ყავისფერი – ეს ფერი იწვევს სიმშვიდეს, მდგრადობას. თუ ყავისფერი მუქი შეფერილობისაა, შესაძლოა, ამან მოწყენილობასთან და გაურკვევლობასთან მიგვიყვანოს, თუმცა თავისთავად ყავისფერი დაცულობის სიმბოლოც არის. ხშირად სულიერად მდგრად და სტაბილურ ადამიანებს ყავისფერი მოსწონთ. ადამიანები, რომელთა საყვარელი ფერი ყავისფერია,- არიან მორცხვები, მეოცნებეები და განმარტოების მოყვარულები. ისინი შეიძლება ჩავთვალოდ პრაგმატულ ადამიანებად, თუმცა შეიძლება ამიტომაც არიან შრომის მოყვარულები და მონდომებულები. მათ ყოველთვის შეგიძლიათ ენდოთ და ისინი არასოდეს გიღალატებენ. აგრეთვე უნდა ითქვას რომ ძალიან მგრძნობიარეები არიან, შეიძლება სხვებისაგან ფარულად ძალიან განიცადონ პატარა წყენაც.
პ.ს რადგან ყავისფერი არ იყო იისფერი გავაკეთე და არ გაგიკვირდეთ:D