაშ,ისბილწია . მან მე სამსახურიi გამიწია სამაგიეროდ მძულს. სად ვიპოვო, ქვა რომ ვესროლო? მღვდელი, მომეცი შენი ქვა! ფილოსოფოსო, მომეხმარე! ბოსიუე, განკვეტე იგი ეკლესიიდან! რუსო,აძაგე იგი! ორატორო მიაყარე სეტყვასავით,რაც კი ავი და შავი მოგადგება პირზე!დათვო მისცხე იმას ერთი რიყის ქვა! ქვა და ლოდი ვესროლოთ ხეხილს, ნაყოფი დავთქეროთ და შევჩამოთ. "ვაშა!” და "ძირს!”პოეტის ლექსების თქმა _ ჭირიანობას ნიშნავს. ჰეი, შენ, ჯამბაზო და ტაკიმასხარა! მისი წარმატების საპატივცემულოდ ჩვენ რკინის საყელური შევაბათ და სამარცხვინო ბოძზე მივაჯაჭვოთ. მისი ტრიუმფი ჩვენ მის შევიწროება–დევნით დაბასრულოთ. დეე, მოაგროვოს თავის ირგვლივ ხალხის ბრბო და ამითვე თავის მარტოობა შექმნას. აი ამნაირად შეძლებული კლასის ადამიანებმა, ე.წ მაღალი წრის ადამიანებმა გამოიგონეს კომენდიატისათვის განკუთნილი ფორმა საზოგადოებიდან გარიდება–განშორებისა. ეს არის აპლოდისმენტი.

მდაბიო ხალხი სასტიკი არ იყო. მას არ სძულდა გუინპლენი და არ ეზიზგებოდა. მაგრამ მაინც ინგლისის ყველაზე უკანასკნელი ნავსადგურის ყველაზე მდაბიო მეძენძე–მჩურთავი თავის თავს აუცილებლად მაღლა აყენებდა ამ გამამხიარულებელ „ვიგინდარაზე" და ფიქრობდა, რომ მეძენძე–მჩურთავი იმდენად მაღლა იდგა მასხარა–ჯამბაზზე, რამდენადაც ლორდი– მეძენძე–მჩურთავზე. 
მაშ ასე, როგრც ყველა სხვა კომედიანტი, გუინპლენიც, რომელსაც მაყურებლები ტაშს უკრავდნენ, მარტოდმარტო გრძნობდა თავს. ამასთანავე ამ ჩვენს წყეულ დედამიწაზე ყოველივე წარმატება დანაშაულია, თული მისი გამოსყიდვა ხდება საჭირო. ყოველ მედალს მეორე მხარეც აქვს. 
გუინპლენისათვის ეს მეორე მხარე არ არსებობდა. იმიტომ, რომ მისი წარმატების ერთიც და მეორე შედეგიც მას ჭკუაში უჯდებოდა: ის კმაყოფილი იყო ტაშითა და კმაყოფილი იყო მატოობითაც. ტაში მას სიმდიდრეს სძენდა;მარტოობა ბედნიერებას ანიჩებდა. 
მისი სული აურაცხელი სიმდიდრის მფლობელი იყო. ის ორმხრივი სიყვარულით ტკბებოდა.

სხვა არც არაფერი სურდა. 
მგონი, ერთადერთი, რაც შეიძლება შეგეთავაზებინა, ეს იყო, თუ სიგონჯისაგან ვიხსნიდით. მაგრამ როგორი აღშფოთებით უარყოფდა იგი ასეთ წინადადებას! მოეშორებინა ნიღაბი, დაებრუნებინა თავისი ნამდვლი პირისახე, ისევ ისეთი გამხდარიყო, როგორიც შეიძლება ოდესმე ყოფლიყო – ლამაზი და მიმზიდველი – არაფრის გულისთვის ამაზე არ დათანხმდებოდა! მაშინ დეას პურს ვინღა აჩმევდა? რა ეშველებოდა საცოდავ , უსუსურ ბრმას, რომელსაც ის უყვარდა? სიცილისაგან ასე რომ არ იმანჩებოდეს, რის მეოხებითაც იგი ერთადერთი თავისებური ყაიდის კომედიანტია, მაშინ უბრალო მასხარაღა იქნებოდა, ჩვეულებრივი ტანმოვარჯიშე , ქუჩასა და ეზოში გადმოგდებული გროშების ამკრეფი. მაშინ, შესაძლოა, დეასაც მუდამდღე არ ჰქონოდა პური. იგი ძლიერი, ღემა და გულმოსახვედრი სიამაყით გრძნობდა,რინ იბ უსაშველო ციური ქმნილების მფარველი იყო. წყვდიადი, მარტოობა,გაჭირვება,უსაშველობა,უმეცრება, შიმშილი და წყურვილი– შვიდი დაღებული ხახა სიღარიბისა– განრთხმულიყო მის წინაშე; ხოლო ის იყო წმინდა გიორგი,რომელიც ამ გველეშაპს ებრძოდა და კიდევაც ამარცხებდა ამ სიღარიბეს.რითი?თვისი უსახურებით. თავისი სახიჩრობის წყალობით მას სარგებლობა მოჰქონდა, დახმარებას უწევდა, გამარჯვებას გამარჯვებაზე აღწევდა, სახელოვანი გახდა.



ეს არის ნაწყვეტი ვიქტორ ჰიუგოს წიგნიდან კაცი რომელიც იცინის .... 
იმედია მოგეწონებათ მე ძალიან მომწონს<3



Dzamuk))
კატეგორია: book♥ | ნანახია: 1600 | დაამატა: Iva_N | ტეგები: ცხოვრებიდან გარიყული ადამიანის შეხე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 5

№ 5 - დაწერა: Iva_NNatia Natia
თარიღი: 2013-07-25
dzalian didi madloba mariii. jggjg jggjg
ai rrom wavikitkhe ise momewona metqi rom ar davdo ar sheidzlebatqo da mindodda yvelas waekitkha

პასუხი:

№ 4 - დაწერა: Dzamuk))Dzamuk Dzamuk
თარიღი: 2013-07-20
Yvelazeeee Magariii Wiiignii ! <333

პასუხი:

№ 3 - დაწერა: Iva_NNatia Natia
თარიღი: 2013-07-20
jggjg jggjg

პასუხი:

№ 2 - დაწერა: Iva_NNatia Natia
თარიღი: 2013-07-20
მადლობა piop- piop-

პასუხი:

№ 1 - დაწერა: natianathalia tediashvili
თარიღი: 2013-07-20
kaia nati momewona!!!!!!!!!!!!!! hjkhgjklh

პასუხი:
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ჩემი პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

ტოპ ავტორები

null
MaRsoN
null458
null1569
null4


null
მარიამი♥
null306
null1635
null19


null
Dzamuk))
null241
null134
null0


null
Tamta♥))
null125
null959
null0


null
ninucauca
null108
null1211
null14

კალენდარი
«  ივლისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
რას ნიშნავს smileworld-ი თქვენთვის?

javascript:;
სულ პასუხია: 25
ახალი სიახლეები
            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1315

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: Dzamuk))
          ნანახია: 1488

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1179

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1243

          კომენტარები: 4
__________________________

            
          ავტორი: MaRsoN
          ნანახია: 1539

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1086

          კომენტარები: 1
__________________________

FaCeBooK

Love You All <33