ვერ ვიტან სათაურის მოფიქრებას :\ - 20 იანვარს 2013 - გართობა ერთობაშია


 
მენიუ
ძებნა
მინი-ჩათი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]

ითამაშე ჩვენთან :)
მთავარი » 2013 » იანვარი » 20 » ვერ ვიტან სათაურის მოფიქრებას :\
2:23 PM
ვერ ვიტან სათაურის მოფიქრებას :\
კარის გაღებისთანავე ჩავეფლე ჩემი სახლის სუნში და სითბო მოსასხამივით წამოვიცვი მხრებზე.



რაც დრო გადის, სულ უფროდაუფრო ვრწმუნდები, რომ ჩემი ჰობი მარტო ყოფნაა. ყველასგან და ყველაფრისგან შორს გაქცევა მომინდება თუ არა, მაშინვე სახლში გამოვიკეტები. ახლაც ეგ მომენტია.



არავინ და არაფერი მინდა. მხოლოდ მე, ცხელი ჩაი და წიგნები. საკუთარ თავს ვაიძულებ არაფერზე იფიქროს, მაგრამ საბოლოოდ იმაზე ვიწყებ ფიქრს, რომ არაფერზე ვფიქრობ და მოკლედ, იდიოტობაა.



ზოგჯერ თავი საცდელი ვირთხა მგონია, ეს ცხოვრება კიდევ ვიღაცის დაგეგმილი ექსპერიმენტი. ასე მგონია, ვიღაც მაკვირდება და მსხვილთავიანი კალმით თავის ბლოკნოტში იწერს ჩემ მიერ გადადგმულ ყოველ ნაბიჯს, ჩემს შეცდომებს, იმედგაცრუებებს, ჩემს ფიქრებს, ყველაფერს რაც ირიბად თუ პირდაპირ მიკავშირდება.



ვიღაც საშუალებას არ მაძლევს ჩემთვის ვიყო, წყნარად და მშვიდად, ისე, როგორც მინდა. ეს ვიღაც დაუკითხავად განაგებს ჩემს ცხოვრებას, მაიძულებს ვიფიქრო იმაზე, ვისზე ფიქრიც არ მინდა. მაიძულებს ვაკეთო ის, რისი გაკეთების არც სურვილი მაქვს და არც ნერვები.



ეს ვიღაც ჩემზე ძლიერია და მე არ შემიძლია მასთან ბრძოლა. მე არავისთან ბრძოლა არ შემიძლია, რადგან ისე ვგრძნობ ამ წამს თავს, როგორც თევზი ხმელეთზე.



მე ვეღარ ვსუნთქავ თავისუფლებას და აღარც კი ვიცი, როგორია იყო თავისუფალი. თავი მეტიჩარა ბავშვის ხელმოტეხილი თოჯინა მგონია, რომელიც მომართეს მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც გაამხიარულოს და გულიანად აცინოს. პრინციპში ესეც რაღაცას ნიშნავს არა?



ე დაკარგული ვარ. დაკარგული ვარ საკუთარ თავში და საკუთარ სხეულში. საშინელ სიცარიელეს ვგრძნობ. სიცარიელეს და სიცივეს. სხვას არაფერს. აღარც ტკივილს, აღარც სითბოს, აღარც.. მე არაფერს ვგრძნობ. მე ვგრძნობ არაფერს. მარცხენა მხარეს, იქ სადაც ნორმალურ ადამიანებს გული აქვთ, მე რაღაც სიდამპლეშეპარული ნარჩენებიღა შემრჩენია.

მაწუხებს ეს გრძნობათა ნაგავსაყრელი და მინდა ერთი ხელის მოსმით ამოვიგლიჯო სხეულიდან. მინდა ყველა მოგონება გავაქრო. ყველა ფიქრი დავმარხო. მიმიფურთხებია ყველა ოცნებისთვის, რომელიც მაინც დასანგრევად არის განწირული. მიმიფურთხებია ყველაფრისთვის, რაც გიკავშირდებათ.




მე მეშინია თქვენი. ხოო, მეშინია. მეშინია თქვენი სიყალბის. ტყუილების. დაპირებების. მეშინია თქვენი, რადგან თქვენ გადამდებნი ხართ.



რომ შემეძლოს დიდი სიამოვნებით დაგახლიდით ტყვიას. დიდი სიამოვნებით მივუგდებდი საჯიჯგნად თქვენს სხეულს მიწას, სხეული რომ გაგაჩნდეთ საერთოდ. მაგრამ ფიქრები როგორ უნდა მოვკლა ჯერ არ უსწავლებიათ ჩემთვის.

***

უნდა ვიბრძოლო ხო?

ხო.

კარგი, მოვიფიქრებ.
კატეგორია: ჩემი შემოქმედება | ნანახია: 914 | დაამატა: Dreamer | ტეგები: ჩანახატი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4

№ 4 - დაწერა: DreamerQueen Dreamer
თარიღი: 2013-01-20
madloba bavshvebo <33

პასუხი:

№ 3 - დაწერა: მარიამი♥MARI_ MARI
თარიღი: 2013-01-20
მაგარი იყო ძაან ;))
კიდევ დადე რააა ;))

პასუხი:

№ 2 - დაწერა: gusiieni samadashvili
თარიღი: 2013-01-20
მართლა ძაან მაგარი სიახლეეაა,აიი ძაან მაგარიი hfh hfh
ავტოორ ძაან მაგარი ხარ jggjg

პასუხი:

№ 1 - დაწერა: MaRsoNmari iasagashvili
თარიღი: 2013-01-20
ძაან მაგარი და მართლა დასაფიქრებელი ნიუსიააა jggjg jggjg
შენი სიახლეებით დღითიდღე მაოცებ hfh

პასუხი:
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ჩემი პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

ტოპ ავტორები

null
MaRsoN
null458
null1569
null4


null
მარიამი♥
null306
null1635
null19


null
Dzamuk))
null241
null134
null0


null
Tamta♥))
null125
null959
null0


null
ninucauca
null108
null1211
null14

კალენდარი
«  იანვარი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩვენი გამოკითხვა
რას ანიჭებთ უპირატესობას ბიჭის დანახვისას?

javascript:;
სულ პასუხია: 34
ახალი სიახლეები
            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1317

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: Dzamuk))
          ნანახია: 1490

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1181

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1245

          კომენტარები: 4
__________________________

            
          ავტორი: MaRsoN
          ნანახია: 1541

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1088

          კომენტარები: 1
__________________________

FaCeBooK

Love You All <33