ზაფხულს წაითხული წიგნები - 7 სექტემბერში 2014 - გართობა ერთობაშია


 
მენიუ
ძებნა
მინი-ჩათი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]

ითამაშე ჩვენთან :)
მთავარი » 2014 » სექტემბერი » 7 » ზაფხულს წაითხული წიგნები
8:52 PM
ზაფხულს წაითხული წიგნები

1)პაულო კოელიო "ვერონიკამ სივდილი  გადაწყვიტა"

ყოველი ახალი წიგნის წაკითხვის შემდგომ, რამდენიმე დღის განმავლობაში ამ წიგნის სამყაროში ვცხოვრობ, ანუ... ვაზროვნებ მთავარი პერსონაჟივით.იგივე დამემართა ამ შემთხვევაშიც. მთავარი გმირი ვერონიკა ვერ ეგუება ყოველდღიურობას, მაგრამ სამწუხაროდ არც იმის ძალა აქვს რომ შეცვალოს რამე. საბოლოოდ თვითმვლელობის მცდელობის გამო (რომელსაც საბედნიეროდ გადაურჩა)  ფსიქიატრიულში ხვდება.ექიმის ეშმაური ხერხით კი მას კვლავინდებურად უბრუნდება სიცოცხლის ხალისი. ნაწარმოები Happy End-ით სრულდებაერთი სიტყვით მარტივი და რაც მთავარია საინტერესო საკითხავია.

 2)ჯონ გრინი- "ბედის ვარსკვლავის ბრალია"

ცხოვრებაში მეორედ ვიტირე წიგნის გამო, პირველი "ჯინსების თაობა" იყო.უბრალოდ თავი ჰეიზელის ადგილას წარმოვიდგინე და ჰაერის უკმარისობა ვიგრძენი.საოცარი წიგნი ადამიანებზე, რომელთაც უბრალოდ არ გაუმართლათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეში. ჯონ გრინმა ამ არაჩვეულებრივი სასიყვარულო რომანით სასიამოვნო წუთები მაჩუქა (თქვენც იგივეს გისურვებთ)

3) კაზუო იშიგურო - "არასოდეს გამიშვა"

სიმართლე გითხრათ საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი ასეთი წიგნის არსებობას. შინაარსი ეხება ჰეილშIმელ მოსწავლეებს რომელთა ბედი დაბადებიდანვე გადაწყვეტილია.მათ არ შეუძლიათ ჰქონდეთ სრულფასოვანი ცხოვრება, მხოლოდ იმიტომ რომ ისინი დონორობისათვის განკუთვნილი კლონები არიან..მათ ორგანოებს,სისხლს kიბოთ,ლეიკემიით და სხვა მძიმე დაავადებების განსაკურნებლად იყენებენ. ადამიანებმა შეიტყვეს რის ფასად ხდებოდა მათი განკურნება თუმცა ვეღარაფერს შეცვლიდნენ, რადგან დამერწმუნებით არავის სურს იმ ეპაქაში დაბრუნება სადაც ხალხი ამ დაავადებების გამო იღუპება.ყველაზე დიდი უბედურება კი ის არის რომ ამ კლონებსაც გააჩნიათ გრძნობები და ემოციები. ისინი კარგავენ საყავრელ ადამიანებს და შემდეგ თავადაც იღუპებიან. სწორედ იგივე ემართება წიგნის მთავარ გმირს ქეით ეიჩს

 

4)ვუდჰაუსი- "დაიკიდე ჯივზ!"

წიგნის შინაარსი ეხება მოხერხებულ ლაქია ჯივზს რომელსაც ყველა საქმე იდეალურად გამოსდის, თუმცა მისმა ბატონმა ვერ აიტანა ჯივზის ასეთი წარმატება და არეული სიტუაციების დალაგება თავად სცადა, წარმატების ნაცვალდ მან ყველაფერი აურდაურია.საბოლოოდ ეს ისევ ჯივზის გამოსასწორებელია. ეს არის იუმორით გაჟღენთილი წიგნი რომელიც ძალიან გაგახალსიებთ

 

5) სელმა ლაგერლოფი - "მეეტლე მოჩვენება"

როდესაც "ბიბლუსში"  სელმა ლაგერლოფის "მეეტლე მოჩვენება" ვიყიდე, ვიფიქრე რომ ყველაზე გვიან სწორედ ამ უკანასკნელს წავიკითხავდი.მიზეზი ერთია მასზე არასწორი დამოკიდებულება. სიუჟეტი ცოტა არ იყოს და შემაძრწუნებელია იგი სიკვდილის გარშემო ტრიალებს. ეხება kაცს რომლის გულშიც მხოლოდ ბოროტeბა სუფევს და შურისძიების მიზნით ცოლსა და შვილებს სწირავს. მაგრამ სიკვდილის შემდეგ იგი ყველაფერს აანალიზებს . საბოლოოდ სიკეთე იმარჯვებს

 

6)ემილი ბრონტე- "ქარიშხლიანი უღელტეხილი"

ჩემი ქარიშხლიანი უღელტეხილის კითხვა ძალიან გაჭიანურდა, არა დები ბრონტეები შესანიშნავები რომ არიან ეს ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, რაღაცით ჰგავს მათი წერის სტილი, მაგრამ ემოციები კი სხვადასხვაა მახსოვს შარლოტას "ჯეინ ეარი" რომ დავასრულე აღფრთოვანებული ვიყავი, ამ შემთხვევაში კი ამოვისუნთქე თითქოს მძიმე ლოდი ჩამოვიშორეო  (თუმცაღა ეს იმას არ ნიშნავს რომ თქვენ არ უნდა წაიკითხოთ ეს წიგნი)

7)ფრანსუაზ საგანი- "გიყვართ ბრამსი?"

სწორედ ახლა მივხვდი, რომ წიგნის სათაურის მიხედვით  შერჩევა ცოტა არ იყოს და დანაშაულია "გიყვართ ბრამსი?" დიდი ვერაფერი დამაინტრიგებელი სახელია- აი შინაარსზე კი ვერ ვიტყვით ამას.ვიღაცისთვის ალბათ ეს ბანალური სასიყვარულო ისტორიებია, მაგრამ მე ძალიან მომეწონა პერსონაებიც და წერის სტილიც. ყველაზე მთავარი კი ის არის რომ ყოველი წიგნი უფრო გამოცდილსა და მოაზროვნეს მხდის

8) ჯემალ ქარჩხაძე-"მდგმური"

"მდგმურის" გადაფურცვლისთანავე მივხვდი, რომ განსხვავებულ წიგნთან მქონდა საქმე და ასეც აღმოჩნდა. მთავარi პერსონაჟი(რომლის არც სახელი და არც გარეგნობა ვიცით) ტიპიური კაცია და ცხოვრებისეულ შეცდომას უშვებს, რის შედეგადაც კარგავს ძვირფას ადამიანს. ცრუმორწმუნე პერსონაჟი  რომელსაც უყვარს ეგვიპტე,სწორი მხრები და მაკა.აი... ის მაკა თურმე მთელი ცხოვრება რომ ეძებდა, მაგრამ ვერ მოუფრთხილდა და დაკარგა. თუმცა ჩვენ ხომ შეცდომებზე ვსწავლობთ.... მასაც ასე მოუწევს

9)ფიოდორ დოსტოევსი- "მოთამაშე"

დოსტოევსკის "მოთამაშის" დასრულებისთანავე მივხვდი რომ სერიოზულ ფაზაში გადავედი. ფიოდორი ხომ მწერლების იმ მცირე რაოდენობას ეკუთვნის რომელიც ხელზე ჩამოსათვლელია.თითქოს არაფერი განსხვავებული, რუსი რომელიც ფულს რულეტზე ხან იგებს და ხან აგებს, შეყვარებულია პოლინაზე, რომლის თვალებში მხოლოდ ზიზღსა და ცინიზმს ამოიკითხავთ.წიგნისთვის დამახასიათებელია ინდივიდუალური წერის სტილი და უამრავი ფრანგული სიტყვა რომელთა განმარტებაც ბოლოშიამართალია დოსტოევსკის სხვა ნაწარმოებები არ წამიკითხავს (ჯერ-ჯერობით ) მაგრამ ამეკვიატა ის აზრი რომ არსებულთა შორის "მოთამაშე" ყველაზე სუსტია

 

10) 451 ფარენჰაიტით

ამ წიგნს ახლა ვკითხულობ და ჯერ არ დამისრულებია, ასე რომ დასკვნებისგან თავს შევიკავებ (თუმცა ძალიან მომწონს უკვე)

 

\

სულ ეს იყო ჩემო ძვირაფსებო იმედი მაქვს სიახლის ბოლომდე წაკითხვა არ დაგეზარათ :D თქვენ რა წაიკითხეთ ამ ზაფხულს? ველოდები კომენტარებს, რადგან ძალიან ბევრი ვიშრომე

 

P.S ძამუკ ძალიან გამიხარდება თუ გააგრძელებ პროექტს "წიგნი ჩემი მეგობარი"

კატეგორია: book♥ | ნანახია: 1313 | დაამატა: MaRsoN | ტეგები: book, წიგნები | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 8

№ 8 - დაწერა: Tamta♥))Tamta Abramishvili
თარიღი: 2014-09-15
hmm happy happy momewona biggrin
meorem da meatem damainteresa.. shevecdebi wavikitxo smile
siaxle martla kargia heart

პასუხი:

№ 7 - დაწერა: MaRsoNmari iasagashvili
თარიღი: 2014-09-12
პირველ რიგში დიდი მადლობა შეფასებისთვი <3 სასიამოვნოა რომ ასე თუ ისე წიგნებსაც უთმობ დროს happy happy შენ მიერ ჩამოთლილი წიგნებიდან ყველაზე მეტად მეორემ დამაინტერესა და აუცილებად წავიკითხავ biggrin biggrin

პასუხი:

№ 3 - დაწერა: Dzamuk))Dzamuk Dzamuk
თარიღი: 2014-09-09
dzalian magaria gansakutrebit meate.
meorem damainteresa dzaan da vnaxot albat wavikitav:)
me araferi ar wamikitxavs vizarmacedzaan biggrin

პასუხი:

№ 4 - დაწერა: MaRsoNmari iasagashvili
თარიღი: 2014-09-09
meore martlac udzalianmagresia..!!! ox dzamuk dzamuk biggrin biggrin namdvilad ar gekadreba biggrin biggrin

პასუხი:

№ 5 - დაწერა: Dzamuk))Dzamuk Dzamuk
თარიღი: 2014-09-10
mekadreba ki ara gavkari zafxulshi kitxvas biggrin biggrin biggrin biggrin

პასუხი:

№ 6 - დაწერა: MaRsoNmari iasagashvili
თარიღი: 2014-09-10
ratom? biggrin biggrin biggrin

პასუხი:

№ 1 - დაწერა: natianathalia tediashvili
თარიღი: 2014-09-08
magaria marson momewona dzaan siaxle. hands kiss kiss

პასუხი:

№ 2 - დაწერა: MaRsoNmari iasagashvili
თარიღი: 2014-09-08
Shen ra waikitxe nati? smile biggrin

პასუხი:
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ჩემი პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

ტოპ ავტორები

null
MaRsoN
null458
null1569
null4


null
მარიამი♥
null306
null1635
null19


null
Dzamuk))
null241
null134
null0


null
Tamta♥))
null125
null959
null0


null
ninucauca
null108
null1211
null14

კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩვენი გამოკითხვა
რას ანიჭებთ უპირატესობას ბიჭის დანახვისას?

javascript:;
სულ პასუხია: 34
ახალი სიახლეები
            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1317

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: Dzamuk))
          ნანახია: 1490

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1181

          კომენტარები: 3
__________________________

            
          ავტორი: tikojincharadze
          ნანახია: 1245

          კომენტარები: 4
__________________________

            
          ავტორი: MaRsoN
          ნანახია: 1541

          კომენტარები: 2
__________________________

            
          ავტორი: natia
          ნანახია: 1088

          კომენტარები: 1
__________________________

FaCeBooK

Love You All <33