 ერთ ჩემს მეგობარს ჰყავს ზედმეტად მზრუნველი დედა. მობილურზე დღეში ათჯერ მაინც ურეკავს. ერთხელ კაფეში ვართ. დაურეკა დედამ. ამოიღო ჯიბიდან მობილური დაელაპარაკა და მაგიდაზე დადო. ცოტა ხანში გამოვედით, ტელეფონი იქვე დარჩა. ეს ამბავი ჩემმა მეგობარმა 2-3 საათის შემდეგ აღმოაჩინა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მის მობილურზე შემოსულ ზარებს მიმტანი გოგონა პასუხობდა და ყველას ეუბნებოდა, რომ ამ ტელეფონის პატრონს ის კაფეში დარჩა და იქნებ რამენაირად გააგებინოთ, მოვიდეს და წაიღოსო. მივბრუნდით, ავიღეთ ტელეფონი. მეგობარმა ნახა შემოსული შეტყობინებები და დედამისის მიერ გამოგზავნილი, შემდეგი შინაარსის "მესიჯი” ნახა: "შვილო, ტელეფონი კაფეში დაგრჩენია და სასწრაფოდ წამოიღე!” ************* დედამ, სულ ერთი საათით, ორი წლის გოგონა დატოვა სახლში მამასთან ერთად. კაცი ზის კომპიუტერთან. ბაშვს სათამაშო, სათითესხელა ჭიქით მოაქვს წყალი და ასმევს მას. მამა გაიძახის: "უჰ, უჰ, რა გემრიელია, წადი კიდე მომიტანე!” და ბედნიერია იმით, რომ თან კომპიუტერში საქმეს აკეთებს, თან ბავშვს ართობს. მაგრამ… უნდა გენახათ მისი სახე როცა მიხვდა, რომ ბინაში წყალი, რომელსაც შეიძლება მისწვდეს ორო წლის გოგონა, მარტო უნიტაზშია. ************* ოთხი წლის გოგონა მშობლებმა წაიყვანეს სოფელში. იქ დახვდა კატა პატარა კნუტებით. ბავშვი მთელი დღე ამ კნუტებს დაატარებდა აქეთ-იქით, ეთამაშებოდა, მზრუნველობას იჩენდა. საღამო ხანს შეშფოთებული შემოვარდა მშობლებთან ოთახში და მამას ეუბნება: – მამიკო, იქ ერთმა კნუტმა ცხვირ-პირი რძით მოითხუპნა, ეხლა მასე უნდა იაროს? მამამ, ისე რომ ტელევიზორისთვის თვალი არ მოუწყვეტია, უპასუხა: – არაუშავს, დედა ალოკავს. გოგონა, ცოტა გაკვირვებული სახით, დედას მოუბრუნდა: – დედიკო, შენ უნდა ალოკო? ************* არ ვიცი ნამდვილი ამბავია თუ არა მაგრამ, მაინც მოვყვები: ნიკა არაბიძეს პატრული გააჩერებს და ეუბნება თქვენ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდითო! ნიკა ეუბნება: – რადარი მაჩვენეთო! – რადარი არ გვაქვს ბატონო! – პასუხობს პატრული. – აბა როგორ მიხვდით გადაჭარბებული სიჩქარით რომ ვმოძრაობდი, მანქანა იყო გაოფლილიო?!
|